ბიოგრაფია ის უფსკრულზე 18 მ. სიმაღლეზე ეკიდა და მხოლოდ ჯიბის დასაკეცი დანა ჰქონდა... 2023, 7 აგვისტო, 14:17 როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება, ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობა და მათ შორის ადამიანი, ყველაფერს გააკეთებს, რომ გადარჩეს. ხან ისეთი ექსტრემალური, უჩვეულო და რთული სიტუაცია იქმნება, რომ კარდინალური გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. აქ სწორედ მსგავს შემთხვევებზე და იმ ადამიანებზე მოგიყვებით, რომლებმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად, საკუთარი სხეულის ნაწილზე თქვეს უარი. თუმცა, უარსაც გააჩნია... ერთია, როდესაც ადამიანს აძინებენ და ნარკოზის ქვეშ აჭრიან სხეულის ნაწილს და მეორე – საღ გონებაზე და გაუტკივარების გარეშე, თავად რომ აკეთებს ამას. აარონი რალსტონი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად დენვერში (კოლორადოს შტატი) გადავიდა და მთების სილამაზით მოხიბლულმა ბიჭუნამ მათი დაპყრობა და შესწავლა გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, ის ალპინისტი და თავგადასავლების მაძიებელი გახდა... 2003 წ. მან იუტას შტატის სამხ-დას. მდებარე შორეული მთა-გორიანი უდაბნოს გადაკვეთა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ. აარონი კლდის ნაპრალში ჩავარდა და ზემოდან მძიმე ქვა დაეცა, რომელმაც ხელი გაუჭეჭყა და ის კლდეზე მიაკრა. გაჭირვებაში მყოფმა ალპინისტმა დახმარება გამოიძახა და სელფიც გადაიღო... მაგრამ, მაშველები არ ჩანდნენ. აარონმა მათ ლოდინში რამდენიმე დღე გაატარა. ბოლოს მიხვდა, რომ რამე უნდა ეღონა. ის უფსკრულზე 18 მ. სიმაღლეზე ეკიდა და მხოლოდ ჯიბის დასაკეცი დანა ჰქონდა... და მან, თავის ცხოვრებაში, ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო: ჯერ კუნთები გადაიჭრა, შემდეგ ხელი ისე გადაატრიალა, რომ ძვალი გაეტეხა და კანიონის ფსკერზე დაეცა. საბედნიეროდ, დაცემისას, ქვედა კიდურები არ დაზიანებია. მან მოკვეთილი ხელი შეიკრა, სისხლისგან რომ არ დაცლილიყო და დახმარების საძებნელად წავიდა. უკაცრიელ უდაბნოში 8 მილის გავლის შემდეგ, ის ვერტმფრენიდან მაშველებმა შენიშნეს, რომლებიც სწორედ მას ეძებდნენ და აარონი გადარჩა. ხელის თვითამპუტაციას მიმართა მირონ შლაფმანმაც. ის გამოცდილი მონადირე იყო და 2018 წლის 18 აგვისტოს, იმას აკეთებდა, რაც არაერთხელ გაუკეთებია – საკუთარ ავტოფარეხში დენის ხორცსაკეპი მანქანით ძეხვს ამზადებდა. როდესაც ის მანქანაში ხორცს ასწორებდა, ფეხი შემთხვევით პედალს დააჭირა და მისი მარცხენა ხელი მანქანამ შეითრია. მას ხელი დაეჭრა, ძვლები დაემტვრა და ის ისევ მანქანაში იყო გაჭედილი. 69 წლის ვიეტნამის ომის მონაწილემ იცოდა, რომ ტრავმის გათვალისწინებით, ის სავარაუდოდ, სისხლისგან დაიცლებოდა, თუ ხელს არ გაითავისუფლებდა და ამიტომ, სასწრაფოდ, ხელის მოჭრა გადაწყვიტა. შლაფმანს არც კი უყოყმანია: ყველაზე ახლოს მდებარე დანა აიღო და მუშაობას შეუდგა. ხელის გათავისუფლების შემდეგ, 911-ზე დარეკა და ადგილზე მისულმა პოლიციამ მას ჭრილობა დაუმუშავა, ხოლო შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა. ხელის ამპუტაციით, ხანდაზმულმა მამაკაცმა თავი გადაირჩინა. თითქმის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ალ ჰილიც, 66 წლის მამაკაცი, კალიფორნიის შტატიდან, რომელიც ტყეში იყო ხის საჭრელად. მას მოჭრილი ხე დაეცა და ქვეშ მოიყოლა. მან ამ მდგომარეობაში 11 საათი გაატარა. ადგილი, სადაც ის იყო, დასახლებული პუნქტიდან ძალიან იყო დაშორებული და იქ ფიჭური კავშირიც არ არსებობდა. მუხლს ქვემოთ ფეხის მოსაჭრელად და სიცოცხლის გადასარჩენად, ალმაც ჯიბის დანით ისარგებლა. მას შემდეგ, რაც თავი გაითავისუფლა, წამოდგომა სცადა და ამ დროს, ხის ჩეხის ხმა შემოესმა. მან ყვირილი დაიწყო და მისი ხმა გაიგეს. აღმოჩნდა, რომ ტყეში მისი მეზობელი იყო. ის სასწრაფოდ გაიქცა იმ ადგილისკენ, სადაც მობილური იჭერდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ალს ოპერაცია გაუკეთეს და ის გამოჯანმრთელდა. მან მართალია ფეხი დაკარგა, მაგრამ სიცოცხლე შეინარჩუნა. არხის სხვა სიახლეები:* კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია* ფოლადის არმატურამ ტვინში გაიარა... გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორიები* იყო კი ცხენი? – ტროას დაცემის რეალური ისტორია* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად339 3-ს მოსწონს
|