x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
11 რამ საძინებელში, რომელიც ღამით ყავაზე არანაკლებად გაფხიზლებთ

imageძილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლის წყალობითაც შეგვიძლია „გადატვირთვა“ და განახლებული ენერგიით შევუდგეთ ახალ საქმეს. ამიტომ ძილის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი – დაწყებული ბალიშიდან, რომელზედაც გვძინავს, დამთავრებული იმ სუნით, რომელსაც ძილის დროს ვგრძნობთ.
***
1. ძველი ბალიში
imageროგორც წესი, ბალიშების გამოცვლა საჭიროა ყოველ წელიწადნახევარში. მეხსიერების ქაფიანი ბალიშები უფრო დიდხანს ძლებს, 3 წლამდე. მაგრამ თუ იყენებთ 5-6 წლის ბალიშს, მაშინ სხეული ვერ მიიღებს საჭირო მხარდაჭერას და ძილი არც ისე კომფორტული იქნება.
იმის შესამოწმებლად, დადგა თუ არა ბალიშის გამოცვლის დრო, ამოიღეთ ბალიშის პირსაფარი და ყურადღებით დააკვირდით მას. არის ოფლის ლაქები? დახეულია, სუნი აქვს? ბალიში აგროვებს კანის მკვდარ უჯრედებს, განიცდის უჩნდება ობი, ტკიპები, სოკოები. დროთა განმავლობაში, ბალიშის წონის ნახევარი შეიძლება შედგებოდეს ამ არასასურველი კომპონენტებისგან. და მათ, თავის მხრივ, შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგია და სუნი, რაც ხელს უშლის კარგ ძილს.
***
2. სხვადასხვა სუნის წყაროები
imageარის არომატები, რომლებიც დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე და გეხმარებათ დაძინებაში. ამიტომ, ზოგჯერ საძინებლებში არის სხვადასხვა სურნელოვანი სანთლები და არომატები. მაგრამ თუ არომატების თაიგული ძალიან ძლიერი და ბევრნაირი სახეობის აღმოჩნდება, მაშინ მისი ეფექტი ფუჭდება. ასევე, არ გამოიყენოთ რამდენიმე სხვადასხვა წყარო ერთდროულად. იმისათვის, რომ არ მოგბეზრდეთ ერთფეროვნება, სუნი შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს, მაგრამ არა ყველა ერთდროულად.
***
3. არასწორად შერჩეული ლეიბი ან / და ქვეშსაგები
imageთქვენი საყვარელი ძილის პოზაც კი მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ გვერდით ძილი გირჩევნიათ, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ მეხსიერების ქაფიანი ლეიბი, რათა შეამციროთ ზეწოლა წნევის წერტილებზე - მხრებზე და თეძოებზე. ხოლო ვისაც ზურგზე ძილი უყვარს, უმჯობესია აირჩიონ უფრო მყარი ლეიბი, რომელიც ხერხემალს გაუგრძელებს. იგივე ეხება მათაც, ვისაც მუცელზე ძილი ურჩევნია - ზედმეტად რბილ ლეიბზე, თეძოები „ჩამოვარდება“ და ეს გამოიწვევს ზურგის ტკივილს.
***
4. საწოლის არაწსორად შერჩეული თეთრეული
imageითვლება, რომ ბამბა კარგი მასალაა საწოლის თეთრეულისთის, რადგან ის ასოცირდება სიწმინდესთან და ბუნებრიობასთან. მაგრამ კონკრეტულად ძილისთვის, ეს არ არის საუკეთესო არჩევანი. ბამბა ძალიან აქტიურად შთანთქავს ოფლს და ცხიმოვან სეკრეტს კანიდან და თმიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროებს უფრო ფრთხილად მოვლას და ხშირ რეცხვას. გარდა ამისა, დიდხანს შრება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს სიზმარში ცხელა, თეთრეული იწოვს ოფლს და დასველდება.
აბრეშუმის საწოლები კარგი ალტერნატივაა. მას აქვს კარგი თბოგამტარობა, გულისმობს რომ, რომ ზაფხულში მის ქვეშ არ ცხელა, ზამთარში კი სითბოს ინარჩუნებს. აბრეშუმი არ იწვევს ალერგიას, წარმატებით ეწინააღმდეგება მტვრის ტკიპებს და ნაკლებად შთანთქავს ტენიანობას. ასევე დადებითად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე. ასეთი თეთრეული, მიუხედავად მაღალი ფასისა, ხარისხიანია და დიდხანს ძლებს.
***
5. ბევრი მცენარე
imageსაძინებელში მცენარეების სიჭარბემ ასევე შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ერთის მხრივ, ისინი აწარმოებენ ჟანგბადს და შთანთქავენ ნახშირორჟანგს. თუმცა მათ ფოთლებზე მტვერი გროვდება, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ძილის დროს სუნთქვაზე. ასევე ზოგიერთ მცენარეს შეუძლია ჰაერში ნახშირორჟანგის დამატება, ვიდრე მისი შთანთქმა.
არ არის აუცილებელი მცენარეების მთლიანად უარი თქვათ მათზე, მაგრამ მათ არჩევანს პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. უპირატესობა მიანიჭეთ მშრალ კლიმატს მიჩვეულ მცენარეებს, რადგან ფოტოსინთეზის ტიპის მიხედვით ისინი უფრო ეფექტურად შთანთქავენ ნახშირორჟანგს. სუკულენტები კარგი ვარიანტია საძინებლისთვის, რადგან ისინი ღამით შთანთქავენ ნახშირორჟანგს.
***
6. არასწორად შერჩეული სასთუმალი
imageიდეალური ბალიშის არჩევა ინდივიდუალური პროცესია. მაგრამ ამას რამდენიმე კრიტერიუმი აქვს. ბუმბულის ბალიშებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, თუ შემავსებელი საკმარისად არ არის გაწმენდილი. სინთეტიკური ბუმბულის ბალიშები უფრო სწრაფად კარგავს ფორმას და მალე საჭიროებს შეცვლას. მატყლით სავსე ბალიშები საკმაოდ მაგარია, მაგრამ ჰიპოალერგიულია, მდგრადია ობისა და მტვრის ტკიპების მიმართ.
მეხსიერების ქაფის ბალიშები დღესდღეობით საკმაოთ აქტულაურია და სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ასეთი ბალიშის ფორმა ინდივიდუალურად ეგუება მხრების, კისრის და თავის სტრუქტურას და ხელს უწყობს ხერხემლის განტვირთვას. მაგრამ მათ ასევე აქვთ ნაკლი - ინარჩუნებენ სითბოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი.
ბალიშის სიმაღლე ისეთი უნდა იყოს, რომ მხრები, კისერი და თავი ხერხემალთან იყოს გასწორებული.
ზედმეტად მაღლა ან ძალიან დაბლა დადებულმა სასთუმალმა შეიძლება დამატებითი გავლენა მოახდინოს ხერხემალზე და გააუარესოს ძილის ხარისხი. ბალიშის პირი ზუსტად შესაბამისი ზომის უნდა იყოს, რადგან ძალიან მჭიდროდ მოჭერილმა პირმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ბალიშის სიმკვრივე და სიმაღლერაც თავის მხრივ დისკომფოტს გაზრდის.
***
7. მექანიკური საათიimageმექანიკური საათები ზოგჯერ საკმაოდ ხმაურიანია. ნორმალური აქტივობის დროს არ გვესმის მათი მუდმივი ტიკტიკი. მაგრამ თუ საძინებლის კედელზე მექანიკური საათი ეკიდება და ადამიანი უბრალოდ შეეცდება დაიძინოს, მაშინ მუდმივი ხმა შეიძლება შემაშფოთებელიც კი იყოს და მხოლოდ ხელი შეუშალოს,
***
8. არეულობა საძინებელში
imageნივთების გროვა, ტანსაცმელი სკამზე, არეულობა - ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და სტრესი რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ჩაძინების პროცესს. ამიტომ უმჯობესია საძინებელში წესრიგის დაცვა. ზოგჯერ აშკარა ქაოსის მიზეზი შეიძლება იყოს საქმის ორგანიზების პრობლემა. ეს საკითხი კარგად უნდა იყოს გააზრებული, იშვიათად გამოყენებული ნივთების ყუთები შეიძლება ინახებოდეს საწოლის ქვეშ ისე, რომ მუდმივად არ წააწყდეთ მათ ერთი შეხედვით.
***
9. გაჯეტები
imageარ არის რეკომენდებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა წყაროების შენახვა იქ სადაც იძინებთ, ეს იქნება საძინებელი თუ სხვა.. მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, ტელევიზორები. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ელექტრომაგნიტური გამოსხივებამ გარკვეულ სიხშირეზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მელატონინის, "ძილის ჰორმონის" წარმოებაზე.
***
10. ზედემტი ავეჯი
imageგადატვირთული საძინებელი ვიზუალურად უფრო ვიწრო ხდება, ავეჯი აგროვებს მტვერს და ამით ხელს უწყობს ოთახის დამთრგუნველი შთაბეჭდილების შექმნას. ამიტომ, საძინებელში ზედმეტ და არასაჭირო ავეჯს უნდა მოერიდოთ. რაც ნაკლებია არასაჭირო ნივთები ოთახში, მით უკეთესია ძილი.
***
11. ზედმეტად ნათელი დეკორი
imageსაძინებელი განკუთვნილია სხეულის დასასვენებლად, თვალების ჩათვლით. ზედმეტად კაშკაშა კედლები, ბევრი წვრილმანი, ნახატები აგრესიული თემებით და მცირე დეტალების სიუხვით - ეს ყველაფერი გააღიზიანებს და იმოქმედებს როგორც ტვინის ამაღელვებელ ფაქტორად. ასეთ გარემოში დასაძინებლად და საკმარისად გამოსაძინებლად საჭირო იქნება ძალისხმევა რათა შეეგუოთ. სწორედ ამიტომ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული, თბილი ტონებით გაჯერებული ინტერიერი იდეალურია ძილისთვის.




0
330
1-ს მოსწონს
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0