x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
შუმერების კოსმოსური მოგზაურობა – ახალი მტკიცებულებები

შუმერები, თავიანთი დროისთვის, საეჭვოდ დაწინაურებულნი იყვნენ. ხოლო, ზოგიერთი აღმოჩენა, საერთოდ, საფუძველს გვაძლევს, რომ ეჭვი იმაშიც შევიტანოთ, რომ მათი ცივილიზაცია, ჩვენსაზე მეტად განვითარებული იყო.


image


ასევე საეჭვოა, რომ რატომღაც, ერაყის და სირიის უდაბურ მიწიანი რეგიონისთვის, ათწლეულების მანძილზე, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები იბრძვიან და ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ისინი იქ რაღაცას ეძებენ. მაგრამ რას?

იქნებ წყაროებს, რომელშიც საუბარი შუმერების კოსმოსში მოგზაურობაზე? დაჰუკის უნივერსიტეტის პროფესორმა კამალ აზიზ ქეთულმა, ბაღდადის მუზეუმში აღმოაჩინა შუმერული ფირფიტა, რომელიც ჩვენს ერამდე III ათასწლეულით არის დათარიღებული და მასზე მზის სისტემის ჰელიოცენტრული სისტემა არის ასახული. მაგრამ, ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. არავის აინტერესებს, თუ საიდან უნდა სცოდნოდათ შუმერებს, მზის სისტემის მოწყობის შესახებ?


image


გარდა ამისა, მესოპოტამიელები კალენდარს, თვეებით და წლებით, სწორედ ძ. წ. აღრ. 3000 წლიდან იყენებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ მთვარე, ამ ადრეულ პერიოდში, უკვე გამოკვლეული ჰქონდათ და როგორც ვნახეთ, არც სხვა ციური სხეულები იყო შუმერებისთვის უცნობი...


image

image

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ზიქურათებია, რომლებსაც მეცნიერები, ჯიუტად, ტაძრის კომპლექსებად ასაღებენ. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო? – ფიქრობს, ალბათ, უმრავლესობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე შემორჩენილი, ყველა მსგავსი ნაგებობის ზედა ნაწილი დანგრეულია. მაკეტებზე ვხედავთ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ზიქურათები განადგურებამდე, მაგრამ ეს მხოლოდ მაკეტია და სინამდვილეში როგორი იყო, უცნობია.


imageზიქურათი


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ნაგებობები მთელ მსოფლიოშია — ამერიკული პირამიდები, საფეხუროვანი პირამიდები ჩინეთში და ეგვიპტეში. ისინი ისეა მოწყობილები, თითქოს მათ თავზე, შეიძლება რაღაც დაეშვას. იქნებ, ზიქურათები შუმერული კოსმოდრომების ნაწილები? მაგრამ, მაშინ საფრენი აპარატები სად არის?..


image


არხის სხვა სიახლეები:


* ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს

* ექვსთითიანი გიგანტების რასა

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს

* საუკუნეების წინ შექმნილი უნიკალური ნივთები

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ



0
2051
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2051
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0