სხვა დიახ, თვალი არ გატყუებთ, ერთნაირები არიან – ფოტოები ტყუპების ფესტივალიდან 2022, 25 მაისი, 9:08 ![]() «ტყუპების დღეები» (Twins Days) – ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ოჰაიოს შტატში (აშშ), ქ. ტვინსბურგის (Twinsburg – ტყუპების ქალაქი) გარეუბანში იმართება. 1976 წლიდან მოყოლებული, ოჰაიოს შტატის ეს პატარა ქალაქი, რამდენიმე დღით, ტყუპების მსოფლიო დედაქალაქი ხდება. ტვინსბურგში ათასობით და-ძმა ჩამოდის, როგორც ამერიკიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ![]() გასული საუკუნის დასაწყისში, აღნიშნული შტატის ქ. მილსვილში ტყუპი ძმები აარონი და მოსე უილკოსები დასახლდნენ, რომლებიც ძალიან ამაყობდნენ აბსოლუტური მსგავსებით (ისინი არასოდეს დაშორებულან, იყვნენ საქმიანი პარტნიორები, დაქორწინდნენ დებზე, ცხოვრობდნენ ერთ სახლში და ერთ დღეს გარდაიცვალნენ). უილკსონებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს, ქალაქისთვის მათ პატივსაცემად, სახელის გადარქმევის თხოვნით. სანაცვლოდ კი, მათ მფლობელობაში არსებული 6 აკრი (24281, 1 კვ. მ.) მიწის ნაკვეთი და პირველი ადგილობრივი სკოლის გასახსნელად, საჭირო თანხა შესთავაზეს. ![]() გარიგება შედგა... ხოლო, 1976 წ. ქალაქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი ადგილი, ტყუპების ფესტივალის გასამართად, ვიდრე მათი ქალაქია, პლანეტაზე არ მოიძებნებოდა და ფესტივალი დაარსდა. მასში, პირველ წელს, მონაწილეობა მხოლოდ 36 ადგილობრივმა ტყუპმა მიიღო. ![]() დღეს, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტყუპების ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად, დაახლოებით, 3000 ტყუპი ესწრება. ფესტივალზე უამრავ გასართობ ღონისძიება იმართება: გოლფის ტურნირი, ტყუპების აღლუმი, ტალანტების შოუ, ტყუპების სპორტული შეჯიბრებები და სხვა. ამ საოცარ სანახაობაზე დასასწრებად, ფესტივალზე, მხოლოდ ტყუპები კი არა, «მარტოხელებიც» ჩადიან. ![]() აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყუპების ფესტივალები სხვა ქალაქებშიც იმართება, მაგრამ ტვინსბურგის ფესტივალი ყველაზე დიდი და მასშტაბურია. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე ემზადება მისთვის. ხოლო, სპონსორები ისეთი დიდი ბრენდებია, როგორიც, მაგ., Pepsi–ია. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:* შავი იუმორი* აფრიკა – ფოტოსურათები, რომელიც აფრიკაში ცხოვრების დემონსტრირებას ახდენს* საოცარი ისტორიული ფოტოები, რომელიც შესაძლებელია არ გინახავთ* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ* “ღვთაებრივი პროპორცია” – იდეალური სახის მქონე 10 ქალი და 10 მამაკაცი ვარსკვლავი* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება1154 4-ს მოსწონს
|