x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
არ დალიოთ დღეში 8 ჭიქა წყალი, საშიშია!
წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს. 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.


image


ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას.

წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება უზარმაზარი რაოდენობით და ბუნებრივ პირობებში სამივე აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობაში - მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი).


რატომღაც ადამიანის უმეტესობა თვლის, რომ რაც მეტი რაოდენობის წყალს მიიღებს დღეში, მით უფრო სწორი და სასარგებლოა, რომ ამით ხელი შეეწყობა ნივთიერებათ ცვლის სწორ და სწრაფ პროცესს და ასევე ჩერდება დაბერების პროცესი. თუმცა ეს ასე არ არის!



უმეტესი თქვენგანი ექიმის რეკომენდაციით დღეში 8 ჭიქა წყალს სვამს, რომელიც ჯანდაცვის მიერ თეთრზე შავითაა დაწერილი– "წყალი მაშინაც უნდა სვათ, როდესაც არ გწყურიათ". მაგრამ პედიატრმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან Aaron Carroll–მა მოცემულ ინტერვიუში განაცხადა: "ეს საკმაოდ სახიფათო ილუზიაა, რადგან ორგანიზმში წყალი სხვადასხვა საკვების სახითაც ხვდება".


განსაკუთრებით მეტია წყალი ხილსა და ბოსტნეულში, მას ვიღებთ ასევე დღის მანძილზე ჩაი, ყავისა და სხვა სასმელების სახით. ამიტომ თუ ჩვენს სხეულს დასჭირდება წყალი, ის თავად მიგვითითებს და არაა საჭირო იძულებით დალევა, რადგან დიდი რაოდენობით სითხის მიღება იწვევს თირკმლის პრობლემებს.


ასევე პოპულარული ცნებაა, რომ წყლის მიღების დღე–ღამის ნორმა 2, 5 ლიტრაა, როგორც ექიმები და სარეკლამო "როლიკები" მიგვითითებენ, თუმცა ეს ასე არაა. ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია წყალზე მოთხოვნის მიმართ და ამიტომ მიიღეთ იმ ოდენობის, რა ოდენობასაც ორგანიზმი მოგთხოვთ და ნუ დაუჯერებთ სარეკლამო აბრებზე მითითებულ რაოდენობას, სადაც მოცემული ფირმები მომხმარებლის ფულის ხარჯვაზეა მოტივირებული.



იხილეთ აგრეთვე:


● როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად

● რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები

● ეს სასმელი, რომელსაც ყოველ დღე მიირთმევთ, ანადგურებს თქვენს ძვლებს

9
11755
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
11755
  
2021, 9 ივნისი, 1:00
ვა არადა ვ იჭყიპები წყლით და წონაშიც საგრძნობლად დამაკლებინა :(
2018, 14 აპრილი, 21:41
ძალიან ცუდი შედიული თუ განრიგი გაქვს. :) მეც ზუსტად ეგრე ვიყავი, მაგრამ მივეჩვიე.
2018, 14 აპრილი, 19:12
კი ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ დილით ჭამას და წყლის დალევას, ვერაფრით ვერ მივეჩვიე. დღის 2-3 საათამდე არ მშივდება, წყალიც, როცა მწყურია, მაშინ ვსვამ, ხან დღე გადის და არ ვსვამ. აღარაფერი მეშველება, რაც თავი მახსოვს, ასე ვარ. :(
2018, 14 აპრილი, 11:35
ძალით ძნელი დასალევია,მაგრამ წესი ესეა,მანამდე უნდა დალიო სანამ მოგწყურდება,რეჟიმში,რომ მოგწყურდება ანუ დეჰიდრატაციაა უკვე და გვიანია.არადა ყველა მაშინ სვავს როცა სწყურია,ძნელია მაგრამ მიეჩვევი.
2018, 14 აპრილი, 1:07
კარგია, სწორი რეჟიმია წყლის დალევის. მე არაფრით არ მიყვარს წყალი :(
2018, 14 აპრილი, 0:55
წყლის დღიური საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია შენ სიმაღლესა და წონაზე,ქანუ ფიზიკურობაზე.მე ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ვსვავ,და დილით უზმოზე თავისთავად.
2017, 21 თებერვალი, 11:05
არავინ ამბობს გინდა თუ არა 2 ლიტრი დალიეო, 2 ლიტრზე მეტის დალევა არ შეიძლებაო, სხვა ინდივიდუალურია როგორც ორგანიზმი მოითხოვს,
2017, 21 თებერვალი, 10:59
რამდენჯერ ვცადე 2 ლიტრის დალევა დღეში, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ. საშინელებაა როცა წყალს ძალით სვამ:( დილით უზმოზეც ძალიან ძნელი დასალევია, თუმცა კი სასარგებლო.
2017, 21 თებერვალი, 10:50
2 ლიტრზე მეტის დალევა დღეში არ შეიძლება, რადგან თირკმლებზე მოქმედებს ცუდად. ისე რათქმაუნდა ინდივიდუალურია ვინ რამდენს დალევს. ზაფხულში უფრო მეტად ითხოვს ორგანიზმი, ვიდრე ზამთარში, ან გააჩნია ზოგიერთი საჭმელი იწვევს წყლის დალევის მოთხოვნილებას.
0 1 9