x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს

image


ადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცხალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთან ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია, მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.


image


ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტასთვის თუ არის, 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. სწორედ ეს არის რეკომენდებული დრო ზრდასრული ადამიანისთვის. ბავშვებს, 18 წლამდე უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები.


ძილის ხანგრძლივობის რეკომენდებული დრო, კონკრეტული ასაკის გათვალისწინებით


ეს დიაგრამა ძილის ეროვნული ფონდის მიერ არის შემუშავებული და მისი გრაფიკი გვიჩვენებს თუ რა ხანგრძლივობის ძილი არის საჭირო, ასაკის გათვალისწინებით, თითოეული ჩვენგანისთვის.


imageგრაფიკზე მუქი ლურჯი ფერით მოცემულია ძილის რეკომენდებული დრო, ხოლო მის ზემოთ და ქვემოთ, შედარებით ღია ფერით – ძილის დასაშვები ხანგრძლივობა.


აღნიშნული დიაგრამის შექმნაში, მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა მეცნიერებმა მიიღეს. მათ შორის, იყვნენ გერონტოლოგები, ფიზიოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები და ნევროლოგები.

რეკომენდებული და დასაშვები ძილის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს პრობლემები ექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძილის რეჟიმის დარღვევის სიმპტომი შეიძლება იყოს:


მუდმივად წელის ტკივილი. ხანგრძლივი ძილი შეიძლება წელის ტკივილის მიზეზი გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანგრძლივი წოლის დროს, წელის კუნთები სუსტდება.

პრობლემის მოგვარება დაბალი ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშით და დასვენების დღეებში სუფთა ჰაერზე სეირნობით ან ძუნძულით (სირბილი არა) შეიძლება.

თუ სპორტთან, აქტიური შეხება გაქვთ, მსგავსი პრობლემა არ შეგაწუხებთ.


პრობლემები წონასთან დაკავშირებით. ხანგრძლივი ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება. მასში დაუხარჯავი ენერგიის აკუმულირება ხდება და ის ცხიმებად გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში, საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ჭარბი წონა პრობლემად გექცეთ.


შფოთვა და დეპრესია. ძილის ნაკლებობა დიდი გავლენას ახდენს ორგანიზმის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. იწვევს გაღიზიანებას, ადამიანი ნერვიული ხდება, უქვეითდება შრომისა და სტრესთან ბრძოლის უნარი. გარდა ამისა, ქვეითდება სიამოვნების განცდის უნარი, ყველა ასპექტში. ადამიანი აგრესიული და თავშეუკავებელი ხდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მეტად ჩხუბის და აყალ-მაყალის მოთავეები, საცობებში და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში, ქრონიკულად გამოუძინებელი ადამიანები არიან.


მუდმივად თავის ტკივილი. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: მაღალი წნევა, შაკიკი, ზოგიერთი მედიკამენტის უკუჩვენება, გადაღლა, სტრესი. თუ ჩამოთვლილი მიზეზებიდან არცერთი არ გახასიათებთ და თავი მაინც გტკივათ, განსაკუთრებით, დილის საათებში, მაშინ მიზეზი ძილის ნაკლებობა იქნება.


II ტიპის დიაბეტი. როდესაც ადამიანს საჭიროზე ნაკლები ან პირიქით – მეტი სძინავს, ორგანიზმი სირთულეებს განიცდის გლუკოზის გადამუშავებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ინსულინ რეზისტენტულობა და II ტიპის დიაბეტი გამოიწვიოს.


გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. გულს, ისევე როგორც ადამიანს, დასვენება ესაჭიროება და ძილის ნაკლებობა ან საჭიროზე მეტი ძილი, ზიანს აყენებს მის ფუნქციონირების პროცესს.


ძილთან დაკავშირებული ცუდი ჩვევების აღმოფხვრის ხერხები


* უპირველეს ყოვლისა, უნდა შეადგინოთ დღის რეჟიმი** და მკაცრად დაიცვათ ის.
* დაძინებამდე 1 საათით ადრე, გამორთეთ ყველა სახის ელ. მოწყობილობა, მათ შორის მობილური ტელეფონიც.
* შეგიძლიათ დაკავდეთ მედიტაციით ან იოგის ვარჯიშებით. ეს ძილის წინ მოდუნებაში დაგეხმარებათ.
* დილა გამამხნევებელი ან სუნთქვითი ვარჯიშებით და ცივი შხაპით დაიწყეთ, რომ როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური აქტივობებისთვის მოემზადოს ორგანიზმი.
* დღის მანძილზე, დიდი რაოდენობით წყალი (30 მლ – სხეულის მასის ყოველ 1 კგ-ზე. მაგ., 60 კგ-ზე – 1800 მლ. დღის მანძილზე) დალიეთ, რომ ტვინმა აქტიურობა შეინარჩუნოს და ძილი არ მოგერიოთ.


** რაც შეეხება დღის რეჟიმს, ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი დღის რეჟიმი აქვს. ადამიანები და ცხოველთა სამყაროს დიდი უმრავლესობა დღე ფხიზლობს, ხოლო ღამე იძინებს. ამის მიზეზი, ჩვენს ორგანიზმზე მზის და მთვარის ზემოქმედება არის: მზე ააქტიურებს პროცესებს ორგანიზმში და მოქმედების ძალას გვაძლევს, ხოლო მთვარე, პირიქით – ადუნებს მას და დასვენების საშუალებას იძლევა. მზის ზეგავლენა, ორგანიზმს არ აძლევს სრულფასოვნად დასვენების საშუალებას, ხოლო მთვარე – არ იძლევა მოქმედების საშუალებას, ადამიანის ფსიქიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე. გაგრძელება >>>



image

არხის სხვა სიახლეები:


* ექვსთითიანი გიგანტების რასა

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს

* ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება მარტივად და თან, იაფად (გვერდითი ეფექტები არ გააჩნია!)

* რა ხიფათებს შეიცავს საუზმეზე და 18 საათის შემდეგ, საკვებზე უარის თქმა? – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ



1
283
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
283
  
2022, 19 ნოემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1