x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

image

ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცუდი ან უცნაური ჩვევები არ გააჩნია. ზოგჯერ, ეს მხოლოდ წვრილმანია, ზოგჯერ კი — მეტად უცნაური საქციელი, რომლის ახსნაც კი, რთულია.

როგორც მიხვდით, ცნობილი პირები, ამ წესისგან გამონაკლის არ წარმოადგენენ და უცნაური ჩვევები, მათ შორის — სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა...

imageimageიოსებ სტალინი. სტალინი მრავალფეროვანი გარდერობის მოყვარული არ იყო და მას იშვიათად აახლებდა. ხოლო, გასასვლელი ფეხსაცმელი, საერთოდ, ერთი წყვილი ჰქონდა.imageსალვადორ დალი. გენიალური მხატვარი ყოველთვის არასტანდარტულ ადამიანად ითვლებოდა. მაგრამ, მისი ზოგიერთი ქმედება, მაინც გაკვირვებას იწვევს. მაგ., ის ე. წ. «წამიერ სიესტებს» იწყობდა: ჯდებოდა სავარძელში, რომლის გვერდით თეფში იდგა. ხელში ლითონის გასაღებს იჭერდა და ასე ისვენებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩაეძინებოდა, ხელიდან გასაღები უვარდებოდა, ის თეფშზე ეცემოდა და ამ ხმაზე, დალის ეღვიძებოდა. როგორც თავად მხატვარი ამბობდა, ასეთი პაუზები, მისთვის ახალი შთაგონების წყარო იყო.imageპუშკინი. ცნობილ პოეტს ხელნაწერების მინდვრებზე შენიშვნების და ნახატების დატოვების ჩვევა ჰქონდა. ეს იმდენად ბევრი იყო, რომ ფურცელზე, ცარიელი ადგილი აღარ იყო დარჩენილი.imageალექსანდრე დიუმა (მამა). ფრანგ მწერალს, დილის 7 საათზე, ტრიუმფალურ თაღთან, ვაშლის ჭამის ტრადიცია ჰქონდა. რიტუალი მისთვის მკურნალმა ექიმმა მოიგონა, რომ მწერლისთვის დღის რეჟიმი მოეწესრიგებინა.

imageალბერტ აინშტაინი. ცნობილ მეცნიერს წინდები არასდროს სცმია. ის ამბობდა, რომ გარდერობის ამ ნაწილში, საჭიროებას ვერ გრძნობდა. ოფიციალურ ღონისძიებებზე, ის მაღალყელიან ფეხსაცმელს იცვამდა, რომ წინდების ნაკლებობა თვალშისაცემი არ ყოფილიყო.imageimageისააკ ნიუტონი. მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში, დიდი ფიზიკოსი უძილობას უჩიოდა, რომელიც მას, საღამოობით, ბუხართან, სავარძელში ჩაძინების სულელური ჩვევის გამო ჰქონდა. ამ პოზაში, შუაღამისას გაღვიძების შემდეგ, სრულიად უსარგებლოა საძინებელში გადასვლა, რადგან ნორმალურად დაძინება უკვე შეუძლებელია.imageნაპოლეონ ბონაპარტი. ნაპოლეონ ბონაპარტს ცხელი აბაზანები უყვარდა — ის აბაზანას დღეში რამდენჯერმე იღებდა, თან დიდ ხანს — თითქმის, ერთი საათის მანძილზე. ამასთან, საქმეს რომ არ მოცდენოდა, აბაზანაში მყოფი იმპერატორი, მდივანს წერილებს კარნახობდა და საქმეზე მისულ ვიზიტორებსაც კი იღებდა... მას სამხედრო ლაშქრობებში, სპეციალური, რეზინის აბაზანა დაჰქონდა.imageვიქტორ ჰიუგო. ფრანგი კლასიკოსი ვიქტორ ჰიუგო, საკუთარ ნაწარმოებებს, ხშირად, სრულიად შიშველი წერდა. ეს ერთგვარი თვითშანტაჟი იყო: მწერალი მოსამსახურეს მისი სამოსის წაღების ბრძანებას აძლევდა, რომ სახლიდან გასვლის ცდუნების არ აჰყოლოდა და სამუშაოს არ ამოსცდენოდა. ნებაყოფლობითი პატიმრობა მხოლოდ მას შემდეგ სრულდებოდა, როდესაც გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის გვერდს დაწერდა.imageონორე დე ბალზაკი. ონორე დე ბალზაკი, ძირითადად, ღამით წერდა და ყავის დიდი მოყვარული იყო. «ყავა კუჭში ჩადის და სხეულის მყისიერად გამოცოცხლებას იწვევს, აზრები მოძრაობაში მოდიან, წარმოსახვა ირთვება და ფურცელი მელნით იფარება…» — წერდა ის. ყავის წყალობით, მას უწყვეტად, 48 საათის მანძილზე შეეძლო მუშაობა... თუმცა, ექიმები თვლიან, რომ მისი გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა — გულმა ვერ გაუძლო.imageimage

imageარხის სხვა სიახლეები:image

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში

* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე

* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი

* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* 10 საინტერესო ფაქტები პაპუასების შესახებ

image

0
2229
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0