ბიოგრაფია რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო 2022, 7 მარტი, 9:44 ვენის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, ას კილომეტრში, ჩრდილოეთ ავსტრიაში, პატარა სოფელი დოლერშაიმი მდებარეობს. ჰიტლერის ბრძანებით, ოთხმოცი წლის წინ, ეს პატარა ავსტრიული სოფელი მიწასთან გაასწორეს... დიქტატორი ცდილობდა დაემალა და მთლიანად გაენადგურებინა ყველაფერი, რასაც მისი ოჯახის ისტორიისთვის, შეეძლო ნათელი მოჰინა. ყველაფერი, რაც მის, ვითომ და, არიულ წარმომავლობას ეჭვქვეშ დააყენებდა (როგორც ჩანს, ჰიტლერი, როგორც პუტინი, საკუთარ წარმომავლობას მალავდა. რედ.)
ის, თუ ვინ იყო ალოის ჰიდლერის ბიოლოგიური მამა უცნობია, რადგან სოფლის საეკლესიო წიგნში მამის ვინაობა მითითებული არ იყო.
მას შემდეგ კი, რაც ადოლფ ჰიტლერი მხოლოდ ცნობილი კი არა, გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა, ისტორიკოსებმა მისი წარმომავლობის შესწავლა დაიწყეს, ეს კი ჰიტლერს ძალიან აღიზიანებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ბიოლოგიური მამა არიელი კი არა, ებრაელი იყო და ამ ვარაუდმა ფიურერის აპოპლექტური რისხვა გამოიწვია. «ხალხმა არ უნდა იცოდეს, ვინ ვარ», «მათ არ უნდა გაიგონ, საიდან ვარ» – ყვიროდა ჰიტლერი.
ახლა უკვე ძნელია ტყუილ–მართალის გარკვევა და სხვადასხვა ვარაუდების განხილვა. ფაქტი კი, მხოლოდ ის არის, რომ ფიურერი მეტად საფუძვლიანად მალავდა ყველაფერს რაც მისი ოჯახს და წარმომავლობას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, არც ის არის ცნობილი, როგორ გადაიქცა გვარი ჰიდლერი – ჰიტლერად. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს უბრალოდ, ფონეტიკური უზუსტობა, ან ნოტარიუსის შეცდომა იყო, რომელიც ჩანაწერს კარნახით აკეთებდა და გვარი სწორედ ვერ გაიგო.
სწორედ ჰიტლერის წარმომავლობის საიდუმლოს დამალვას უკავშირებენ ისტორიკოსები, იმ სოფლის განადგურების ფაქტს, სადაც დიქტატორის მამა დაიბადა (თავდა ჰიტლერი ინის ბრაუნაუში, ზემო ავსტრიაში დაიბადა. რედ.). როგორც ამბობდნენ, სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის გამოსაკითხად და ნაცისტების ფიურერზე ინფორმაციის შესაგროვებლად, მეტისმეტად ბევრი სკეპტიკოსი ჩადიოდა. ამიტომ, ვიდრე დოლერშაიმს მიწასთან გაასწორებდნენ, იქ მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა ადგილზე გადაასახლეს. სოფლის ადგილზე კი, სამხედრო პოლიგონი გააკეთეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სასწავლო პოლიგონი მოკავშირეების არმიის ხელში გადავიდა და დღემდე, სამხედრო აკრძალულ ზონად რჩება. იქ ამჟამად, ავსტრიის სამხედრო ბაზა მდებარეობს. თუმცა, 1981 წელს სოფლის მთავარი მოედანი, ეკლესია, სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია აღადგინე. დღეს უკვე, იქ ჩასვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
არხის სხვა სიახლეები:* “თებერვლის მიწა სისხლს შეერევა..." – ვანგამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე* "ეს ორი სიტყვა ისწავლეთ" - ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს...* პუგაჩოვას “ბუნტი" – “ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა"* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს* სატირული ილუსტრაციები ჩვენი საზოგადოების მახინჯი მხარის შესახებ4327 5-ს მოსწონს
|