სხვა რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი 2022, 29 მაისი, 10:36 ![]() ბავშვობიდან გვესმის, რომ ლომი ცხოველთა მეფეა. მაგრამ რატომ, ამაზე პასუხი თითქმის არავინ იცის. როგორც გაირკვა, მან ეს სტატუსი უძველეს დროში, ჯერ კიდევ, ჩვენს ერამდე მიიღო: ძვ. წ. აღრ. VII საუკუნეში ასურეთის სამეფოში, ლომებთან დაკავშირებით, პრობლემა გაჩნდა. რეგიონში, მათთვის ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა, ცხოველებს სწრაფი გამრავლება გამოიწვია და სულ მალე, მათი რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სამეფოს დედაქალაქის, ნინევიას ქუჩებშიც გამოჩნდნენ. ისინი ადამიანებს ესხმოდნენ თავს და ხშირ შემთხვევაში, იტაცებდნენ. ხოლო, სოფლებზე და შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ფაქტები, აღურიცხავი იყო. ![]() ქვეყნის მეფე — სახელმწიფოს მთავარი დამცველი, ვალდებული იყო, თავად გასძღოლოდა ლომებზე ნადირობის კამპანიას. იმ დროინდელი წესის მიხედვით კი, იმისთვის რომ მეფე ომში ჩართულიყო, მოწინააღმდეგე ღირსეული უნდა ყოფილიყო... და ასურულ ლეგენდებში სულ უფრო ხშირად, ჩნდებოდა სახელწოდება — «ცხოველთა მეფე». სავარაუდოდ, სწორედ ასე გახდნენ ლომები ცხოველთა მეფეები. ყოველ შემთხვევაში, სხვა მეცნიერული ახსნა, ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ![]() მტაცებლების ეს სახეობა 8 ჯიშს აერთიანებს. ესენია: აზიური (ირანული) ლომი ![]() ბერბერული (ჩრდ. აფრიკული) ლომი ![]() სენეგალური (დას. აფრიკული) ლომი ![]() კონგოს (ცენტრალური აფრიკა) ლომი ![]() მასაური (აღმ. აფრიკული) ლომი ![]() ანგოლური (სამხ–დას. აფრიკული) ლომი ![]() ტრანსვაალის (სამ–აღმ. აფრიკული) ლომი ![]() კაპის ლომი, ბინადრობდა სამხ. აფრიკაში. ამჟამად გადაშენებულია ![]() მისი ბოლო წარმომადგენელი 1858 წ. მოკლეს ![]() ცალკე კატეგორიად გამოყოფენ თეთრ ლომებსაც ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ* იშვიათი და საინტერესო ფოტოები ჩვენი წარსულიდან* ლოგიკური გამოცანები, რომლის ამოხსნა არც ისე მარტივია (პასუხები აქვს)* შავი იუმორი* დიახ, თვალი არ გატყუებთ, ერთნაირები არიან – ფოტოები ტყუპების ფესტივალიდან* აფრიკა – ფოტოსურათები, რომელიც აფრიკაში ცხოვრების დემონსტრირებას ახდენს* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ1117 6-ს მოსწონს
|