x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136095
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510371
10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა
image


მითი I. ადამიანის ჩანასახი, მისი სახეობის ევოლუციის ეტაპებს იმეორებსimageმარცხნიდან — მარჯვნივ: თევზის, სალამანდრის, კუს, წიწილის, ღორის, ხარის, კურდღლის და ადამიანის ემბრიონები. ნახატი ერნსტ ჰეკელის წიგნიდან, 1892 წ.


ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში მოცემული ჰეკელ — მიულერის ბიოლოგიური კანონის მიხედვით, ჩანასახი თავისი განვითარების პერიოდში, იგივე სტადიებს გადის, რასაც მისი სახეობის წინაპრები, ევოლუციურ ხეზე. ანუ, ადამიანის ემბრიონი ჯერ პატარა თევზს ჰგავს, შემდეგ ამფიბიას, ლაყუჩებით, შემდეგ მოდის ქვეწარმავალი, ხოლო, შემდეგ — არსებას ემსგავსება, რომელიც ფრინველს მოგვაგონებს. და მხოლოდ ამ სტადიების გავლის შემდეგ, ის ძუძუმწოვრის სახეს იღებს.

ამ თეორიის ფუძემდებლები ერნსტ ჰეკელი და ფრანც მიულერი იყვნენ, რომლებიც XIX საუკუნეში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. და უკვე იმ დროს, მეცნიერებმა მასში შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ხოლო, შემდგომმა კვლევებმა, აღნიშნული თეორიიდან, ქვა–ქვაზე არ დატოვა. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სახეობის ჩანასახები, განსხვავებულად ვითარდებიან.

ადრეულ ეტაპებზე, ხერხემლიანთა ემბრიონები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ხოლო როდესაც, სხვადასხვა კლასის ჩანასახში, ყველა ხერხემლიანისთვის საერთო მახასიათებლების ჩამოყალიბება იწყება, ისინი მართლაც ემსგავსებიან ერთმანეთს — და ამ ეტაპს «მსგავსების კვანძი» ეწოდება. სწორედ ამ მსგავსებამ უბიძგა ჰეკელს და მიულერს, ფილოგენეტიკური კანონის შექმნისკენ. მაგრამ, უფრო გვიან ეტაპებზე, ემბრიონები ისევ ძალიან განსხვავდებიან. ასე, რომ აქ არანაირი კანონზომიერება არ არსებობს.


მითი II. თანამედროვე მეცნიერები — დარვინიზმის მიმდევრები არიან
imageჩ. დარვინი, 1869 წ.


ინტერნეტში, ხშირად შეიძლება წააწყდეთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ «დარვინის თეორია უარყვეს, მაგრამ მეცნიერებს მაინც სჯერათ დარვინიზმის!» მასობრივ ცნობიერებაში, ევოლუციის თეორია, სწორედ დარვინის სახელს უკავშირდება. მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

ჯერ ერთი, მსგავსი თეორია ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე დარვინმა 1859 წ. თავისი წიგნი — «სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით» გამოაქვეყნა. უამრავი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ცოცხალი ორგანიზმების ფორმირება ერთი საერთო წინაპრისგან მოხდა.

გარდა ამისა, დარვინიზმი, რა თქმა უნდა, თავისი დროის ნამდვილი გარღვევა იყო, მაგრამ თეორიის ავტორმა არაერთი შეცდომა დაუშვა... და ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი — დარვინს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა იყო გენეტიკა და დნმ–ი.

მან სწორი მიმართულება დაისახა, მაგრამ დეტალებში არაზუსტი იყო. ამიტომ, დღევანდელი მეცნიერების დარვინისტებად «მონათვლა», სწორი არ იქნება, რადგან ევოლუციის თანამედროვე სინთეტიკური თეორია, მხოლოდ დარვინის მემკვიდრეობას კი არა, არამედ გენეტიკის, პალეონტოლოგიის, კლადისტიკის და მოლეკულური ბიოლოგიის მიღწევებს ეფუძნება.
დღეს მეცნიერებას უდიდესი მიღწევები აქვს საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ასე, რომ, ევოლუციის ასოცირება მხოლოდ ბუნებრივი გადარჩევასთან, როგორც ამას დარვინი ამტკიცებდა, სწორი არ არის.


მითი III. პირველი არსებები, რომელიც წყლიდან ამოვიდნენ — თევზები იყვნენimage


ეს კიდევ ერთი მითია, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. ალბათ ბევრს ახსოვს სურათი, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ამოდის წყლიდან, მოშიშვლებულ და ხრიოკ ხმელეთზე თევზი... და სწორედ ის გახდა ხმელეთის პირველი მაცხოვრებელი. ყოველ შემთხვევაში, ბევრს ასე ჰგონია.


imageერთ–ერთი პირველები ხმელეთზე, მტევანფარფლიანები (Crossopterygii) იყვნენ


სინამდვილეში კი, როდესაც წყლიდან, თანამედროვე ხერხემლიანების შორეული წინაპრები ამოვიდნენ, ხმელეთზე სიცოცხლე უკვე ყვაოდა. მასზე უკვე იყო მცენარეები, სოკოები, ლიქენები და ასევე მწერები, მრავალფეხიანები და ფეხსახსრიანები.


imageმორიელი Megalograptus, ოჰაიოს მუზეუმი, აშშ


ფაუნის წარმომადგენლებიდან ხმელეთზე, პირველი მკვიდრები თევზები კი არა, ობობები და მორიელები იყვნენ. ისინი წყლიდან, დაახლოებით 440 მლნ. წლის წინ ამოვიდნენ. ხოლო, თევზები მათ, შედარებით გვიან, 380 მლნ. წლის წინ შეუერთდნენ.


მითი IV. ევოლუცია — ეს არის გზა პრიმიტიული ორგანიზმებიდან — უფრო განვითარებულებამდეimageდაახლოებით ასე ასახავენ ევოლუციას


ჩვეულებრივ, ევოლუციას ასახავენ, როგორც ამა თუ იმ ორგანიზმის გართულების პროცესს. თევზიდან — ამფიბიამდე, ქვეწარმავლიდან — ძუძუმწოვრამდე, მაიმუნიდან — ადამიანამდე და ა. შ. ყველას ნანახი გვაქვს სურათზე, თუ როგორ გარდაიქმნება სიცოცხლის პრიმიტიული ფორმა, უფრო რთულ ფორმებად. ეს კონცეფცია, რა თქმა უნდა ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ სწორი არ არის.

სინამდვილეში, ევოლუციას ორგანიზმი ყოველთვის გართულებისკენ არ მიჰყავს. მაგ., სიბნელეში ხანგრძლივი არსებობის პირობებში, ცხოველმა შეიძლება მხედველობა დაკარგოს, მაგ. როგორც ეს მღვიმის თევზების შემთხვევაში მოხდა. იმ გარემოში, თევზებს მხედველობა არ სჭირდებოდა და თვალები დაკარგეს.

ასე, რომ ევოლუციის წარმოდგენა სწორხაზოვნად — უმარტივესიდან — რთულისკენ, როგორც ეს სახელმძღვანელოებშია, სწორი არ არის. ასეთ სქემას ლამარკი XVIII საუკუნეში იყენებდა, მაგრამ მას შემდეგ მეცნიერება, ძალიან შორს წავიდა.


მითი V. ევოლუციას ძალიან დიდი დრო სჭირდება
imageხილის დროზოფილია


ხშირად, დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების განხილვისას, შეძლება იმის მტკიცება მოისმინოთ, რომ «ევოლუცია იმდენად ნელა ხდება, რომ ჩვენ ამის ნახვას ვერასდროს შევძლებთ». თუმცა, ეს ასე არ არის!

სინამდვილეში, ხერხემლიანების უმეტესობა იმიტომ გარდაიქმნებოდა ძალიან ნელა, რომ დიდ ხანს ცხოვრობენ, აუჩქარებლად მრავლდებიან და მათი თაობა სწრაფად არ იცვლება. მაგრამ, მაგ., ბაქტერიები და სოკოები რომ ავიღოთ, ისე სწრაფად მრავლდებიან, რომ მათში მიმდინარე ცვლილებების დანახვა, საკუთარი თვალითაც შეგვიძლია. ახალი სახეობები გამუდმებით, რამდენიმე დღეში, ან საათშიც კი წარმოიქმნება.

ხანმოკლე ვადით მცხოვრები მწერებიც, მაგ., როგორიც დროზოფილებია, ასევე სწრაფად გადიან ევოლუციას. ამიტომ, ამ მწერებთან მუშაობა, ძალიან უყვართ გენეტიკოსებს — მათ დნმ–ში ცვლილებების დასაფიქსირებლად, დიდ ხანს ლოდინი არ სჭირდებათ.


გაგრძელება იქნება



image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 უჩვეულო და რეალური ფაქტი, რომელთა დაჯერებაც რთულია

* ზღაპრული სილამაზე, რომლის ყურება არასდროს მოგწყინდებათ

* როგორ გამოიყურება ბავშვობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
598
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0