x
image
bellatrix
დაზღვევა

imageდაზღვევა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღესდღეისობით საქართველოში რამდენიმე სადაზღვეო კომპანიაა, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული სადაზღვეო პაკეტების უმრავლესობა არ მომწონს. მაქვს სადაზღვეო სფეროში მუშაობის გამოცდილებაც და რამდენადაც ეს სფერო საინტერესოა იმდენად არის კლიენტის "დაბოლებაზე" დამოკიდებული საკუთარი სადაზღვეო კომპანიის წარმატება. დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ ნორმებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. თვითონ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობა ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ სადაზღვეო პაკეტზე რისკ ჯგუფებისა თუ სხვადასხვა სტატისტიკური ანალიზის ჩატარება გიწევს და ამ ყველაფრის გაცნობა და ამ საკითხებზე მუშაობა ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს.



დღეისათვის როგორც ვიცით მთავრობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვისა სადაზღვეო პაკეტებია. თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მივეკუთვნები იმ მოსახლეობის ჯგუფს, ვისაც სახელმწიფო აზღვევს. არც 6 წლამდე ბავშვი ვარ, არც სტუდენტი და არც პენსიონერი. საინტერესოა რა დააშავეს სკოლის მოსწავლეებმა ან რა დავაშავეთ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა დაახლოებით 22 დან 60 წლამდე? ალბათ ჩვენ ისე ძალიან არ გვჭირდება ვიყოთ დაზღვეულები.. ცოტა სასაცილოა. ჩემი ძმა სტუდენტია და დღეს სადაზღვეო პაკეტი სახლში მოგვართვეს და დიდი ზარზეიმით ჩაგვაბარეს. დამაინტერესა თუ რა სახის არის ეს დაზღვევა და სადაზღვეო პოლისის უკან ჩამოწერილ პუნქტებს გადავავლე თვალი. შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ კარგია იმ ასაკობრივ ჯგუფში ყოფნა, რომელსაც ეს დაზღვევა არ ეკუთვნის. არაფრის იმედზე მაინც არ მომიწევს ყოფნა. გადაავლეთ თვალი საკუთარ სადაზღვევო პაკეტებს, რამეში გამოიყენებთ მას?

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0