x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მე მხატვარი ვარ და არა პოლიტიკოსი...» – თქვა მან, ვისაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა უნდოდა

როგორც ამბობენ, ისტორიას პიროვნებები ქმნიან. მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ სულ მცირე მოვლენა უფრო დიდი ცვლილებას იწვევს, ვიდრე რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი.
ისტორიაში, ერთი შეხედვით, თითქოს, ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება და ერთი მოვლენიდან მეორე გამომდინარეობს. მაგრამ, არსებობს მომენტები, როდესაც კაცობრიობა ან მისი ნაწილი, ისტორიული გზის გასაყარზე აღმოჩნდება ხოლმე და თუ რომელი მიმართულებით წავა – ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია...


image


ხოლო არჩევანს, — ბრმა შემთხვევითობა განსაზღვრავს.... და ამ შემთხვევით არჩევანს, საკუთარი სახელიც კი აქვს. მას ისტორიკოსები «ბიფურკაციის წერტილს» (ორად გაყოფის წერტილი) ეძახიან და ამ წერტილში დგომის დროს, ბედისწერის როლის შესრულება, მხოლოდ ადამიანებს კი არა, გარემო ფაქტორებსაც შეუძლია.

«მე მხატვარი ვარ და არა პოლიტიკოსი. პოლონეთის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ვისურვებდი, ჩემი ცხოვრება, როგორც მხატვარს დამესრულებინა» — უთხრა 1939 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, ჰიტლერმა ნევილ ჰენდერსონს (Nevile Henderson, 1937–1939 წწ. ბრიტანეთის ელჩი გერმანიაში).


მომავალმა ფიურერმა ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ორჯერ — 1907 და 1908 წელს სცადა. მაგრამ, ორჯერვე უარით გაისტუმრეს...

დღეს ჰიტლერის ნახატები აუქციონებზე ათასობი დოლარად იყიდება (მაგ., 2015 გერმანიის აუქციონზე, 14 ტილო, 400 000 € გაიყიდა) და უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე კრიტიკოსების შეფასებით, მისი ნამუშევრები, «არცთუ ისე ცუდია»...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების მცდელობის დროს, მომავალი ფიურერი, აშკარად «ბიფურკაციის წერტილში» იყო და იმ დროს, მისი ნიჭი და შესაძლებლობა სათანადოდ რომ შეეფასებინათ, იქნებ, მეორე მსოფლიო ომი არც ყოფილიყო?!


image

imageimageimageimage



0
290
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0