x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122777
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495034
როგორი იქნება დედამიწა 500 წლის შემდეგ — არასახარბიელო კლიმატური პროგნოზი

დედამიწაზე ტემპერატურამ, შეიძლება, ადამიანის სიცოცხლისთვის შეუფერებელ კრიტიკულ მაჩვენებლს მიაღწიოს. გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ახალი მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე ტემპერატურის მატების დიდი ალბათობაა არსებობს და უკვე 2100 წლისთვის, ის 2, 7 გრადუსით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Conversation–ი ავრცელებს.


image


ტემპერატურის ცვლილება გამოიწვევს ხანძრებს, ქარიშხალს, გვალვას, წყალდიდობას. ხოლო სიცხე, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. ექსპერტების აზრით, ასევე დიდი ცვლილებები იქნება ხმელეთის და წყლის ზედაპირზე. ცვლილებების მთავარ მიზეზად კი, ნახშირბადის გამონაბოლქვი სახელდება.

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში? ამასთან დაკავშირებით, სამი ჰიპოთეტური სცენარი არსებობს: გლობალური დათბობის შენელების შერბილებული, საშუალო და მაღალი შესაძლებლობა, რომელიც პარიზის შეთანხმების შესაბამისად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შემცირებას 2020 წლიდან გულისხმობს.

ბოლო ორ სცენარში, ტემპერატურა 2100 წლის შემდეგ დაიწყებს მატებას. მცენარეული საფარი და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები პოლუსებისკენ გადაადგილდება, ხოლო სამხრეთში, რიგი კულტურების მოსაყვანი ფართობი, შემცირდება. ზოგიერთი ტერიტორია, მაგ., როგორიც ამაზონის აუზია, საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება. შეიძლება ისე დაცხეს, რომ ტროპიკულ რეგიონებში ცხოვრება შეუძლებელი გახდეს.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გლობალური დათბიბის შენელება სათანადოდ არ მოხდება და ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც დღეს არის, კლიმატის ცვლილების შედეგად, 500 წელში, პლანეტა ისე შეიცვლება, რომ მისი ცნობა, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება. ეს კი, ადამიანს, როგორც სახეობას, საფრთხეს შეუქმნის.


ამაზონი


ზედა სურათზე ნაჩვენებია ამაზონის ძირძველი ხალხების ტრადიციული დასახლება, ცივილიზაციასთან მათ კონტაქტამდე. (დაახლოებით, 1500 წ. ჩვენს ერამდე) — დასახლება, რომელსაც აქვს წვდომა მდინარეზე და გარშემორტყმულია ტროპიკული ტყით, სადაც ხალხ მოჰყავს სხვადასხვა კულტურები.


image


შუა ნახატზე — თანამედროვე ლანდშაფტია. ხოლო, ქვედზე, 2500 წლის მდგომარეობაა ასახული — უდაბნო და მდინარე, წყლის ძალიან დაბალი დონით. ინფრასტრუქტურა მწირია ან დანგრეულია. ხოლო, ადამიანის საქმიანობა — მინიმალურია.


აშშ–ს შუა დასავლეთი


ზედა სურათზე წარმოდგენილია ძირძველი მოსახლეობის საქმიანობა, მათ კოლონიზაციამდე: სოფლის მეურნეობა ხასიათდებოდა მრავალფეროვნებით. ხოლო, მთავარი კულტურა სიმინდი არის.



image


მეორე ნახატი — დღევანდელობას ასახავს. მისთვის მხოლოდ ერთი კულტურის მოყვანა და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაა დამახასიათებელი. ბოლო ნახატზე კი, ნაჩვენებია ცხელ და ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატთან ადაპტაციის შედეგი: აქცენტი კეთდება ზეთის პალმების და არიდულ ზონების სუკულენტების მოშენებაზე. პლანტაციებზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონები ზრუნავენ. ადამიანის ფუნქცია კი, მინიმალურია.


ინდოეთი


ზედა სურათზე ნაჩვენებია სცენა სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებიდან — ბრინჯის დარგვა, შინაური ცხოველების მოვლა და ურთიერთობა ადამიანებს შორის.


image


შუა ნახატზე — სცენაა თანამედროვე ცხოვრებიდან, რომელიც ასახავს ბრინჯის კულტივირების ტრადიციულ პრაქტიკას და მასთან თანამედროვე ინფრასტრუქტურის შერწყმას. ქვედა ნახატზე კი, ნაჩვენებია მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირებისთვის საჭირო ტექნოლოგიები — მათ შორის, რობოტიზირებული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და ადამიანი, პირადი დაცვის აღჭურვილობით.

image

არხის სხვა სიახლეები:


image

1. ბავშვი დედის ორგანიზმში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს და დედის გული განკურნოს

2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს

3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. ლეგენდა თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. იყო ქალი - ნამდვილი ხელოვნებაა... 22 რჩევა ცნობილი დიზაინერებისგან

0
522
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0