x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
ლოგიკური გამოცანები, რომლის ამოხსნა არც ისე მარტივია (პასუხები აქვს)
image


1. მდინარეს ორი ადამიანი უახლოვდება. ნაპირთან არის ნავი, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ორივე ადამიანი მოპირდაპირე ნაპირზე გადავიდა.

კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


***


2. თანამგზავრს, დედამიწის გარშემო, ერთი ბრუნისთვის, ერთ საათში და 40 წუთი ესაჭიროება, მეორე ბრუნისთვის კი — 100 წუთი.

კითხვა: შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს?


***


3. ორმა მამამ და ორმა შვილმა სამი ფორთოხალი იპოვა და გაიყო. თითოეულს ერთი ფორთოხალი შეხვდა.

პასუხი: ამას როგორ ახსნით?


***


4. მარათონში იღებთ მონაწილეობას და მეორე მორბენალს გაუსწარით.

კითხვა: ამ შემთხვევაში, რომელ პოზიციაზე იქნებით?



***


5. მფრინავი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა. მიწაზე დახტომისას, მას არაფერი დაუზიანდა.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ?


***


6. გემის გემბანიდან რკინის კიბე ჩაუშვეს. კიბის 4 ქვედა საფეხური წყალმა დაფარა. თითოეული საფეხურის სისქე 5 სმ არის, ხოლო საფეხურებს შორის დაშორება 30 სმ-ის ტოლია. დაიწყო მოქცევა, რომლის დროსაც, წყლის დონემ საათში 40 სმ-ით დაიწყო მატება.

კითხვა: თქვენ როგორ გგონიათ, რამდენ საფეხური აღმოჩნდება წყლის ქვეშ, 2 საათის შემდეგ?


***


7. მამაკაცი შევიდა მაღაზიაში და ძეხვი შეიძინა. თან გამყიდველს სთხოვა, რომ ის სიგანეზე კი არა, სიგრძეზე დაეჭრა. გამყიდველმა მას ჰკითხა: «მეხანძრე ხართ?» — «დიახ» – იყო პასუხი.

კითხვა: როგორ მიხვდა?


***


8. ტექსტილის ქარხანაში ხუთი მანქანა, ხუთ წუთში, ხუთ ნივთს აწარმოებს.

პასუხი: რამდენი წუთი დასჭირდება 100 მანქანას, 100 ნივთის დასამზადებლად?


***


9. ის იმდენად "მყიფეა", რომ თუ, თუნდაც მის სახელს იტყვით, მაშინვე გაქრება.
კითხვა: რა არის ეს?


***


10. ზღვის სანაპიროზე იდო ქვა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა. როდესაც მას მდიდრები კითხულობდნენ – ტიროდნენ, ღარიბებს – უხაროდათ, ხოლო შეყვარებულებს ეს სიტყვები აღიზიანებდა.

კითხვა: რა ეწერა ქვაზე?

image


პასუცები:


1. ისინი სხვადასხვა ნაპირზე იყვნენ.

2. 1 საათი და 40 წუთი – 100 წუთია.

3. ეს იყო მამა, შვილი და შვილიშვილი.

4. მეორე პოზიციაზე.

5. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე იდგა.

6. ორი საათის შემდეგ, წყლის ქვეშ, ისევ 4 საფეხური იქნება, რადგან მოქცევის დროს, კიბე გემთან ერთად იწევა ზევით.

7. მას მეხანძრის ფორმა ეცვა

8. 5 წუთი

9. სიჩუმე

10. ყველაფერი დროებითია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* იშვიათი და საინტერესო ფოტოები ჩვენი წარსულიდან

* შავი იუმორი

* დიახ, თვალი არ გატყუებთ, ერთნაირები არიან – ფოტოები ტყუპების ფესტივალიდან

* აფრიკა – ფოტოსურათები, რომელიც აფრიკაში ცხოვრების დემონსტრირებას ახდენს

* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ

* “ღვთაებრივი პროპორცია” – იდეალური სახის მქონე 10 ქალი და 10 მამაკაცი ვარსკვლავი

* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს


0
593
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0