x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოფიცერი, რომელიც ბრძოლაში ქოლგით დადიოდა

image


II მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთის არმიის ოფიცერი ელისონ დიგბე ტატამ–უორტი (Allison Digby Tatham-Warter) ძალიან მამაცი ჭაბუკი იყო და ის ასევე, წმინდა ინგლისური იუმორის გრძნობით იყო დაჯილდოებული. ის მდიდარი მემამულის შვილი იყო და ჯენტლმენის სტატუს ომშიც ინარჩუნებდა. მან სახელი იმით გაითქვა, რომ ჩაფხუტის ნაცვლად, ბერეტი ეხურა და ბრძოლაში ყოველთვის ქოლგა მიჰქონდა.

ერთხელ, დიგბე, მხოლოდ ქოლგით შეიარაღებული, ტანკების წინააღმდეგ, ბაიონეტის (ხიშტი) შეტევაზე იყო. მან მწყობრიდან ჯავშანმანქანა მას შემდეგ გამოიყვანე, რაც სათვალთვალო ნაპრალში ქოლგის წვეტი შეყო და მძღოლს თვალში შეარჭო.

ერთხელ კი, დაინახა, რომ მტრის ტყვიით დაჭრილი კაპელანი, გზის მეორე მხარეს, გადასვლას ცდილობდა. დიგბე მასთან მივიდა და გადასვლაში დაეხმარა შესთავაზა, თან უთხრა: «ტყვიებზე არ ინერვიულოთ, ქოლგა მაქვსო!». როდესაც ფრონტის ხაზზე დაბრუნდა, მისმა ერთ–ერთმა მეგობარმა–ოფიცერმა ჰკითხა, თუ რად უნდოდა ქოლგა, ამასთან აღნიშნა, რომ: «ეს ნივთი ფრონტზე საერთოდ უსარგებლო იყო», რაზეც დიგბემ უპასუხა: «ღმერთო ჩემო, პეტ, წვიმა რომ მოვიდეს?!»

ომის დამთავრების შემდეგ, დიგბე თქვენდაუნებურად მსახურობდა პალესტინაში, ხოლო შემდეგ, სამხედრო სამსახური ბრიტანეთის კენიაში, სამეფო გვარდიაში გააგრძელა. იქ მან ორი მაუმლი შეიძინა და კაპიტნის ქალიშვილზე დაქორწინდა. მაუ-მაუს აჯანყების (1952–1960) დროს, დიგბემ თავისი სახსრებით საცხენოსნო პოლიცია შექმნა და მაუ–მაუს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ამის შემდეგ, ის პენსიაზე გავიდა და საკუთარი მამულების მართვა დაიწყო. მან ასევე შექმნა თანამედროვე საფარის კონცეფცია, რომლის მიხედვით, ცხოველებს, მათზე ნადირობის ნაცვლად, მხოლოდ ფოტოებს გადაუღებდნენ. ის მხარს უჭერდა რასობრივ თანასწორობას და თვლიდა, რომ აფრიკელები იმსახურებდნენ თვითმმართველობას, რაც კენიის ევროპულ საზოგადოებაში, ნამდვილად გამონაკლისი იყო. უორტი მართლაც თანაუგრძნობდა აფრიკულ ნაციონალიზმს და კენიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1963 წ.), სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა.

დიგბე 1993 წ. ნანიუკში, საკუთარ მამულში გარდაიცვალა.


image

არხის სხვა სიახლეები: image* მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

* 10 საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ჭარბი წონის მოცილების ყველაზე მარტივი გზა

* რა განსხვავებაა ნაკურთხ და ჩვეულებრივ წყალს შორის და რატომ არის ის უფრო სასარგებლო

* თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ე. ი. თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

* როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა

* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (VI ნაკრები)




1
497
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
497
  
2022, 24 აგვისტო, 9:48
არვფრთოვანდი ამ პიროვნებით
0 1 1