x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
" ახლა გახშირდა - გამკეთებელი მამა და გამზრდელი, ცალკე. როცა შექმნი ბავშვს და გაგიჩნდება, შენ თვითონვე უნდა უპატრონო " - გივი სიხარულიძე
მექალთანე და დარდიმანდი ყარაჩოღელი - ასე დაახასიათა გივი სიხარულიძე ია ფარულავამ გადაცემა "ფარულ კონვერტში".


image

გივი სიხარულიძე ყოველთვის გამოირჩევა მოზღვავებული ენერგიითა და ემოციებით, გადაცემაში მან ძალიან გულწრფელად ისაუბრა თავის განვლილ ცხოვრებაზე. როგორც აღმოჩნდა, უკვე ხანშიშესული, ბევრ რამეს ნანობს და დარდობს, მათ შორის, შვილის დაკარგვასაც, რაშიც საკუთარ თავს ადანაშაულებს.

გივი პირველ ცოლთან გაცილებული იყო, რის გამოც, როგორც თვითონ ამბობს, შვილს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია.


გივი სიხარულიძემ თავის ლექსიდან ნაწყვეტიც წაიკითხა:

"მამა და დედა გაცილებული

გრძნობა ყინულში ჩაციებული

ბავშვი ჩიტივით შეციებული

ოცნების ბაღებს დაცილებული."

გივი სიხარულიძემ ახალგაზრდა მამებს მიმართა და უთხრა რომ ოჯახის შექმნა და შემდეგ მეუღელთან გაცილება შვილის დაღუპვაა.

"ახლა გახშირდა - გამკეთებელი მამა და გამზრდელი ცალკე. როცა შექმნი ბავშვს და გაგიჩნდება, შენ თვითონვე უნდა უპატრონო. ბავშვმა უნდა იგრძნოს მამის სითბო. გვერდით უნდა ყავდეს მამა, ამიტომ დიდი შეცდომაა.... როცა მოჰყავთ ცოლი და სცილდებიან. " - გივი სიხარულიძე



1
1430
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1430
  
2020, 1 თებერვალი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1