x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ანეკდოტები, კვირის ბოლოს (VI ნაკრები)
image


თუ სიბრაზე ყველაზე არ გყოფნით — ფოკუსირება კონკრეტულ ადამიანზე მოახდინეთ.

***

— ჰოროსკოპში წავიკითხე, რომ ცხოვრების II ნახევარში წარმატება და კეთილდღეობა მელის!.. ღმერთო, ნატა რამდენ ხანს უნდა ვიცოცხლო? უკვე 53–ს ვხდები და ისევ ცხოვრების I ნახევარში ვარ.

***

იმას, რომ 45 — მშვენიერი ასაკი, 60 რომ შეგისრულდება, მხოლოდ მაშინ ხვდები.

***

დირექტორი ახალ მდივანს გულმოდგინედ ათვალიერებს.

— ოთხი შვილი, – მას ყურში, კადრების უფროსმა ჩასჩურჩულა.

— არ არსებობს... ასეთ ახალგაზრდა ასაკში, უკვე 4 შვილი ჰყავს? – შეიცხადა დირექტორმა.

— მას არა, – თქვენ – უპასუხა კადრების უფროსმა.

***

— დედა, რა არის ქორწინება?
— ეს როდესაც ქალი აღსაზრდელად დიდ ბიჭს იყვანს, რომლის მშობლებიც მას უკვე ვეღარ უმკლავდებიან.

***

ქალი — ოჯახის კერის მცველია, რომელშიც ოჯახის ბიუჯეტი იწვება.

***

— ბაბუ, ცხოვრება, ზოგადად, როგორია?
— ზოგადად?! ჯერ ყველაფერი კარგად არის, შემდეგ, ცუდად…
— და ისევ კარგად?
— არა, შემდეგ, ეჩვევი.

***

მოხუცი ქალი ექიმთან მივიდა:
— ექიმო, ძალიან მტკივა ფეხი!
— აბა, რა გინდათ, ბოლოს და ბოლოს 80 წელი…
— მეორე ფეხიც 80 წლის არის, მაგრამ არ მტკივა.

***

— მამა, შენთან 2 კითხვა მაქვს.
— გისმენ, შვილო!
— პირველი — შემიძლია, რომ უფრო მეტი ჯიბის ფული მივიღო? და მეორე — რატომ არა?

***

რომ მეუბნებიან, რომ ამის გამო, დილით ვინანებ, შუადღემდე მძინავს.


image


მიდიან ქუჩაში ბაბუა და შვილიშვილი. დაინახეს, მათკენ მასწავლებელი მოდის.
— დაიმალე, შენ ხომ დღეს სკოლაში არ წახვედი – ეუბნება ბაბუა შვილიშვილს.
— შენ უნდა დაიმალო, ვუთხარი, რომ მოკვდი.

***

ქალი, ოჯახის შესაქმნელად, თეთრ ცხენზე ამხედრებულ, პრინცს ელის. მამაკაცი — ბევრად მოკრძალებულია, მას პრინცესა არ უნდა, მისთვის მოსამსახურეც საკმარისია...

***

პაციენტმა ექიმს დაავადების სიმპტომები უთხრა და ჰკითხა:

— ექიმო ახლა რა ვქნა, ამ დაავადებისგან როგორ განვიკურნო?
— ახლა დავგუგლავ და გეტყვი.
— და მე თვითონ რომ დავგუგლო?
— მოდი რა, ახლა თვითმკურნალობას ნუ დავიწყებთ...

***

ასაკოვანი მამაკაცი კადრების განყოფილებაში მივიდა.

კადრების თანამშრომელი:


— სამწუხაროდ, ვერ მიგიღებთ. ჩვენ უფრო ახალგაზრდა თანამშრომლები გვჭირდება, – ამბიციურები, რომლებსაც შემოქმედებითად ზარდა შეეძლებათ.

მამაკაცი:

— და მაინც ჩაიწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი. როდესაც გაირკვევა, რომ თქვენთან ყველა შემოქმედებითად იზრდება და საქმის გამკეთებელი არავინ არის, – დამირეკეთ.

***

როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვწევარ და ვისვენებ, თუ არა მაქვს, – მაინც ვწევარ, მაგრამ ვშფოთავ.

***

ხალიჩების მაღაზიაში:

— ბავშვების ოთახისთვის ისეთი ხალიჩა მინდა, ადვილად რომ არ გაჭუჭყიანდეს...

— რამდენი შვილი გყავთ?

— შვიდი.

— უმჯობესია ასფალტი დაასხათ!!!

***

ფსიქოლოგთან:

— რამდენი ხანია, რაც ქორწინებაში იმყოფებით?

— 8 წელი.

— ამ ხნის მანძილზე, რემონტი თუ გქონდათ, თუნდაც ერთი?

— ბინა სამჯერ გამოვიცვალეთ, 2–ჯერ რემონტი გვქონდა, ახლა კი, სახლის აშენებას ვგეგმავთ.

— როგორც ჩანს, თქვენი ქორწინება მტკიცე ყოფილა...

***

ცოლი მივლინებაში გაემგზავრა. მამა შვილს აღვიძებს და საბავშვო ბაღში მიჰყავს. მივიდნენ ერთ ბაღში და: "ეს ჩვენი ბავშვი არ არის" – უთხრა აღმზრდელმა. წავიდნენ მეორეში — იქაც იგივე მოხდა. ჩასხდნენ ავტობუსში და მიდიან. ბავშვმა მამას მკლავზე ქაჩავს და ეუბნება:

— მამა, კიდევ ერთი ბაღი და სკოლაში დავაგვიანებ...

***

ქმარი სახლში მივიდა და ცოლს უთხრა:

— წარმოგიდგენია, ჩვენს ეზოში ძროხა ქსელში გაიბლანდა!

— მორჩი, მაგ სულელურ ხუმრობებს, დედაჩემის მისამართით! იწვეს ჰამაკში.

***

გაბრაზებული სიდედრი სიძეს ეუბნება:

— გეყოფა გაზეთი კითხვა, უმჯობესია წახვიდე და ბოსტანი მორწყე!

— და წვიმა რომ მოდის, დედიკო?..

— მერე რა, საწვიმარი ჩაიცვი!..


image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (III ნაკრები)

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (V ნაკრები)

0
302
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0