x
image
bellatrix
2777 ანუ ბიზნესი ქართულად

imageროგორც ჩემ ერთ-ერთ სტატიაში გესაუბრეთ 12 სექტემბერს კომპანია apple-მ ახალი iPhone 5 გამოუშვა. საქართველოში apple-ს ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს, რაც ჩემი აზრით ქართული ბაზრის ძალიან დიდ სისუსტეზე მიუთითებს. საქართველოში გვყავს iPhone + რომელმაც ძალიან კარგად იცის როგორ უნდა გააკეთოს ფული. აღნიშნულ მაღაზიას ჰქონდა კომპანიასთან მოლაპარაკებები, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. დღეიდან საქართველოში ახალი მობილური ტელეფონის გაყიდვა დაიწყეს და ჰოი საოცრებავ, ტელეფონის ფასი 2777 ლარია. კომპანია apple ორი სახის ტელეფონებს ყიდის ე.წ Sim free და locked. პირველი ტიფის ტელეფონი მუშაობს ყველა ოპერატორზე, ხოლო მეორე სახის კი მხოლოდ იმ ოპერატორზე, რომელთანაც კონტრაქტს აფორმებთ. საბედნიეროდ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვნახოთ თუ რა ღირს ახალი ტელეფონი უცხოეთში, სადაც 32 GB ტელეფონი, 700$ ღირს და დაახლოებით 1400-1450 ლარი ჯდება. საინტერესოა არ ინტერესდება საგადასახადო სამსახური ამ მაღაზიის მუშაობით, რომელიც ზე მოგებაზე გადის?! ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამხელა ფასის არსებობა მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას - ქართველების ხასიათით ! :)

1
332
3-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
332
  
2012, 30 სექტემბერი, 20:27
2 თვეში დავარდება ეგ ფასები, ეგრე იყო აიფონ 4ზეც
0 1 1