x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120570
  • ვიდეო:354535
  • სურათი:492638
გერანის 7 ულამაზესი სახეობა, რომელიც ნებისმიერ ფანჯრის რაფას დაამშვენებდა

გერანი (ბალბა), ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა და ამ მცენარის არაერთი სახეობა არსებობს. მათ შორის, ისეთიც, განსაკუთრებული სილამაზით რომ გამოირჩევა და აქ სწორედ 7 მათგანს წარმოგიდგენთ:


Lord Bute (სამეფო გერანი)image


სამეფო გერანის დიდი ზომის, მუქი ბორდოსფერი, ხავერდისებური ყვავილი აქვს, რომელიც ძალიან ჰგავს იაჟუჟუნას – ფურცლები ერთმანეთს ფენებად, მარაოსებურად ედება.

მცენარის სიმაღლე 20-30 სმ-ს არ აღემატება. არა აქვს სუნი, ხოლო მოსავლელად, ძალიან ჭირვეულია – არასათანადო პირობებში, შეიძლება ყვავილები დასცვივდეს და დაიღუპოს კიდეც.



Ardens (არდენსი)image


გერანის ამ სახეობას წითელი ფერის, ძალზე დახვეწილი, ქოლგისებური ყვავილი აქვს. ხოლო, ფოთოლი დიდი ზომის, მუქ-მწვანე ტონებშია. მცენარე საკმაოდ მაღალი იზრდება, მაგრამ ფოთლების ძირითადი ნაწილი ქვედა ნაწილში აქვს განლაგებული.

არდენსის გერანი თავს ყველაზე კარგად ნახევრად ბნელ გარემოში გრძნობს. საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ყვავილობს. ხოლო, ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, მისი გასხვლა და ბუჩქის ფორმირება არის საჭირო.



Westdale Appleblossom (ვესტდეილის ვაშლის ყვავილი)image


მცენარე მთელი სეზონის მანძილზე ყვავილობს. ხოლო თეთრი კვირტები, ღია ვარდისფერი კანტებით, პატარა ზომის ვარდს მოგაგონებთ. ყვავილების გარდა, მას ძალიან ლამაზი, დეკორატიული ფოთლებიც აქვს – მუქი მწვანე გულით და თეთრი კანტებით.

გერანის ამ სახეობას გაბნეული სინათლე და სითბო უყვარს. არის ძალიან ჭირვეული: ვერ იტანს მშრალ ჰაერს და გამომშრალ ნიადაგს, ასევე ჭარბ სინოტივეს და ორპირ ნიავს.



Norrland (ნორლანდი)image


ზონალური გერანი, დიდი ვარდისფერი ყვავილებით, პიონს წააგავს. მცენარის ბუჩქი საკმაოდ დიდი ზომის იზრდება, ამიტომ გასხვლას და ფორმის მიცემას საჭიროებს.

ნორლანდი იმდენად უპრეტენზიოა, რომ მისი დარგვა ღია გრუნტზეც კი შეიძლება. მთავარია, რომ ადგილი ნახევრად მოჩრდილული, ხოლო ნიადაგი მიკროელემენტებით მდიდარი იყოს.



PAC Viva Maria (ვივა მარია)image


ზონალური გერანი დიდი ხავერდოვანი, ღია ვარდისფერი ყვავილებით, მხოლოდ 15 დღის მანძილზე ყვავილობს. თუმცა, იმდენად ლამაზია, რომ მისი გაყვავების მოლოდინისთვის, ესეც საკმარისია.

მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მუდმივ ყურადღებას. მას მხოლოდ რეგულარული მორწყვა, წყლის მისხურება და მისთვის შესაფერისი კუთხის მონახვაა საჭირო – არ უყვარს კაშკაშა სინათლე და თავს ჩრდილში უფრო უკეთესად გრძნობს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არ უყვარს ჭარბი რაოდენობის წყალი. როგორც კი ნიადაგი შეშრება, სკმარისია სულ ცოტა წყლის დასხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფესვი დალპეს და მცენარე დაიღუპოს.



Fairy Phlox (ზღაპრული ფლოქსი)image


ვარსკვლავოვანი გერანის ჯიშის ვარდისფერი ყვავილი, პეპელას უფრო ჰგავს, ვიდრე ყვავილს.

მცენარე სინათლის მოყვარულია და განსაკუთრებულ ზრუნვას არ საჭიროვებს. ხოლო იმისთვის, რომ ლამაზად იყვავილოს, გასხვლას საჭიროვებს.



Denise (დენიზი)image


ზონალური გერანი, ულამაზესი გრადიენტული ფერთა ცვლის ყვავილებით გამოირჩევა, რომელის ფურცლები ღია ვარდისფერი კიდეებით იწყება და ძირისკენ, – თეთრ ფერში გადადის.

მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე, ამიტომ ის მზის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე უნდა იდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაყვავდება და შეიძლება, ფოთოლიც კი დასცვივდეს. საჭიროებს ზომიერ და რეგულარულ მორწყვავს.


P. S. გერანი ალბათ, ერთ-ერთი პირველი მცენარეა, რომელიც სახლის მცენარე გახდა. ის ორანჟერიებიდან და სათბურებიდან, სადაც ადრე ზრდიდნენ, ბინებში «გადაბარგდა».

გერანი ეთერზეთებით არის გაჯერებული და მძაფრ სურნელს გამოსცემს, რომელიც ძალიან არ უყვართ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს და თვალით უხილავ პარაზიტებს, რომლებიც ადამიანთან ცხოვრობენ. გარდა ამისა, ოთახში სადაც გერანი არის, არასოდეს გაჩნდება ჩრჩილი.

გერანი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაძინება უჭირს, ვინც ნერვული სისტემის გამოფიტვას უჩივის ან არასტაბილური წნევა აწუხებს – ყველა ეს დაავადება გაქრება, თუ ოთახში პელარგონია (ლათ. Pelargōnium – გერანის სამეცნიერო საცელი) გამოჩნდება.

მაგრამ, გერანის უკუჩვენებაც აქვს. იმის გამო, რომ ის ჰაერში ეთერზეთებს აფრქვევს, არ შეიძლება მისი გაჩერება იმ ოთახში, რომელშიც ალერგიული ადამიანი დიდი ხნის მანძილზე იმყოფება. გარდა ამისა, ის მავნებელია კატებისთვისაც. ცხოველის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში – ის ფაღარათს იწვევს. გაგრძელება >>>

imageimage

არხის სხვა სიახლეები:


image

imageimage

1. იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს

2. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

3. უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს

4. დასახელდა საბავშვო ვაქცინა, რომელიც COVID-19-გან იცავს

5. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო

6. რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე

0
250
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0