x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135379
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509668
ანეკდოტები საყვარლებზე
image


***ქმარმა თავის ცოლი თანამშრომლების ბანკეტზე მიიყვანა.ცოლი ინტერესით
ათვალიერებს ქალებს და ქმარს ეკითხება:"ეს წითელკაბიანი ვინ არის?"ქმარი
პასუხობს:"შეფის საყვარელი."-"ის პუტკუნა შავგვრემანი ქალი?"-"მთავარი
ბუღალტერის საყვარელი"-"ყვითელკაბიანი, ყვავილებით ხელში?"-"განყოფილების
უფროსის საყვარელი."-"აი, ის აშოლტილი ქერათმიანი?"-აზარტში შესულმა ქმარს
უნებლიედ წამოცდა:"ეგ ჩემი საყვარელია"-"ოო, ჩვენი ყველას
სჯობია"-სიამაყით წამოიძახა ცოლმა.


***სახლში დაბრუნებულმა ქმარმა ცოლს
საყვარელთან მიუსწრო.გადმოიღო იარაღი და ცოლი იქვე მოკლა.საყვარელი კი
მაგიდასთან მიიწვია და დალევა შესთავაზა.დაბნეულმა საყვარელმა ქმარს
გაუბედავად ჰკითხა:"მე რატომ არ მომკალი?"-"სჯობს ერთხელ ერთი ძუკნა
მოვკლა, ვიდრე ყოველ კვირა სხვადასხვა ვაჟკაცები."-უპასუხა
ქმარმა.


***აცრემლებული მარინა თავის დაქალ მაკას ურეკავს:"იცი მაკა დღეს
ადრე დავბრუნდი სახლში და საწოლ ოთახში ჩემი ქმარი ვიღაც კახპასთან
ნებივრობს!"-"შენ სად ხარ ახლა?"-"მე სამზარეულოში ვზივარ და ველოდები
როდის გამოვლენ." მაკამ ყურმილს ხელი დააფარა და ჩაიჩურჩულა"დაგვერხა!"-
"რა მოხდა?"-"შენი ცოლი მოვიდა და სამზარეულოში ზის."



***ქმარმა, რომელიც
ცოლზე ეჭვიანობდა კერძო დეტექტივი დაიქირავა.მეორე დღეს მოდის დეტექტივი და
ქმარს ანგარიშს აბარებს."შენი ცოლი ვიღაც მამაკაცს მეტროსთან შეხვდა,
შემდეგ ტაქსი დაიჭირეს და ქალაქგარეთ აგარაკზე წავიდნენ, იქ ცოტა ღვინო
დალიეს, შემდეგ გაიხადეს და ამ შემდეგ ვეღარაფერი დავინახე, იმიტომ რომ
შუქი ჩააქრეს"-"ვაჰ ამის დედა ვატირე!"-წამოიძახა ქმარმა-"ბედი არ გინდა?
მაინც ვერაფერი გავარკვიე!!!"


***ცოლს ქმარი მივლინებაში წაუვიდა და
საყვარელი მოიყვანა...10 დღის შემდეგ კარზე კაკუნი."ქმარი დაბრუნდა!"-
წამოიძახა შეშფოთებულმა ცოლმა."მადლობა ღმერთს, როგორც იქნა დაბრუნდა,
"-დაიკნავლა მისავათებულმა საყვარელმა.


***"გამარჯობა ომარი!"-" მე ომარი არ
ვარ, მარი ვარ!"-" რა ვიცი, ჩემი ქმრის მობილურში ომარი
წერია."


***სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს სადარბაზოსთან ვიღაც ტიპი ხვდება
ეუბნება-"სალამი რქიანო!" ასე გაგრძელდა მეორე, მესამე დღესაც. ბოლოს
ქმარმა ამის შესახებ ცოლს მოუყვა:"იცი, ვიღაც ტიპი მხვდება ყოველ საღამოს
სადარბაზოსთან და ასე მეუბნება-სალამი რქიანოო".ცოლი:"ყურადღებას ნუ
მიაქცევ, ვიღაც შერეკილია ალბათ".მეორე დღეს სადარბაზოსთან ის ტიპი ისევ
შეხვდა:"სალამი რქიანო და შერეკილო!"


***ქმარი ცოლთან ერთად აბანოში
მივიდა.მოლარე ქმარს ეუბნება"ერთ ნომერში არ შეგიშვებთ!", -"რატომ? ჩვენ
ცოლ-ქმარი ვართ"-მიუგო გაბრაზებულმა ქმარმა."ეგ ქალი დღეს სამჯერ იყო
შესული აქ, თქვენ მეოთხე ქმარი ხართ?"***


*** ქმარი მივლინებიდან ბრუნდება, ხალვათად ჩაცმული ცოლი შეეგება გადაკოცნა და ჩასჩურჩულა:"იცი ჩვენთან ელექტიკოსია მოსული."ქმარმა შეიხედა მისაღებში და დაინახა მამაკაცი, რომელიც ჭაღს ჩაჰკირკიტებდა." მიუტრიალდა ცოლს და ეუბნება:"მესამე ქალაქი გამოვიცვალეთ საცხოვრებლად და ელექტრიკოსი სულ ერთი და იგივეა?!"

2
3148
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3148
  
2016, 21 მარტი, 13:52
ბოლო მაგარი იყო
2016, 18 თებერვალი, 15:44
სახალისოა :)
0 1 2