x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119236
  • ვიდეო:354066
  • სურათი:491741
ეგვიპტური ფირფიტა, რომელიც ვარსკვლავთშორისი ხომალდის მართვის პანელს უფრო ჰგავს

ამ ობიექტის დათვალიერების შემდეგ, ბევრს ისეთი გრძნობა უჩნდება, რომ მის წინაშე უძველესი ცივილიზაციის არტიფაქტია, რომელსაც მეტად იდუმალი დანიშნულება უნდა ჰქონოდა.


image


არტიფაქტის დიამეტრი 49 სმ–ია, ხოლო სიმაღლე – 13 სმ და დაახლოებით, 75 კგ–ს იწონის. დამზადებულია ალაბასტრისგან – ნედლეულით, რომელიც სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის, სარკოფაგების გასაფორმებლად გამოიყენებოდა.

ეს წარმოუდგენელი ნივთი აბსოლუტურად არ ჰგავს ძველ ეგვიპტეში შექმნილ, აქამდე აღმოჩენილ ნივთებს. მას აქვს მრგვალი ხვრელები და უცნობი რელიეფები ფორმები, რომლის ახსნას მეცნიერები, ჯერ–ჯერობით, ვერ ახერხებენ.

ზოგიერთი ეგვიპტოლოგი და თეორეტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს არის ბევრად უფრო ძველი ობიექტის ასლი, რომელიც სხვა, ამინდის პირობებისადმი ნაკლებად მდგრადი, მაგრამ ბევრად უფრო მოწინავე მასალებისგან იყო დამზადებული, რომლისგანაც ღმერთები და ნახევრადღმერთები (უცხოპლანეტელები) — შესაძლოა, არამიწიერ ტექნოლოგიებს აწარმოებდნენ და რომელსაც წარსულში, ძველი ცივილიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

აღნიშნული არტეფაქტი ჰოლანდიის მუზეუმმა 1828 წ. შეიძინა. თუმცა, უცნობია, რომელ ტაძარში ან სამარხშია აღმოჩენილი. როგორც ბევრი ძველეგვიპტური ნივთის შემთხვევაში, მისი წარმომავლობის ისტორია დავიწყებას მიეცა. რაც შეეხება ავთენტურობას, მრავალი კვლევის და შეფასების შემდეგ, დარგის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ არტიფაქტი 4500 წლის არის და ის ეგვიპტის ფარაონთა მეხუთე დინასტიას ეკუთვნის. ამჟამად, ეს უძველესი ფირფიტა, ლეიდენის სიძველეთა მუზეუმში ინახება.

image


არტეფაქტის ზედაპირზე დატანილი იეროგლიფებიდან მხოლოდ მცირე ნაწილის წაკითხვაა შესაძლებელი. ერთი ვერსით, ფირფიტას რიტუალური დანიშნულება ჰქონდა, ეგვიპტის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლის გარდაცვალების შემთხვევაში. თუმცა, ვინ იცის?..

მიუხედავად იმისა, თუ რა ობიექტია და რა დანიშნულება უნდა ჰქონდა წარსულში, მისი მსგავსება თანამედროვე მოწყობილობებთან, კერძოდ კი საფრენი აპარატების მართვის პანელებთან, ყველაზე დიდი სკეპტიკოსების გაკვირვებასაც კი იწვევს.


image


imageimageimageimage




0
608
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0