x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125352
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
მან მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნა

სოფი ლორენი იზიარებს აზრს, იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი საკუთარი და საყვარელი ადამიანის ცხოვრებას ამდიდრებს, ასაკი მასზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს.

«არსებობს ახალგაზრდობის წყარო... და ეს თქვენი გონება, ნიჭი და შემოქმედებაა, რომელიც მოგაქვთ თქვენს და იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც გიყვართ. როდესაც ისწავლით ამ წყაროს გამოყენებას, მართლაც შეძლებთ ასაკის დამარცხებას» — აღნიშნა ერთხელ მსახიობმა...


image


და როგორც ჩანს, ასეთი ფილოსოფია მართლაც მუშაობს, რადგან დღეს, სოფი ლორენი ძველებურად ლამაზია.

ცნობილი დივისგან იმის სწავლაც შეიძლება, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი, ისეთი, როგორიც ვართ და კიდევ იმის, თუ როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი ყოველთვის, საკუთარი თავის შეუდარებლობაში. როგორც მსახიობი ამბობს, ნებისმიერ ქალს, გაბრწყინებული თვალებით, თუნდაც მას უბრალო ჯინსი ეცვას, კარგად ჩაცმულ–დახურული, მაგრამ დაკომპლექსებული ლამაზმანი დაჩრდილოს შეუძლია.

ბედნიერება და ფართო ღიმილი — სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სილამაზე, სოფი ლორენის აზრით. ამ თემაზე მსახიობმა არაერთხელ გამოთქვა აზრი და შეგვიძლია მისი რამდენიმე ციტატა გავიხსენოთ კიდეც:

«სილამაზე — ეს ის არის, თუ როგორ გრძნობ თავს შიგნით... და ეს გრძნობა აისახება შენს თვალებში. ეს არ არის ფიზიკური მონაცემები».
«არაფერი ალამაზებს ქალს იმაზე მეტად, ვიდრე მისი რწმენა, რომ ის ლამაზია».
«თქვენ გულის სიღრმეში უნდა გჯეროდეთ, რომ განსაკუთრებული სილამაზე გაქვთ, რომელიც სხვას არ ჰგავს და რომელიც იმდენად ღირებულია, რომ მასზე უარი არასდროს უნდა თქვათ».
«ცხოვრებით უნდა ტკბებოდეთ. ყოველთვის იყავით იმ ადამიანებს შორის, ვინც მოგწონთ და რომლებთანაც ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ. უამრავი პოზიტიური რამ არსებობს, რაზეც ფიქრი შეიძლება».

ქასთინგებზე მსახიობს, ხშირად ურჩევდნენ «კეთილმოსურნეები», ცხვირის და პირის პლასტიკური ოპერაცია გაკეთებას. მაგრამ, მან ყურადღება არ მიაქცია ამ «ფასეულ» მითითებებს, საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩა და მსოფლიო წარმატებას ისე მიაღწია.

პოზიტიური აზროვნება, მსახიობის ცხოვრებისეული ფილოსოფიის საფუძველია — ცუდ ხასიათზე, მისი ნახვა იშვიათად შეიძლება.


P. S. აქვე გთავაზობთ სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილს ბრწყინვალე სოფი ლორენისგან. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, სოფი ლორენი საერთოდ არ იყო მიმზიდველი ბავშვი და მხოლოდ გარდატეხის ასაკის შემდეგ გალამაზდა... და შედეგად, სტილის კერპად იქცა! მან უამრავი ჯილდო მიიღო კინოში შესრულებული როლებისთვის. ხოლო, 1955 წელს, კანის კინოფესტივალზე, მსახიობი ყველაზე ფოტოგენურ სტუმრად დაასახელეს.

20 სექტემბერს სახელგანთქმულ იტალიელ ვარსკვლავს 88 წელი შეუსრულდა და ის, ასაკის მიუხედავად, ისევ მშვენივრად გამოიყურება. ამიტომ, აშკარაა, რომ მისგან, ქალბატონებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ! განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე სტილს და სილამაზეს ეხება: გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* ძილის რეჟიმი ბავშვების და მოზრდილებისთვის და პრობლემები, რომელსაც მისი დარღვევა იწვევს

* ექვსთითიანი გიგანტების რასა

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* შუმერების კოსმოსური მოგზაურობა – ახალი მტკიცებულებები

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* გოგონამ მელიის ლეკვები გადაარჩინა და ერთ–ერთზე ზრუნვა ძაღლებმა დაიწყეს

* საუკუნეების წინ შექმნილი უნიკალური ნივთები

* ვამსხვრევთ მითს მურაბის შესახებ



1
458
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
458
  
2022, 23 ნოემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1