x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია

შუა საუკუნეებში, ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული ლეგენდა ვინმე იერუსალიმელ ებრაელ აგასფერზე (ლათ. Ahasverus – მარადიული მოხეტიალე), რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა გოლგოთის გზაზე მიმავალ ქრისტეს და რისთვისაც, დაისაჯა კიდეც...


image


გადმოცემის თანახმად, როდესაც ქრისტე ჯვარცმის ადგილზე მიჰყავდათ და დიდი, მძიმე ჯვარი, ზურგით თავადვე მიჰქონდა, ხოლო გასავლელი გზა გრძელი და რთული იყო... ძალაგამოცლილი იესო ერთ-ერთი სახლის კედელს მიყრდნ, რომ ცოტა დაესვენა და ამოესუნთქა. მაგრამ, მისმა პატრონმა, სახელად აგასფერმა, ამის უფლება არ მისცა:
— წადი! წადი! — დაუყვირა მან იესოს. — აქ დასასვენებელი ადგილი არ არის!
— კარგი, — ძლივს გახსნა, სიმწრისგან შეწებებული, ტუჩები ქრისტემ. — მაგრამ, შენც, მთელი ცხოვრების მანძილზე ივლი... მარადიულად იხეტიალებ მსოფლიოშ და არც დასვენება და არც სიკვდილი არ გეღირსება. — უთხრა მან აგასფერს.


image


არსებობს ამ ლეგენდის კიდევ ერთი ვერსია. რომლის მიხედვით, თითქოს, აგასფერმა უთხრა ქრისტეს, რომ თუ ის მართლაც ღმერთის შვილი იყო, ჯვარცმის შემდეგ, მკვდრეთით რომ აღსდგებოდა, უკანა გზაზე შეევლო და მაშინ, აუცილებლად დაასვენებდა... რაზეც ქრისტემ უპასუხა, რომ ის, მის მეორედ მოსვლას აუცილებლად მოესწრებოდა და სანამ ეს არ მოხდებოდა, ამ უკანასკნელს, სიკვდილი და დასვენება არ ეღირსებოდა.

საინტერესოა, რომ ადამიანის სახელი, რომელიც ასე ორიგინალური წესით დასაჯეს, ლეგენდის სხვადასხვა ვერსიაში, — განსხვავებულია. მაგ., იტალიურ ვარიანტში, მას ბუტადეუსი («კაცი, რომელმაც ღმერთს დაატრყა») არის, ბრიტანულში — კარტაფილუსი, ბრეტანულში — ბუდედო («ღმერთის ხელის მკვრელი»), ფრანგულში და ბელგიულში — ისაკ ლაკედემომია.

თუმცა, შუა საუკუნეებში, ყველაზე მეტად, მაინც გერმანულ ვერსიაში ნახსენები სახელი — აგასფერი იყო გავრცელებული.


image

და შესაძლებელია, ეს ლეგენდა და ამბავი დავიწყებასაც მისცემოდა, რომ არა ადამიანი, რომელიც საუკუნიდან —საუკუნეში, ხან ერთ და ხან მეორე ადგილზე ჩნდებოდა და რომელსაც მისი უცნაური პიროვნული თვისებების გამო, ქრისტეს მიერ დაწყევლილ, უკვდავ აგასფერთან აიგივებდნენ...

კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე იდუმალებით მოცული ადამიანი გრაფი სენ-ჟერმენი არის. მისი წარმომავლობის შესახებ არავისთვის არაფერია ცნობილი. მის თანამედროვეებს შორი, ხმები დადიოდა, რომ გრაფს ასაკი არ ემატებოდა და არავის უნახავს, რომ მას საჭმელი ეჭამა. რაღაც მომენტში, ის საიდუმლოდ ქრებოდა და მის სახელთან დაკავშირებით, ისევ ჭორები ჩნდებოდა. ზოგი ამბობდა, რომ გრაფი დიდი ხნის წინ მოკვდა, ხოლო სხვები — ამტკიცებდნენ, რომ ის სხვაგან ნახეს და რომ იქ, სხვა სახელით ცხოვრობდა. ისეთებიც იყვნენ, რომ იფიცებოდნენ, — «სულ ცოტა ხნის წინ», ვნახეთო.


image

ჭორები-ჭორებად, მაგრამ ჩვენ ამ სტატიაში, გრაფის ცხოვრების შესახებ, მხოლოდ იმ ადამიანების მიერ მოწოდებულ ფაქტებს წარმოვადგენთ, რომლებიც სენ-ჟერმენს პირადად იცნობდნენ და არაერთხელ შეხვედრილან. მაგ., ცნობილია, რომ XVIII ს-ის შუა წლებში, გრაფი სენ-ჟერმენი ინგლისიდან გამოაძევეს, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით. შემდეგ მისი კვალი დაიკარგა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის საფრანგეთში გამოჩნდა.

1758 წლის მაისში, მარკიზა დ'იუფრესთან ვახშამზე, გრაფი სენ-ჟერმენი ჯაკომო კაზანოვას შეხვდა. «გრაფ სენ-ჟერმენს სურდა, რომ თავი განსაკუთრებულ ადამიანად წარმოეჩინა და ეს გამოუვიდა კიდეც. მისი ხმა მეტად დამაჯერებლად ჟღერდა, ხოლო სიტყვები იმდენად იყო გააზრებული, რომ გაღიზიანებას არ იწვევდა.» — წერდა თავის «მემუარებში» კაზანოვა.

საფრანგეთში გრაფმა სახელი მალე გაითქვა. გაირკვა, რომ ეს ადამიანი ისეთი სულაც არ იყო, როგორც ერთი შეხედვით შეიძლებოდა ვინმეს მოსჩვენებოდა. ისინი, ვინც მას პირადად იცნობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ გრაფმა ყველა ევროპული ენა იცოდა. გარდა ამისა, იცოდა არაბული, ჩინური, სანსკრიტი და აზიის სხვა ენებიც. ის კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში, უკრავდა ვიოლინოზე და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო. სენ-ჟერმენი, თავისი დახვეწილი მანერებით, ყოველთვის ყურადღებას იქცევდა და წარსულის შესახებ, არასდროს საუბრობდა. მხოლოდ ერთხე, ხუმრობით აღნიშნა, რომ ის 500 წლის იყო.

რა თქმა უნდა, ხმებმა ასეთი ადამიანის შესახებ, მეფის ყურამდეც მიაღწია და გრაფი სასახლეში მიიწვიეს. ხოლო, მისი გაცნობის შემდეგ, ლუი XV გრაფის ცოდნის გამოყენებას, საკუთარი მიზნებისთვის ცდილობდა. მაგ., მას უნდოდა სხვადასხვა ლითონების ოქროდ გადაქცების საიდუმლო გაეგო. გარდა ამისა, მეფეს, რომელიც მუდამ მოწამვლის საფრთხის წინაშე იდგა, აინტერესებდა, არსებობდა, თუ არა უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო საშუალება?

გრაფი ასეთ კითხვებზე პირდაპირ პასუხს არასდროს იძლეოდა... თუმცა, მეფეს აიმედებდა, რომ თავისი მფარველის კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებდა... და ასეც მოხდა.

ერთხელ მეფემ, ნადირობის დროს, თასით ღვინო დალია და მუცლის არეში ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომ სასწრაფოდ სასახლეში წაიყვანეს. მან მაშინვე გრაფის მოყვანა ბრძანა. სენ-ჟერმენმა მეფეს პირის ღრუში ჩახედა, მისი ენა ყურადღებით დაათვალიერა და თქის რძე მოითხოვა, რომელშიც რაღაც ფხვნილი ჩაყარა და მეფეს დაალევინა. ამის შემდეგ, ავადმყოფმა მშვიდად დაიძინა.


image


გრაფი სენ-ჟერმენი ხშირად ტოვებდა საფრანგეთს, რომელშიც მისი ძირითადი რეზიდენცია იყო და ევროპის ქვეყნაში სხვადასხვა სახელით ჩნდებოდა. ის ხან იტალიელი მარკიზი დი’მონფერა იყო, ხან ესპანელი გრაფი ბელამარი, პორტუგალიელი მარკიზი დ’აიმარი, გერმანელი ფონ შენინგი, ინგლისელი ლორდი უელდონი, რუსი გრაფი სოლტიკოვი, უნგრელი გრაფი ცაროკი, ფრანგი დე სენ-ნოელი… ის უეცრად ჩნდებოდა და ასევე უეცრად უჩინარდებოდა... და რომ არა ის ადამიანები, ვინც მას პირადად იცნობდნენ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს არისტოკრატთა ჯგუფი იყო და არა ერთი ადამიანი.

სენ-ჟერმენი დიდ ხანს მოგზაურობდა ევროპაში, ხოლო 1770 წ. ისევ პარიზში გამოჩნდა და საფრანგეთი მხოლოდ, 4 წლის შემდეგ, ლუი XV სიკვდილის შემდეგ დატოვა.

გრაფი სენ-ჟერმენი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრა და თითქოს გაორდა: ცნობილია, რომ ერთი სენ-ჟერმენი ლანდგრაფში, კარლ გესენ-კასელელის სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც ალქიმიის და იდუმალი მეცნიერებების დიდი თაყვანისმცემელი იყო. შემდეგ ის ჰოლშტეინში გაემგზავრა და საეკლესიო ჩანაწერის მიხედვით, 1784 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა, დაკრძალეს 2 მარტს. თუმცა, საფლავის ადგილი უცნობია.

ხოლო, მეორე სენ-ჟერმენმა შლეზვიგ-ჰოლშტაინიში, საკუთარ სასახლეში, სრულ სიმარტოვეში გაატარა რამდენიმე წელს და ამის შემდეგ კასელში (გერმანია) გაემგზავრა, სადაც 1795 წ. გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი, ასევე უცნობია...

ამ ფაქტს არ შეიძლება მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია... ერთი ადამიანის 2-ჯერ სიკვდილის ფაქტი, მეტად უცნაური იყო. თუმცა, სენ-ჟერმენის გარდაცვალების თარიღად, უფრო ხშირად, 1784 წელს ასახელებენ. მაგრამ, არსებობენ მოწმეები, რომლებმაც ის, მისი გარდაცვალების შემდეგაც ნახეს.

მაგ., 1785 წელს პარიზში მასონების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გრაფი სენ-ჟერმენიც ესწრებოდა — შემონახულია სია, რომელშიც გრაფის სახელიც წერია. გადმოცემის თანახმად, იმავე წელს ის პეტერბურგშიც ნახეს. ხოლო, 1792 წ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მას პრინცესა დე ლამბალი (მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი) შეხვდა.

1814 წ. მოხუცი არისტოკრატი ქალბატონი დე ჟანლისი, რომელიც ახალგაზრდობაში სენ-ჟერმენს კარგად იცნობდა, მას ვენაში შეხვდა და გასაკვირი ის იყო, რომ მისი თქმით, გრაფი ისევე გამოიყურებოდა, როგორც მათი გაცნობის დღეს...

ხოლო, მას შემდეგ, რაც ყველა გარდაიცვალა, ვინც სენ-ჟერმენს იცნობდა, იდუმალი გრაფი, ინგლისელი მაიორი ფრეზერის სახელით, პარიზში, ბრიტანელ ალბერტ ვანდამს გაეცნო. ცნობილია, რომ მაიორი ძალიან ჰგავდა სენ-ჟერმენს და მას არაერთი ტალანტი გააჩნდა.

გასული საუკუნის დასაწყისშიც, გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც თითქოსდა გრაფი «ნახეს». ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, რომ მან სხვადასხვა სახის ოკულტური მეცნიერება, მათ შორის, ალქიმია და კაბალა შეისწავლა და ფილოსოფიური ქვის ფორმულა, ანუ მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი შექმნა...

ამრიგად, სენ-ჟერმენი სავსებით შესაძლებელია, რომ აგასფერი ყოფილიყო. ამ თეორიის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ გრაფი კარგად ფლობდა ძველ ენებს.

და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ის ისევ ჩვენ შორის, ანუ იმ 7 მილიარდ ადამიანს შორის იყოს, რომელიც დღეს დედამიწაზე ცხოვრობს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. დასახელდა საბავშვო ვაქცინა, რომელიც COVID-19-გან იცავს
2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო
3. გერანის 7 ულამაზესი სახეობა, რომელიც ნებისმიერ ფანჯრის რაფას დაამშვენებდა
4. «გთხოვთ, არ მაკოცოთ» – როგორ ებრძვოდნენ გასულ საუკუნეში ინფექციურ დაავადებებს (12 ფოტო)

5. მეცნიერებმა 4, 5 მილიარდი წლის წინანდელი ატმოსფერო შექმნეს და მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს

6. ანეკდოტები კორონავირუსზე

0
6431
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0