x
მეტი
  • 27.06.2022
  • სტატია:120360
  • ვიდეო:354436
  • სურათი:492495
ბავშვი დედის ორგანიზმში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს და დედის გული განკურნოს

image

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ბავშვს დედის ორგანიზმში სამუდამოდ დარჩენა და მის ტვინში იცხოვროს შეუძლია. ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. მეცნიერებმა 59 ქალის ტვინი შეისწავლეს, რომლებიც 32 – დან – 101 წლამდე ასაკში გარდაიცვალნენ და 37 მათგანს, მამაკაცური Y-ქრომოსომები აღმოუჩინეს, რომელის გაჩენა მხოლოდ ფეხმძიმობის პერიოდში შეიძლებოდა, როდესაც ნაყოფს დედისთვის საკუთარი უჯრედების გაზიარების საშუალება აქვს.

ამას მიკროქიმერიზმი ეწოდება – მოვლენა, როდესაც ნაყოფის უჯრედები პლაცენტიდან დედის ორგანიზმში აღწევენ და იქ საკუთარ კლონებს ქმნიან. ამასთან, მათ არსებობა მრავალი წლის მანძილზე შეუძლიათ. ასე, მაგ., ყველაზე ხანდაზმული ქალი, რომლის სხეულში ზემოთ ხსენებული ქრომოსომები იყო აღმოჩენილი, 94 წლის იყო.

გარდა ამისა, ნაყოფს, როგორც გაირკვა, დედის გულის განკურნებაც შეუძლია. ამის მტკიცების საფუძველს კი, თაგვებზე ჩატარებული, ლაბორატორიული კვლევის შედეგები იძლევა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ნაყოფის ღეროვან უჯრედებს, მიოკარდიუმის ინფარქტით დაზიანებული, დედის გულის აღდგენა შეუძლია.

მართალია, საუბარი იმაზე, რომ ამგვარი მექანიზმი ადამიანების შემთხვევაშიც არსებობს, ჯერ–ჯერობით ნაადრევია. მაგრამ, ის ფაქტი, რომ დედის ორგანიზმში ნაყოფის უჯრედებია აღმოჩენილი, უკვე ამ თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს.


image

imageimageimageimage



0
324
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0