x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...

ადამიანები, რომლებსაც თანაგრძნობას განიცდიან უსახლკარო ცხოველების მიმართ, როგორც წესი, გასაჭირში მყოფ ნებისმიერ ცოცხალ არსებას ეხმარებიან. სწორედ ასე მოიქცა მრავალშვილიანი დედა ბეტსი როსი, კალიფორნიის ქ. ვაისელიდან, რომელიც ქუჩის კატებს და ძაღლებს ხშირად ეხმარებოდა, გულგრილად ვერ ჩაუარა ძირს დაგდებულ ბუდეს, რომელშიც კვერცხი იდო. იმ დღეს ის, ოჯახთან ერთად, პარკში სეირნობდა და ბავშვებმა ბუდე იპოვეს, რომელშიც კვერცხის ნაჭუჭებს შორის, ერთი მთელი კვერცხი იყო. უფრო სწორედ გაბზარული, მაგრამ შიგთავსი გარეთ არ გამოდიოდა და ბეტსიმ გადაწყვიტა, რომ ბარტყის გადარჩენის შანსი არსებობდა.


image


ჯერ ქალმა ცხოველთა დაცვის სამსახურს მიმართა, მაგრამ იქ კვერცხის აღებაზე უარი უთხრეს, რადგან მხოლოდ დიდ ფრინველებზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულები. მაშინ ბეტსიმ თავად გადაწყვიტა კვერცხზე ზრუნვა... კვერცხს მუდმივად ესაჭიროებოდა სითბო, ამიტომ მან კვერცხი ბიუსტჰალტერში ჩაიდო, რომელსაც მომავალი ბარტყის გამო, ღამეც არ იხდიდა. გარდა ამისა, ის იძულებული იყო, მხოლოდ ზურგზე დაწოლილიყო, რომ მყიფე ნაჭუჭი არ დაეზიანებინა, რაც ასევე, დიდ უხერხულობას უქმნიდა.

მეუღლე და შვილები მის ინიციატივას, ბარტყის გადარჩენის დაკავშირებით, მხარს უჭერდნენ. თუმცა, ხუმრობით დედა–კრუხს ეძახდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, როდესაც ბეტსი, შხაპის მისაღებად, აბაზანაში შედიოდა, კვერცხს მისი მეუღლე ათბობდა ხელებით.

ექსპერიმენტი 35 დღის შემდეგ დასრულდა, როდესაც ბარტყი გამოიჩეკა. მან მხოლოდ ნახევარი კვერცხის გატეხა შეძლო და ბეტსის, მის დასახმარებლად, ვეტერინართან სატელეფონო კონსულტაცია დასჭირდა.

გაირკვა, რომ პატარა დროზე ადრე გამოიჩეკა და რომ ძალიან სუსტად იყო – ის არც კი ინძრეოდა...


image


და ბეტსის მის გადასარჩენად, დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ის ბარტყს ანტიბიოტიკებს მუცელზე უსვამდა და ოჯახის გასახარად, ბარტყი მომჯობინდა და. მან მალე სიარული დაიწყო და პატარა ჭუჭულს ცურვას ჯერ ტაშტში ასწავლიდნენ, ხოლო შემდეგ, ეზოში, გუბურაში.

თანდათანობით ბარტყი მოძლიერდა და ბუმბულით შეიმოსა და გაირკვა, რომ ის გარეული იხვის ჭუჭული იყო. ის დედად ბეტსის თვლიდა და საშინელ ხმაურს ტეხდა, როდესაც ქალი სახლიდან გადიოდა. ამიტო, ბეტსი ცდილობდა, იხვი ყოველთვის თან ეტარებინა. მას ძილითაც მის გვერდით ეძინა – სხვა ადგილი, უბრალოდ, არ აწყობდა...


image


როდესაც იხვი გაიზარდა, ის ცხოველთა დაცვის ფონდს მიაბარეს, სადაც დღემდე ცხოვრობს. ბეტსი მის სანახავად ხშირად დადის და იქ არსებული პირობებით კმაყოფილია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* იშვიათი და საინტერესო ფოტოები ჩვენი წარსულიდან

* ლოგიკური გამოცანები, რომლის ამოხსნა არც ისე მარტივია (პასუხები აქვს)

* შავი იუმორი

* დიახ, თვალი არ გატყუებთ, ერთნაირები არიან – ფოტოები ტყუპების ფესტივალიდან

* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ

0
936
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0