x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანეკდოტები სსრ კავშირზე, რომელსაც რონალდ რეიგანი ამერიკელებს უყვებოდა

1984 წლის 11 აგვისტოს, შაბათის ტრადიციული რადიომიმართვის დროს, ვიდრე მიკროფონებს ასწორებდნენ, ამერიკის პრეზიდენტმა მოულოდნელად განაცხადა: «ჩემო თანამემამულენო, ამერიკელებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რუსეთის კანონგარეშედ გამოცხადების შესახებ. დაბომბვა 5 წუთის შემდეგ დაიწყება».


image


ამ ხუმრობამ, «ცივი ომის» პირობებში, დიდი რეზონანსი გამოიწვია. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც რ. რეიგანმა, საბჭოთა კავშირის შესახებ, საჯაროდ იხუმრა... და უფრო მრტიც, ის საბჭოთა ანეკდოტებს შეგროვებით იყო გატაცებული და საკუთარ აუდიტორიას, ძალიან ხშირად უყვებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეიგანი პროფესიით მსახიობი იყო და ეს არც ისე ცუდად გამოსდიოდა.

ქვემოთ კი, რამდენიმე ანეკდოტს გთავაზობთ პრეზიდენტის კოლექციიდან, რომელიც საკუთარ თავს, მსახიობებს შორის საუკეთესო პრეზიდენტად და პრეზიდენტებს შორის, – საუკეთესო მსახიობად მიიჩნევდა.



მოსკოვში, ღამის საათებში, მამაკაცი სეირნობდა. საბჭოთა პატრულმა მას გაჩერება უბრძანა. მაგრამ, ის არ დაემორჩილა და გაიქცა. პატრულმა კი, ესროლა და მოკლა. მეორე პატრულმა მას ჰკითხა:


image
— ეს რატომ გააკეთე?
— კომენდანტის საათია, — უპასუხა პირველმა.
— მაგრამ, კომენდანტის საათი ჯერ ხომ არ დაწყებულა.
— ვიცი! ის ჩემი მეგობარი იყო. ვიცი, სადაც ცხოვრობს, სახლში მისვლას მაინც ვერ მოასწრებდა.



ისტორია სამი ძაღლის შესახებ: ერთმანეთს შეხვდა ამერიკელი, პოლონური და რუსი ძაღლი. საუბარი ამერიკელმა ძაღლმა დაიწყო და მოყვა, თუ როგორ მისდიოდა მას საქმე თავის ქვეყანაში:


image
— იცით, თუ ძალიან დიდ ხანს იყეფებ, ვინმე ხორცს აუცილებლად მოგცემს.
— ხორცი რა არის? — იკითხა პოლონელმა ძაღლმა.
— ყეფა რა არის? — იკითხა რუსულმა.



ფიდელ კასტრო დიდ მიტინგზე გამოდიოდა. სიტყვა საკმაოდ გაუგრძელდა და უცბად, შეკრებილთაგან, ვიღაცის ხმა მოესმა:


image

«თხილი, პოპკორნი, მზესუმზირა». მან გამოსვლა გააგრძელა და ისევ ის ხმა გაისმა: «თხილი, პოპკორნი, მზესუმზირა»... და როდესაც ეს მეოთხედ მოხდა, მან გამოსვლა შეწყვიტა და გაბრაზებულმა თქვა: «შემდეგში, გავიგებ ამას ვინ აკეთებს და ისეთს მოვცხებ, რომ მაიამიში აღმოჩნდება. და უცებ, «თხილი, პოპკორნი, მზესუმზირა» – ერთხმად დაიძახა მთელმა ბრბომ.



როდესაც პრეზიდენტი დიდი აუდიტორიის წინაშე გამოდიოდა, მის მიერ მოყოლილი ხუმრობა ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო, მოკლე ინფორმაციებს იძლეოდა სსრ კავშირში ცხოვრების შესახებ: «სსრ კავშირში, მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, არ შეიძლება მაღაზიაში წასვლა და ავტომობილის ყიდვა — რიგში უნდა ჩაეწეროთ და არაერთი წელი ელოდოთ» — განუმარტა ერთხელ მან აუდიტორიას.


image


— ერთმა კაცმა ყველა საბუთი გააფორმა, — დაიწყო მოყოლა პრეზიდენტმა.— გამყიდველმა მას უთხრა: თქვენი მანქანის წასაყვანად ათი წლის შემდეგ მოდითო. ხოლო, მყიდველმა ჰკითხა: დილით, თუ სადილის შემდეგ?
დარბაზში სიცილი დაიწყეს. რეიგანმა კი გააგრძელა:
— ათი წელი უნდა ელოდოთ და რა განსხვავებაა? — გაუკვირდა გამყიდველს.
— იცით, დილით წყალსადენის ოსტატი უნდა მოვიდეს — უპასუხა მყიდველმა.



ბოლშევიკი კომისარი კოლმეურნეობაში ჩავიდა შესამოწმებლად და პირველსავე შემხვედრ გლეხს ჰკითხა:


image


— მოსავალი როგორია?
— ო! მოსავალი? — უკეთესი არც შეიძლება რომ ყოფილიყო.
— კარტოფილი, ბევრი აიღეთ?
— ო! ამხანაგო კომისარო, მთელი კარტოფილი ერთად რომ დავაგროვოთ, ღმერთამდეც კი ავალთ.
— ეს საბჭოთა კავშირია — მკაცრად შეაწყვეტინა მას სიტყვა კომისარმა — აქ ღმერთი არ არის.
— კარგი, — უპასუხა გლეხმა. — ღმერთი თუ არ არის — არც კარტოფილი იქნება.



რეიგანი თეთრ სახლში დიდი აუდიტორიის წინაშე გამოვიდა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას უთხრა: ეს ისტორია მ. გორბაჩოვს მოვუყევი და მან ბევრი იცინა...


image

ჩვენ სიტყვის თავისუფლება გვაქვს, — თქვა ამერიკელმა, — მე შემიძლია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შევიდე, მაგიდაზე ხელი დავარტყა და ვთქვა: «ბატონო პრეზიდენტო, არ მომწონს, თუ როგორ მართავთ ქვეყანას!»

— რუსმა კი თქვა: «მეც შემიძლია კრემლში მივიდე და კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს ვუთხრა: «ამხანაგო მდივანო, მე არ მომწონს, თუ როგორ მართავს პრეზიდენტი რეიგანი თავის ქვეყანას».

imageimageimage* როდესაც ნაგვის გატანას დამსახურება უნდა...
* ქალი დაიკარგა და ქმარი ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა პოლიციელისგან!
* 25 სახალისო სურათი, რომელშიც ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს

* ფრაზები კარგი განწყობისთვის

* 15 საუკეთესო ხუმრობა ქალებზე

2
2121
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2121
  
2022, 17 ივლისი, 10:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აგვისტო, 15:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2