ანეკდოტები მოხუცი ინდიელი ბანკში სესხის ასაღებად მივიდა და საბანკო სისტემა ამხილა 2022, 18 იანვარი, 10:13 მოხუცი ინდიელი ბანკში შევიდა და სესხის სახით, 500 დოლარი ითხოვა. ბანკის თანამშრომელმა საბუთების გაფორმება დაიწყო. — ამ ფულით რის გაკეთებას აპირებთ? — ეკითხება ის ინდიელს. — ქალაქში წავალ. მინდა ჩემს მიერ გაკეთებული სამკაულები გავყიდო. — გირაო რა იქნება? — არ ვიცი «გირაო» რა არის, — უპასუხა მან. — მმ..., გირაო ისეთი რაღაცაა, რასაც ღირებულება გააჩნია და სესხის დაფარვა შეუძლია. მაგალითად, ავტომობილი თუ გყავთ? — დიახ, 1949 წელს გამოშვებული სატვირთო… — არა, ეგ არ გამოდგება, — თქვა ბანკის თანამშრომელმა, — იქნებ, საქონელი გყავთ? — დიახ, ცხენი მყავს… — რამდენი წლის არის? — არ ვიცი, კბილები აღარ აქვს, რომ დავადგინო… ბოლოს და ბოლოს, ინდიელს სესხი გაუფორმეს, 500 დოლარის ოდენობით. რამოდენიმე კვირის შემდეგ, ის ისევ მივიდა ბანკში, ამოიღო ფულის შეკვრა, გადათვალა საჭირო თანხა და დააბრუნა სესხი. — დანარჩენ ფულს რას უპირებთ? — თავაზიანად ჰკითხა ბანკის იგივე თანამშრომელმა. — ვიგვამში (ჩრდ. ამერიკის ინდიელთა საცხოვრებელი გუმბათისებური ქოხი) შევინახავ — უთხრა ინდიელმა. — თქვენ შეგიძლიათ დეპოზიტი გახსნათ ჩვენს ბანკში — შესთავაზა ბანკის თანამშრომელმა. — მე არ ვიცი, რა არის «დეპოზიტი» — უპასუხა ინდიელმა. — ეს, როდესაც თქვენ, ჩვენს ბანკს თქვენს ფულს აძლევთ, ბანკი მასზე ზრუნავს, ხოლო როდესაც ფულის უკან დაბრუნება მოგინდებათ, მისი წაღება შეგეძლებათ… მოხუცი ინდიელი დაფიქრდა და იკითხა: — ბანკის გირაო რა იქნება? არხის სხვა სიახლეები:1. ბავშვი დედის ორგანიზმში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს და დედის გული განკურნოს2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან4. პირველად მსოფლიოში — ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს5. ეგვიპტური ფირფიტა, რომელიც ვარსკვლავთშორისი ხომალდის მართვის პანელს უფრო ჰგავს6. როგორი იქნება დედამიწა 500 წლის შემდეგ — არასახარბიელო კლიმატური პროგნოზი1703 5-ს მოსწონს
|