x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

image


კოსმოსი — ალბათ, ყველაზე იდუმალი და საინტერესო რამ არის სამყაროში. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ უამრავი ადამიანი ინტერესდება ასტრონომიით, თუნდაც, მოყვარულის დონეზე.

აქ 10 ფაქტს წარმოგიდგენთ, კოსმოსის შესახებ, რომელიც საინტერესოც არის და გასაოცარიც:


დაუჯერებელია, მაგრამ იმის გამო, რომ კოსმოსში ჟანგბადი არ არსებობს და შესაბამისად, არც კოროზიაა (მეტალების თვითნებური განადგურება გარემოსთან ქიმიური ან ფიზიკურ–ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად) — თუ, კოსმოსურ ვაკუუმში, ლითონის ორ ნატეხს ერთმანეთს მივადებთ, ისინი გაერთიანდებიან და ერთ ნაჭერს წარმოქმნიან.image


წარმოიდგინეთ, რომ მზის სისტემა ბურთის ზომის არის და ეს «ბურთი» შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე, სანაპიროზე დადეს. მაშინ ყველაზე ახლოს მდებარე მეორე «ბურთი», გალაქტიკაში, პორტუგალიის სანაპიროზე იქნება. image


დედამიწას და მთვარეს შორის საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ მზის სისტემის ყველა პლანეტა დაეტიოს.image


კოსმოსის სიდიდე ნამდვილად რომ გაოცებას იწვევს. სამყაროს მხოლოდ ხილვადი ნაწილი 93 მლრდ. სინათლის წელიწადის ტოლია და ითვლება, რომ რეალური სამყარო, დაახლოებით, 250–ჯერ დიდია.image


სამყაროში ყველაფერი, დროში და სივრცეში, ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობს: ადამიანი, ქვა და ფოტონი — ყველაფერი რეალურად მოძრაობს.image


ის ფაქტი, რომ «ნორმალური» მატერია (ჩვენი თვალისთვის ხილული) სამყაროს მხოლოდ 5% შეადგენს, ყველა დანარჩენი — ბნელი ენერგია და მატერიაა, რომელიც, დიდწილად, შეუცნობელია.image


სამყარო, სამ განზომილებაში, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ფართოვდება... მაგრამ, რა ხდება მის საზღვრებს იქით? – ეს კიდევ ერთი საიდუმლოა.image


სამყაროს ყველაზე დიდ ვარსკვლავში, შესაძლებელია 10 მლრდ. მზე ჩაეტიოს.image


სინათლეს გამრუდება არ შეუძლია. თუმცა, მასის მქონე ობიექტს, მის ირგვლივ სივრცის გამრუდება შეუძლია და თუ სინათლე ამ სივრცეში ხვდება, გვეჩვენება, რომ ისიც მრუდდება. image


სამყაროს განსაზღვრული ცენტრი არ გააჩნია, რადგან ის, ყველა მიმართულებით, უსასრულოდ ფართოვდება. ამიტომ, სამყაროს ნებისმიერი წერტილი, შეიძლება, მის ცენტრად ჩაითვალოს. ანუ, ყოველი ჩვენგანი, ცალ–ცალკე, სამყაროს ცენტრია. image


image
imageimageimageimage



2
534
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
534
  
2022, 23 აგვისტო, 14:53
მართალი ხარ, ცოდნა ძაბავს :)
2022, 23 აგვისტო, 10:09
ცოტა შემეშინდაა :)
0 1 2