x
მეტი
  • 26.06.2022
  • სტატია:120342
  • ვიდეო:354422
  • სურათი:492491
ანეკდოტები კორონავირუსზე

image


წელიწადმა გაამართლა!!! ვირთხის წელიწადია და ვირთხებივით ვცხოვრობთ:

1. სახლში ვსხედვართ, როგორც სოროში;

2. საკვები სოროში მიგვაქვს და იქ მივირთმევთ;

3. ადამიანს ვხედავთ და ვიმალებით;


***


მამაკაცმა ავტობუსში დაახველა და ყველა მას მიაშტერდა...

კონდუქტორმა ჰკითხა:

— კორონავირუსი გაქვთ?

— არა, ტუბერკულიოზი!

— მადლობა, ღმერთს!


***


ყოველი შემთხვევისთვის, ყველაფერი გადავყარე, რაც ჩინური იყო — დავრჩი ცარიელ სახლში... და თან, — შიშველი.


***


ხალხო, ნუ დაპანიკდებით! კორონავირუსი მალე გატყდება, რადგან ჩინეთშია დაზადებული.


***


— კორონავირუსი გაქვს?

— კი.

— ჩინური?

— ძალიან მაწყენინე, — იტალიური!


***


შემთხვევა პოლიციის განყოფილებაში:

— რითი დაიღუპა დაკავებული?

— კორონავირუსით.

— და სისხლჩაქცევები რატომ აქვს?

— ეს გართულებაა...


***


ცოლი სახლში მოვიდა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული, რამდენიმე ბოთლი ღვინო მოიტანა. «რადგან სახლში უნდა ვისხდეთ, მსოფლიოს გარშემო ღვიძლმა მაინც იმოგზაუროსო» — თქვა მან.


***


კორონავირუსი, უდავოდ, მსოფლიოს ქალთა შეთქმულებაა!
მტკიცებულება:
— ვირუსით, ძირითადად, მამაკაცები (ყოველი 100 დაღუპულიდან, 70 კაცია) ითუპებიან.
— გაუქმებულია ყველა სახის სპორტული სანახაობა.
— დაკეტილია ბარები და გასართობი დაწესებულებები.
— გადარჩენილები, სახლში, ცოლებთან სხედან.



***


— მამა, ნაგავი გასატანია?

— ჭურჭელიც გასარეცხია!

— მა, ნაგავი?

— ნაგვის გატანას დამსახურება უნდა!


***


ადრე ძაღლებს იჭერდნენ, თუ მას ადამიანი არ ახლდა, – ახლა, ადამიანებს, ძაღლის გარეშე...


image


თუ ძაღლი არა გყავთ, რომ გაისეირნოთ, ველოსიპედი იყიდეთ და ძაღლები თვითონ აგედევნებიან.


***


— კარანტინამდე, ვინ გინდოდა გამხდარიყავი?
— ექიმი.
— ახლა?
— პოლიციელი.


***


— უოტსონ, წამოდი ჭაობებზე გავისეირნოთ…
— არ შეიძლება, კარანტინია.
— მერე რა, ვიტყვით, რომ ძაღლი გაგვექცა და მას ვეძებთ…


***


მოვესწარით! ბავშვები ტირიან... სკოლაში წასვლა უნდათ!


***


თვითიზოლაცია, ტურია პენსიაზე — არც ფული გაქვს და არც საქმე.


***


— რამდენად ხშირად გაგაქვთ ნაგავი სახლიდან?
— ჩვენ ნაგავსადენი გვაქვს.
— ჰო, არ გაგიმართლათ.


***


ჩემი საწოლი — ჩემი პირადი კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და კაფე–ბარია...
და საერთოდ, რატომ უნდა წავიდე სადმე?..


***


პანდა, დღე–ღამის მანძილზე, საშუალოდ, 12 საათს ჭამს.
ადამიანი, კარანტინის დროს, – თითქმის ამდენივეს...
სწორედ ამიტომ ჰქვია, ვირუსის საყოველთაო გავრცელებას, – პანდემია.


***


ნახევარი ქვეყანა სახლში ზის, ხოლო მეორე ნახევარი – მას დარაჯობს.


***


როგორღაც, შეუმჩნევლად, დადგა დრო, როდესაც სოფელში უფრო მეტი გასართობია, ვიდრე ქალაქში.


image


ჯარიმა თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმის დარღვევაზე, ჰაერზე გადასახადია: გამოხვედი, ისუნთქე — გადაიხადე!


***


— ძვირფასო – ეუბნება ქმარი ცოლს – წავიდეთ რესტორანში, ან საერთოდაც, მალდივებზე...
— მაგრამ, .. ახლა ხომ კარანტინია?
— არ გინდა და ნუ გინდა — მერე არ თქვა, რომ არ შემოგთავაზე.


***


მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა უფრო საშიშია: სიცხის გაზომვა, თუ აწონვა?!


***


სიყვარულია — როდესაც ცოლს უკანასკნელ ნიღაბს აძლევ და მაღაზიაში გზავნი, რომ ლუდი ამოგიტანოს.


***


— კარანტინის დროს ხვდები, რომ ადამიანის მეგობარი მხოლოდ ძაღლია.
— და კატა, – რატომ არა?
— კატა თვითონ სეირნობს, ძაღლს კი, გასეირნება სჭირდება.


***


ყველა, ვისაც ბავშვი შეეძინება 9 თვის შემდეგ, დაჯარიმდება, სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.


***


ძაღლი, ფუფუნება არ არის, — ის გადაადგილების საშუალებაა!


***


კარანტინის წყალობით გავიგე, რომ ჩემი ცოლი ქერა არ არის.


***


ვიდრე გათხოვდებით, ან ცოლს მოიყვანთ, კარგად დაფიქრდით, – შეიძლება, ამ ადამიანთან ერთად, კარანტინში მოგიწიოთ ყოფნა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს

2. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

3. უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს

4. დასახელდა საბავშვო ვაქცინა, რომელიც COVID-19-გან იცავს

5. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო

6. რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე

0
1050
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0