x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანეკდოტები ებრაელებზე

ანეკდოტები ებრაელებზე, — მხოლოდ სასაცილო ისტორიები არ არის. აქ შეგიძლიათ ბევრი მხიარული იდეის და ბრძნული ცხოვრერბოსეული გადაწყვეტილების გაცნობა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ კოლორიტული ერის იუმორი და დახვეწილი გონება, უკვე დიდი ხნის მანძილზეა ფანტასტიკური ამბების წყარო. ხოლო, ანეკდოტების ეს ნაკრები, ისეა შედგენილი, რომ ხასიათიც გამოგისწოროთ და ამავდროულად, იმაზე სერიოზულ საკითხებზე დაქაფიქროთ, ვიდრე, უბრალოდ ანეკდოტებია.


image


რაბინოვიჩი ქუჩაში მიდის და ხედავს — ავარიაა: ადამიანები სისხლით არიან დასვრილები, მანქანები კი დამტვრეული...

რაბინოვიჩი ერთ–ერთ დაზარალებულთან მიდის და ეკითხება:

— სადაზღვევო აგენტი უკვე მოვიდა?

— ჯერ არა – უპასუხა დაზარალებულმა.

— მაშინ, მეც თქვენს გვერდით დავწვები – თქვა რაბინოვიჩმა და იქვე წამოწვა.


***


— სარა, არ გაბედო ჩემთან კამათი!
— არ გეკამათები. ჩუმად ვარ.
— მაშინ საკუთარი აზრი სახიდანაც მოიცილე!


***


ომი იწყება, ხოლო ებრაელი მოთქვამს და წუწუნებს.
— ეს რა ხდება?! რამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი?! ცოლ–შვილი ამერიკაში უნდა გავგზავნო, ბიზნესი გავყიდო, ფული შვეიცარიაში გადავგზავნო. და მეც ინგლისში უნდა წავიდე, დეიდასთან...
მის გვერდით რუსი დგას:
— ხო… მეც მაქვს პრობლემები… მაგრამ...– ამოილუღლუღა მან.
— კარგი, რა, რუსებს რა პრობლემები უნდა გქონდეთ? – გააწყვეტინა სიტყვა ებრაელმა – აიღო თოფი — და ფრონტზე წადი!


***


ერთმა ადამიანმა უმუშევარ ებრაელს სამუშაო შესთავაზა. უთხრა:

— აქ ყველაფერი მარტივად არის: შედიხარ კაბინეტში, აჭერ ხელს ღილაკს და იქიდან ათასი დოლარი ვარდება. შენ თანხა უნდა გადათვალო და ნახევარი მე მომცე!

გახარებული ებრაელი დათანხმდ და უკვე 1 თვის შემდეგ, მდიდრულ ბინაში ცხოვრობდა და ძვირფასი ავტომანქანით დადიოდა... და აი, ერთ საღამოს, ის უხასიათოდ იყო. მეუღლემ ჰკითხა:

— რა დაგემართა? მოწყენილი რატომ ხარ?

— როგორ არ მოვიწყინო? — კითხვაზე, კითხვით უპასუხა ებრაელმა, — ისეთი სამუშაო მაქვს, რომ ყოველ დღე, ღილაკს ვაჭერ ხელს, ფულს ვთვლი და ნახევარს შეფს ვაძლევ...

— მაინც ვერ გავიგე, რაზე დარდობ???

— არ მესმის, ნახევარი რატომ უნდა მივცე?!


***


— ებრაელები კითხვაზე, კითხვითვე რატომ პასუხობთ? – ჰკითხეს ებრაელს.

— რა სისულელეა, ეგ ვინ გითხრა? – უპასუხა მან.


***


მოხუცი ებრაელი კვდება. მან ჩამქრალი მზერა ოჯახის წევრებს მიაპყრო და სუსტი ხმით იკითხა:
— ჩემი მეუღლე აქ არის?
— აქ ვარ, ძვირფასო.
— შვილები?
— დიახ, მამიკო.
— შვილიშვილები?
— ჩვენც აქ ვართ, ბაბუ!
— მაშინ სამზარეულოში სინათლე ვისთვის ანთია? – აკანკალებული ხმით წამოიკივლა მომაკვდავმა.


***


სინაგოგაში რაბინს ირჩევენნ.
სიტყვით აბრამი გამოვიდა:
— მოდით, ჰაიმე ავირჩიოთ. ის შესანიშნავი ადამიანია, მოწესრიგებულია და ყურადღებიანი მუშაობის დროს, კარგი მეოჯახე და ა. შ.
უკანა რიგიდან ხმა შემოესმათ:
— ჰაიმე, რა თქმა უნდა, კარგი ადამიანია... მაგრამ, ქალიშვილი მეძავი ჰყავს! ამას ხომ შეუძლია მისი კომპრომეტირება მოახდინოს?
აბრამი:
— მაგრამ, ჰაიმეს მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავს!
ისევ ხმა:
— მე გითხარით, თქვენ კი, გაარკვიეთ...


***


ერთხელ, ერთი თვითმფრინავის ბორტზე, ერთად კათოლიკე, მართლმადიდებელი და რაბინი აღმოჩნდნენ. სიტყვამ მოიტანა და საუბარი ლოცვის ძალაზე დაიწყეს.
კათოლიკე:
— ერთი შემთხვევა მქონდა: მინდორში მივდიოდი და უეცრად, ჭექა–ქუხილი დაიწყო და ირგვლივ ჩამობნელდა... ვილოცე — და საოცრება მოხდა. ყველგან წვიმდა, ჩემს სიახლოვეს კი, წვეთიც არ ვარდებოდა.
მართლმადიდებელი:
— ერთხელ გემით მივცურავდი, და ქარიშხალი ატყდა. ვილოცე — და საოცრება მოხდა: ყველგან შტორმი იყო, ირგვლივ კი, შტილმა დაისადგურა.
ებრაელი:
— ისეთი რა გითხრათ?! შაბათს სადღესასწაულო წირვაზე მივდიოდი და ვხედავ: გზაზე საფულე აგდია, დოლარებით სავსე. მაგრამ, შაბათს, კანონით, მისი აღება მეკრძალება. საფულეს შევხედე და ლოცვა დავიწყე... და მოხდა საოცრება: ირგვლივ შაბადი იყო, ჩემთან კი – ხუთშაბათი!


***


მოხუც ებრაელთან სტუმრები იყვნენ.
— ერთი ნაჭერი ხორცი კიდევ გადაიღეთ. – უთხრა მან სუფრასთან, ერთ–ერთ სტუმარს.
— მადლობა, ორი ნაჭერი უკვე გეახელით – უპასუხა მან.
— საერთოდ, ოთხი მიირთვით, მაგრამ გადაიღეთ, მაგას ვინ ითვლის?!


***


ატლანტის ოკეანის ცენტრში ლაინერი იძირება. კაპიტანი პანიკაშია და უეცრად, შეატყობინეს, რომ მგზავრებს შორის, რაბინი იყო, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო. ის კაპიტანთან სასწრაფოდ მიიყვანეს და მან ჰკითხა:
— რაბი, რისი გაკეთება შეიძლება?
— ინტერნეტი გააქვთ? – მშვიდად ჰკითხა მას რაბინმა.
— მაქვს!
— მაშინ, სასწრაფოდ გემი გაყიდეთ. – ურჩია რაბინმა სასოწარკვეთილ კაპიტანს.


***


მივლინებაში ებრაელი გარდაიცვალა და მისი დაღუპვის ამბავი, მეუღლისთვის უნდა ეცნობებინათ, თან ისე, რომ ელდისგან რამე არ მოსვლოდა. თანამშრომლებმა ითათბირეს და მისი მეგობარი ებრაელი გაგზავნეს, რადგან ის ნამდვილი ინტელიგენტი და ამავდროულად, დიპლომატიურიც იყო. ის, თავისი გარდაცვლილი მეგობრის ბინასთან მივიდა და დააკაკუნა. კარები მეუღლემ გააღო:
— რამე მოხდა? –იკითხა ქალმა.
— ხომ იცით, რომ თქვენს მეუღლესთანერთად ერთად მივლინებაში ვიყავი? – დაიწყო მამაკაცმა.
— ვიცი, მერე?
— ისიც ხომ იცით, რომ საკმაოდ კარგად გამოვიმუშავებდით?
— ვიცი, შემდეგ?
— იცით მთელი ფული დაიკარგა... და ფულთან ერთად, თქვენი მეუთლეც...
— ნეტავ, ჩაძაღლდებოდეს! — წამოიკივლა ქალმა.
— უკვე, — ამოისუნთქა თანამშრომელმა.


***


ებრაელს ქათმები ეხოცებოდა. ამასთან, ყოველდღიურად კი არა, – ყოველ საათში. შეწუხდა და სინაგოგაში, რჩევის საკითხავად წავიდა.

როგორც მივიდა, მაშინვე რაბინი მოძებნა და უთხრა:

— დამეხმარე, რაბი! ქათმები მეხოცება.

— საქათმის კარზე ქაღალდის რგოლი დაკიდე და აღარ დაიხოცებიან! — უპასუხა რაბინმა.

გავიდა ერთი კვირა, მეორე... მაგრამ ქათმები ისევ იხოცებიან.

ებრაელი ისევ მივიდა რაბინთან და უთხრა, რომ ქათმებს არაფერმა უშველა.

— ადექი და საქათმის კარზე ქაღალდის კვადრატი დაკიდე — აუცილებლად უშველის – უთხრა რაბინმა.

გავიდა კიდევ ერთი კვირა და ყველა ქათამი მოკვდა.

ებრაელი ისევ მივიდა რაბინთან:

— ქათმები მთლიანად დაიხოცნენ, არაფერმა უშველა.

— სამწუხაროა, – უთხრა რაბინმა, – კიდევ იმდენი იდეა მქონდა...


***


მდიდარ ებრაელთან, ქალიშვილის ხელის ხელის სათხოვნელად, ახალგაზრდა ამამაკაცი მივიდა. ის ძალიან მორიდებული და დაძაბული იყო და კითხვაზე, ქორწინების შემდეგ, თუ სად და როგორ აპირებდნენ ცხოვრებას, შეყვარებულის მშობლებს უპასუხა: «როგორც ღმერთი ინებებსო».

— და რა შემოსავლით იცხოვრებთ? — კითხვების დასმას აგრძელებდა გოგონას მამა.

— რასაც ღმერთი მოგვცემს, — ისევ მორიდებით უპასუხა ახალგაზრდამ.

— კარგი, ავტომობილის შეძენას თუ აპირებთ?

— ამაზე ვიფიქრეთ, მაგრამ ისევ, ღმერთი თუ ინებებს, — ამოილუღლუღა მან.

მასთან საუბრის შემდეგ, მამამ შვილს უთხრა:

— საქმრო, რომ ვთქვათ, დიდი არაფერი... — მაგრამ, მომწონს, რომ გამუდმებით ღმერთს მეძახის!


image


imageimageimageimage



0
531
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0