x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122792
  • ვიდეო:355145
  • სურათი:495073
ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

image


— დაბადების დღეს გილოცავ, რამდენი წლის გახდი? – ეკითხებიან ქალს.

— როდესაც გავთხოვდი 20 წლის ვიყავი, მეუღლე კი, 40 წლის იყო, ანუ, 2–ჯერ უფროსი. ახლა ის 70–ს არის... გამოდის რომ მე, 35–ს ვარ!

***

ბრძენს ჰკითხეს:

— ცხოვრება – ბრძოლაა, თუ ზეიმი?

— ბრძოლა ზეიმისთვის! – უპასუხა მან.

***

ბოლო დროს სიზმრებს იშვიათად ვნახულობ... როგორც ჩანს, ისე ცოტა მძინავს, რომ ჩატვირთვას ვერ ასწრებს.

***

— როგორ ახსნი ორიანებს დღიურში? – ეკითხება დედა ბიჭს.

— დე, აქ ორიდან ერთი ვარიანტია: ან გენები, ან აღზრდა.

***

დიეტოლოგები გვირჩევენ, ვჭამოთ ხშირად და ცოტა–ცოტა. პირველი ნაწილი უკვე კარგად გამომდის.

***

ცოტა ხნის წინ ერთ გოგონას დავუქნიე ხელი, რადგან მეგონა, რომ ხელს მიქნევდა... აღმოჩნდა, რომ ის სულ სხვა ადამიანს უქნევდა ხელს. ამ სიტუაციიდან რამენაირად რომ გამოვსულიყავი, ხელის ქნევა გავაგრძელე და ტაქსი გავაჩერე. მძღოლმა აეროპორტში წამიყვანა. ახლა პოლონეთში ვარ... ვმუშაობ.

***

— კაპიტანო, 2 ახალი ამბავი მაქვს!

— ბოცმანო, დრო ნუ გაგყავს, კარგი ამბით დაიწყე.

— ბორტზე არც ერთი ვირთხა არ გვყავს!

***

ვიყიდე მოდური ჯინსი, მუხლზე ნახვრეტით. ახლა, ყოველ ჩაცმაზე, ფეხი ნახვრეტში მიხვდება და მას კიდევ უფრო მოდურს ვხდი.

***

მაშინაც კი, თუ ზღვიდან 100 მეტრში ცხოვრობთ, თქვენი ცოლი უკეთეს ზღვას იპოვის და იქ წასვლას მოისურვებს.image


კარადიდან ზაფხულის ნივთები გამოვიღე და ზომაში, მხოლოდ პირსახოცი მომერგო…

***

— დღეს თქვენი წიგნი წავიკითხე.


— ბოლო?

— იმედია...

***

მთელი ამ წლების მანძილზე, განზრახ არ გავმდიდრდი, რადგან, როდესაც ყველა გაღარიბდება, ყველაზე ადაპტირებული ვიყო.

***

უნიტაზში ჩავარდნილი აიფონი, ხელს, მინიმუმ, 20 სმ–ით აგრძელებს.

***

— ხედავ, პატარავ, მამამ დედაზე უარესად არ გაბანავა!

— ჰო, მაგრამ როდესაც დედა მბანს, სანდლებს მხდის ხოლმე!

***

— იცი, სათვალეს აღარ ვატარებ.

— რატომ?

— უკვე საკმარისად ვნახე...

***

მოწევისთვის თავის დანებება? მაგაზე ადვილი არაფერია! ეს ასჯერ მაინც გამიკეთებია.

***

— ექიმთან ცოცხალი რიგია? – იკითხა ექიმთან მისულმა პაციენტმა.

— ჯერჯერობით, კი.

***

— თქვენი დევიზი ზაფხულისთვის?

— ფერმკრთალობა – არისტოკრატიზმის ნიშანია.


image


imageimageimageimage




0
859
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0