x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ორი იუმორისტული ისტორია ებრაელებზე, ღრმა აზრით

image


ღარიბი და მარტოხელა ებრაელი, უსინათლო დედასთან ერთად, კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. ყოველდღიურ ლოცვებში, ის ღმერთს ცხოვრების გაუმჯობესებას სთხოვდა. ერთხელაც, ღმერთმა მისი ლოცვები შეისმინა და მხოლოდ ერთი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. რაზეც ებრაელმა უპასუხა:

— მადლობა. ღმერთო! მე ერთადერთი სურვილი მაქვს: რომ დედამ დაინახოს, თუ როგორ უკეთებს მეუღლე ჩემს ქალიშვილს 20 მილიონ დოლარიან ყელსაბამს, ჩემს ბოლო მოდელის «მერსედესში», რომელიც ბევერლი-ჰილზზე, აუზთან დგას, ჩემი ვილის გვერდით!

— აი მესმის! — თქვა ღმერთმა — ეს ხალხი ძალიან შორს წასულა!


***


მოიშამ, ერთი მოხუცი გლეხისგან, 100 დოლარად ვირი იყიდა. გლეხს ის, ახალი პატრონისთვის, მეორე დღეს უნდა მიეყვანა. მეორე დღეს, გლეხი შეთანხმების თანახმად მივიდა, მაგრამ ვირის გარეშე:

— მაპატიეთ, მაგრამ ვირი მოკვდა – უთხრა მან მოიშას.

— მაშინ ფული დამიბრუნეთ.

— არ შემიძლია, უკვე დავხარჯე.

— კარგი, მაშინ ვირი დამიტოვეთ.

— კი, მაგრამ, რის გაკეთებას აპირებთ? ის ხომ მკვდარია?!

— მას ლატარიაში გავათამაშებ.

— მაგრამ, თქვენ არ შეგიძლიათ, მკვდარი ვირის ლატარიაში გათამაშება.

— დამიჯერეთ, შემიძლია. მე, უბრალოდ, არავის ვეტყვი, რომ ვირი მკვდარია.

რამდენიმე თვის შემდეგ, გლეხი მოიშას ისევ შეხვდა:

— იმ მკვდარი ვირის რა ქენით? – ჰკითხა მან ებრაელს.

— როგორც ვაპირებდი, ლატარიაში გავათამაშე: 500 ლატარიის ბილეთი გავყიდე, თითო 2 დოლარად და ჯამში, 898 დოლარი მოვიგე.

— მერე, პროტესტი არავის გამოუთქვამს?...

— მხოლოდ ერთმა ბიჭმა, – ვინც ვირი მოიგო. ძალიან გაბრაზდა და მას 2 დოლარი დავუბრუნე.


image


imageimageimageimage



0
1007
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0