x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანეკდოტები, კვირის ბოლოს (III ნაკრები)
image


სამი ფრაზა, რომელიც პანიკას იწვევს:
1. ეს მტკივნეული არ იქნება.
2. სერიოზულად მინდა დაგელაპარაკო.
3. მომხმარებლის სახელი (ლოგინი) ან პაროლი არასწორია.

***

— არ მჯერა ჩემი ექიმის. მან ერთდროულად მირჩია დიეტაზე დავჯდე და მეტი ვიარო.
— მერე რა?
— მჯდომარე სიარულ არ შემიძლია!

***

ორი დაქალი საუბრობს:

— ფულის გადანახვის შესაძლებლობა თუ გაქვთ?

— შესაძლებლობა კი, ფული — არა!

***

საავადმყოფოში გოგონა შეყვარებულის სანახავად მივიდა. პალატასთან ქალი დაინახა თეთრი ხალათით და მას მიმართა:
— შეიძლება ავადმყოფი ვნახო?
— და მისი ვინ ხართ?
— და.
— სასიამოვნოა შენი გაცნობა, შვილო. მე დედა ვარ.

***

დარეკა ტელეფონმა და ყურმილი ბავშვმა აიღო და ჩურჩულით უპასუხა:
— გისმენთ.
— გამარჯობა პატარავ, მამა სახლშია?
ბავშვი ისევ ჩუმად პასუხობს:
— სახლშია, მაგრამ დაკავებულია...
— დედა?
— ისიც სახლშია და ისიც დაკავებულია...
— სხვა ვინმე არის სახლში?
— ძია პოლიციელები და მეხანძრეები...
— იმათ მაინც დაუძახე!
— არ შემიძლია, ისინიც ძალიან არიან დაკავებულები...
— ღმერთო ჩემო, თქვენთან რა ხდება, რით არიან ასე დაკავებულნი?!
ბავშვმა ისევ ჩურჩულით უპასუხა:
— მე მეძებენ...

***

ორი მეგობარი საუბრობს:

— ქალის გაგება რთული არ არის: ის გადაშლილი წიგნია.
— ჰო, კვანტური ფიზიკის წიგნი, ჩინურ ენაზე.
— მაგრამ, გადაშლილი!

***

— აი ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გადავძვერი ტყეში, ჯიპში ფანჯრიდან 1. 2 წამში.
— მაგარია. და ვინ გადაიღო?
— არავინ, დათვმა შემთხვევით დააჭირა ღილაკს.

***

— მართალია, რომ კატები და გაწვრთნა შეუთავსებელია?

— არა, ჩემმა კატამ 3 დღეში გამომწვრთნა!

***

ადამიანების 99% მათემატიკას სკოლაში იმიტომ სწავლობს, რომ შემდეგ, საკუთარ შვილებს დაეხმარნენ, სკოლაში, ამ საგნის შესწავლაში.


image


ქმარი – ცოლს:

— ადრე სოფელში ერთი შემთხვევა მქონდა...

— მოკლედ მითხარი!

— შვილი 3 წლის არის...

***

ექსკურსიაზე, გიდი:

— თუ ქალბატონები ერთი წუთით გაჩუმდებიან, ნიაგარას ჩანჩქერის საშინელი ღრიალის მოსმენის შესაძლებლობა გექნებათ!..

***

წიგნების მაღაზიაში:

— ნუთუ ფიქრობთ, რომ დეტექტივი სახელწოდებით «მკვლელი – სტილისტი», ვინმეს დააინტერესებს, ყველაფერი ხომ სახელიდან ისედაც ცნობილია?

გამყიდველმა, წიგნი გადაშალა და ანოტაცია წაიკითხა:

— მსოფლიო კონგრესზე 2000 სტილისტი შეიკრიბა…

***

— მამა რას ნიშნავს "ფინანსური გენიოსი"

— ეს ადამიანია, შვილო, რომელიც უფრო სწრაფად შოულობს ფულს, ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს.

***

— სულელური ხუმრობები გაქვს!

— ჭკვიანურს, ჭკვიანი ადამიანებისთვის ვინახავ…

***

ქმარი – ცოლს:

— კარგი, სოფი, ახლა გადავწყვეტთ, რომელი ჩვენგანი გარეცხავს ჭურჭელს. მაგრამ, ერთი რთული წესი უნდა დაიმახსოვრო: თუ გერბი ამოვა — მე მოვიგებ, თუ საფასური — წაგებული შენ იქნები...

***

ქერა სიცრუის დეტექტორზე უნდა გამოკითხონ და წესებს უხსნია:

— სიმართლეს იტყვი – მწვანე სინათლე აინთება, ტყუილზე – წითელი. გასაგებია?

— გასაგებია.

*წითელი სინათლე აინთო*

***

— სოციალურ ქსელებში რატომ არ ხარ? – ეკითხება ერთი, მეორეს.

— ფსიქიატრი ვარ. ასეთი ურთიერთობები სამუშაოზეც საკმარისად მაქვს.

***

— შენთან გამოძინებას ვერ ვახერხებ, რადგან როდესაც გძინავს, ნახევარი საწოლი გიკავია.
— მერე, მეორე ნახევარი ხომ შენ გრჩება?!
— ჰო, მაგრამ, ისეთი არა, როგორიც საჭიროა – ეს მეოთხედია, შენგან მარცხნივ და მეოთხედ, შენგან მარჯვნივ.


image



თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)


არხის სხვა სიახლეები:


* "უადგილო" არტეფაქტი – გზა ატლანტიდისკენ

* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში

* რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული საშინელებათა ფილმები

* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ


0
378
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0