აფრიკა, დიდი ხანია, რაც მხოლოდ ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული მოგზაურებისთვის კი არა, ფოტოგრაფ–დოკუმენტალისტებისთვისაც მიმზიდველია.
ამ კონტინენტზე ცხოვრება, არ ჰგავს სხვა კონტინენტების ჩვეულებრივ ყოველდღიურობას. ამიტომ, აფრიკიდან ჩამოტანილი ფოტოები, სწრაფად იძენს პოპულარობას ინტერნეტის მომხმარებლებში.
ამასთან, აფრიკის ბუნება და ცხოველები, არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მისი მოსახლეობა. მაგრამ, ფაუნის გადაღებისას, დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ადგილობრივები, მათ სიახლოვეს ცხოვრებას, შეჩვეულები არიან. ხოლო, ტურისტებს, უსაფრთხოების წესების დაცვა ნამდვილად მართებთ.
ის რომ აფრიკელებისთვის ცხოვრება რთულია, ახალი ამბავი არ არის. მაგრამ, ყველაზე დიდი პრობლემა კონტინენტზე, წყლის დეფიციტია. ასე ბანენ აფრიკელები ბავშვებს. ხშირად, წყლის რესურსები იმდენად მწირია, რომ ყოველდღე დაბანა კი არა, კვირაში ერთხელ ბანაობაც კი – დიდი ფუფუნებაა.

აფრიკელი ბავშვები პატარაობიდან შრომას არიან მიჩვეულები და იშვიათად აქვთ თავისუფალი დრო, თამაშის ან სეირნობისთვის. ტომებში ცხოვრება მეტად მკაცრია, ამიტომ პატარა აფრიკელების ყოველდღიური რეალობა, შრომასთან და სხვა მნიშვნელოვანი საქმეებთან არის დაკავშირებული. ხოლო, ფოტოგრაფები, ხშირად აფიქსირებენ, თუ როგორ ატარებენ დღეს აფრიკელი ბავშვებო.
აფრიკული ტრადიციები – რაღაც განსაკუთრებულია. ტომებში, სადაც ექსტრემალები ინსტრუქციის გავლის შემდეგ, რამდენიმე დღით საცხოვრებლად რჩებიან, დაბრუნების შემდეგ, გატაცებით საუბრობენ ადგილობრივების წეს–ჩვეულებებზე და მოდურ ტრენდებზე.
აფრიკელები თავადვე ქმნიან საკუთარი სამოსის დიზაინს და ამისთვის, იმ მასალას იყენებენ, რაც ხელთ მოხვდებათ. ეს შეიძლება საკაბის ნარჩენი ან ძველი ტანსაცმლიდან ამოჭრილი ქსოვილი იყოს.
ზოგიერთ ტომში, ქალები ქვედა ტუჩში, სპეციალურ დისკს იდგამენ, რაც ტურისტებში გაოცებას და შოკს იწვევს. ხოლო, ადგილობრივებისთვის ასეთი გარეგნობა, სილამაზის დასტურია.

ტრადიციული აფრიკული სამკაულს, ტომის ყველა წევრი ატარებს. სხვადასხვა ტომის სამკაულიც განსხვავებულია, თუმცა არც ისე მკვეთრად, რომ უცხო თვალმა შენიშნოს. თუმცა, ამ სხვაობის წყალობით, ერთი ტომის წევრებს, შეუძლიათ საკუთარი წევრი, სხვა ტომის წევრებისგან განასხვაონ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტომი მრავალრიცხოვანია.

სპეციფიკური და ეგზოტიკური აფრიკა არ წყვეტს ახალ–ახალი დოკუმენტალისტების მოზიდვას. ყველაზე გაბედულები კი, ათასობით კილომეტრს გადიან, ამ კონტინენტის რეალობის, უნიკალური კადრების გადასაღებად.
ბევრი ფოტო პოპულარული ხდება და ინტერნეტის მეშვეობით, მთელს მსოფლიოში ვრცელდება.






























აფრიკა ყველას იზიდავს თავისი ეგზოტიკურობით და იდუმალებით. მსოფლიოს არცერთ სხვა რეგიონში, იმის ნახვა არ შეიძლება, რისი დაკვირვებაც, აფრიკაშია შესაძლებელი.



