ანეკდოტები 15 საუკეთესო ხუმრობა ქალებზე 2018, 24 აპრილი, 9:34 ქალის იდუმალი სული მხოლოდ ფსიქოლოგების და ფილოსოფოსების შესწავლის საგანი კი არა, იუმორის კარგი მიზეზიც არის. გთავაზობთ, ინტერნეტში გავრცელებულ, 15 საუკეთესო ხუმრობას, გამონათქვამს და ანეკდოტს სუსტი სქესის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად დაუცველები მაშინ არიან, როდესაც ფრჩხილებზე წასმული ლაქი შრება: I. II. ქალი - უცნაური ფრინველია. დილით ისე დგება, როგორც - წივწივა, მუშაობს, როგორც კოდალა, გვიან წვება დასაძინებლად, როგორც - ბუ. ამასთან, როგორც მტრედმა ისე უნდა იღუღუნოს, გარეგნობით კი ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც სამოთხის ფრინველი. III. კამათში ქალს რომ მოუგოთ, ორი ხერხი არსებობს: 1. პირველმა უნდა იტიროთ; 2. თავი უნდა მოიმკვდარუნოთ; IV. ყველა ქვეყნის სათავეში ქალი რომ იყოს, ომი აღარ იქნება, ქვეყნები ერთმანეთს, უბრალოდ, არ დაელაპარაკებოდნენ.
V. ქალის ტვინის 90% იმ აზრებით არის დაკავებული, თუ რა უნდა მოიმოქმედოს, რომ მან (მეორე ნახევარმა) ის გააკეთოს, რაც მას უნდა. VI. VII. ქალები სამ კატეგორიად იყოფიან. არიან: ჭკვიანები, ლამაზები და კეთილები. მაგრამ არის შერეული კატეგორიებიც: 1. ჭკვიანი + ლამაზი = ქაჯი 2. ჭკვიანი + კეთილი = ულამაზო 3. კეთილი + ლამაზი = შტერიVIII. ქალს შეუძლია საათობით უყუროს 3 რამეს... და 7 შეიძინოს! IX. ცოლი - ეს მხოლოდ ქალი არ არის სამზარეულოში. ეს არის ადამიანი, რომლის ხელში შენი საკრედიტო ბარათი და შენი გულია! X. ქალებს რომ უსმინოთ, ყველას გენიოსი შვილები ჰყავთ, იდიოტი ქმრებისგან. XI. XII. სადეკრეტო შვებულება ის არის, როდესაც მაღაზიაში წასვლა - საზოგადოებაში გასვლად აღიქმება, ხოლო სტილისტთან ვიზიტი - საერთოდ, მივლინებაა! XIII. როგორ შეიძლება ქალი მდგომარეობიდან გამოყვანა 2 მოქმედებით? 1. სურათი გადაუღეთ მას. 2. არ აჩვენოთ ფოტო. XIV. თუ ქალს რამე მოეჩვენა, იქ აღარ არსებობს ლოგიკა, ინტუიცია და საღი აზრი. XV. ქალისთვის გარდერობი - წამალია, ხოლო ჯანმრთელობაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ყოველი ახალი ნივთის შეძენის შემდეგ, ის ამბობს: მე არ მინდოდა, თვითონ მეყიდინა. მეძახდა: წამიყვანე... წამიყვანეო.
ილუსტრაციებში ასახული, წყვილის ურთიერთობა, ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ როგორ ხედავენ კაცები ქალებს. ფოტოპროექტი, რომელმაც უამრავი ქალი გაახალისა 1371 9-ს მოსწონს
|