x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ყველასთვის ცნობილი ადამიანების შესახებ

1. უშიშროებაში მსახურობის დროს, ვ. პუტინის ზედმეტი სახელი «ჩრჩილი» იყო.image2. ბაღდათის უნივერსიტეტმა უდეის — სადამ ჰუსეინის უფროს ვაჟს — პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭა. თუმცა, მას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა. მისი დისერტაციის თემა «ამერიკული ძლიერების დაცემა 2016 წ.» იყო.

3. 1938 წელს ჟურნალმა «ტაიმმა» ჰიტლერი «წლის ადამიანად» დაასახელა.

4. ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო.

5. ნაპოლეონი 26 წლის იყო, როდესაც იტალია დაიპყრო.

6. ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა თავისი შხამების ეფექტურობას ცოცხალ ადამიანებზე – მონებზე ამოწმებდა. ის ეძებდა შხამს, რომელსაც სწრაფად და ტანჯვის გარეშე, შეეძლო ადამიანის მოკვლა.
7. კლეოპატრა ცოლად საკუთარ ძმას — პტოლემეს გაჰყვა. საქმე იმაშია, რომ იმ დროს, ეგვიპტეში არსებული კანონის მიხედვით, ქალს არ შეეძლო ქვეყნის ერთპიროვნული მართვა და ამიტომ, საჭირო გახდა და-ძმის დაქორწინება.
8. კლეოპატრა არ იყო ეგვიპტელი. მას მაკედონურ-ბერძნული და ირანული ფესვები ჰქონდა.
9. დიდი ბრიტანეთში, ყველა პასპორტი, ტექნიკურად, დედოფლის სახელით გაიცემა. ასე, რომ, თავად დედოფალს ის არ სჭირდება. ხოლო, სამეფო ოჯახის ყველა სხვა წევრს, მათ შორის, პრინც ჩარლზსაც, პასპორტი აქვს.
10. ჩინგიზ-ყაენის ერთ–ერთ ქალიშვილს ძალიან უყვარდა საკუთარი მეუღლე თოჰუჩარი. თავად ჩინგიზ-ყაენი კი, სიძეს შვილივით ეპყრობოდა. როდესაც თოჰუჩარი ნიშაბურის მშვილდოსანმა მოკლა, მისმა ცოლმა შურისძიება მოითხოვა.

ჩინგიზ-ყაენის ჯარი თავს დაესხა ნიშაბურს, მონღოლებმა ყველა ამოწყვიტეს, ვინც გზად შემოხვდათ, მათ შორის ქალები, ბავშვები და ცხოველებიც კი. ზოგიერთი შეფასებით, საერთო ჯამში, 1 748 000 ადამიანი იყო მოკლული. ხოლო, მათი მოკვეთილი თავებით პირამიდა ააგეს – ესეც მისი ქალიშვილის თხოვნით.image


11. ლენინის სიკვდილის მომენტში, მისი ტვინის, საშუალო ზომის ტვინის ზომის, მხოლოდ მეოთხედს შეადგენდა.
12. იტალიის ეროვნული დროშა ნაპოლეონმა მოიგონა.
13. ამერიკის პირველი უმაღლესი მოსამართლე ჯონ ჯეი მონებს ყიდულობდა, მათი შემდგომი გათავისუფლების მიზნით.
14. უინსტონ ჩერჩილის წინაპრები, დედის მხრიდან, ინდიელები იყვნენ.
15. ელისაბედ I მეფობის დროს, ინგლისში მამაკაცის წვერის გადასახადი არსებობდა. თუმცა, არც წვეროსნებს, არც პეტრე I სწყალობდა.
16. დედოფალ ვიქტორიას ქორწილში აჩუქეს ყველი, რომლის დიამეტრი 3 მ. იყო და 500 კგ-ს იწონიდა.
17. ინგლისის მეფემ ჰენრი VIII თავისი 6 ცოლიდან 2 სიკვდილით დასაჯა.
18. ესპანეთის მეფის ალფონსო XIII კარზე არსებობდა სპეციალური თანამდებობა — ჰიმნიველი. საქმე იმაში იყო, რომ მეფეს საერთოდ არ ჰქონდა მუსიკალური სმენა და ის საკუთარი სამეფოს ჰიმნს, სხვა მუსიკისგან, ვერ არჩევდა. ჰიმნიველის მოვალეობაში, ჰიმნის დაწყების წინ, მეფისთვის ნიშანი მიეცა შედიოდა.

19. პეტრე პირველის სიმაღლე, დაახლოებით, 213 სმ. იყო. ეს იმ ფონზე, რომ იმ პერიოდში, მამაკაცის საშუალო სიმაღლე ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღეს არის.
20. სერ უინსტონ ჩერჩილი დღეში 15 სიგარას ეწეოდა.image


21. ბალზაკმა ჰალსტუხებს წიგნი მიუძღვნა, სახელწოდებით «ჰალსტუხის ტარების ხელოვნება».
22. საფრანგეთის მეფეს ლუი XIV «მეფე-მზეს» 413 საწოლი ჰქონდა.
23. ნაპოლეონს კატების ეშინოდა — მას აილუროფობია ჰქონდა.
24. ფრაზა «მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს» ეკატერინე მედიჩმა წარმოთქვა, როდესაც გაიგო საკუთარი შვილის – შარლ IX გარდაცვალების შესახებ.
25. ართურ კონან დოილი, შერლოკ ჰოლმსის შესახებ დეტექტივების ავტორი, პროფესიით ოფთალმოლოგი იყო.
26. ბეთჰოვენი ყავას ყოველთვის 64 მარცვლისგან ხარშავდა.
27. ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია (1819-1901), რომელიც ბრიტანეთს 64 წელი მართავდა, ინგლისურად აქცენტით საუბრობდა. მას გერმანული ფესვები ჰქონდა.
28. 1357 წელს პორტუგალიაში დედოფლის გვირგვინი მიცვალებულს დაადგეს. გარდაცვალების შემდეგ დედოფლად პრინცესა ინეს დე კასტრო აკურთხეს, პედრო I მეორე ცოლი. ამ მოვლენამდე 2 წლით ადრე, მისმა მამამთილმა ალფონსო «ამაყმა», რომელსაც სძულდა რძალი იმის გამო, რომ დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, საიდუმლოდ უბრძანა თავის ხალხს, რომ ისიც მოეკლათ და მისი შვილებიც. როდესაც პედრო მეფე გახდა, მან ბრძანა, რომ ინესის გვამი საფლავიდან ამოეღოთ და პორტუგალიის დედოფლად ეღიარებინათ.
29. სპარსეთის დიდი ვეზირი აბდულ კასიმ ისმაილი (X ს.) არასოდეს შორდებოდა თავის ბიბლიოთეკას. თუ სადმე მიდიოდა, ბიბლიოთეკა კვალდაკვალ «მიჰყვებოდა». 117 ათასი წიგნი 400 აქლემს გადაჰქონდა. ამასთან, წიგნები (აქლემებთან ერთად) ანბანური თანამიმდევრობით იყო დალაგებული.
30. ჰანს კრისტიან ანდერსენი, პრაქტიკულად, ყველა სიტყვას შეცდომით წერდა.image


31. როდესაც რუსეთის დედოფალი ელისაბედ I (1709 –1762) გარდაიცვალა, მის კარადაში 15 000 კაბა აღმოაჩინეს და კიდევ უფრო მეტი წყვილი ფეხსაცმელი.
32. მოცარტმა მუსიკის შექმნა 3 წლის ასაკიდან დაიწყო.
33. ვიდრე მუსიკის შექმნას დაიწყებდა, ბეთჰოვენი თავზე ერთ სათლ ცივ წყალს ისხამდა, – თვლიდა, რომ ცივი წყალი ტვინის მუშაობას სტიმულირებას უწევდა.
34. ელექტრო ნათურაზე მუშაობის პროცესში, თომას ედისონმა 40 000 გვერდი დაწერა.
35. «ზაფხულის ღამის სიზმარი» ფელიქს მენდელსონმა 17 წლის ასაკში შექმნა და ის გახდა ყველაზე ცნობილი ნაწარმოები მის შემოქმედებაში.
36. იოჰან სებასტიან ბახის 100-ზე მეტი შთამომავალი ორგანისტი გახდა.
37. ZZ Top ჯგუფის მხოლოდ ერთ წევრს არა აქვს წვერი. მისი გვარია Beard, რაც თარგმანში ნიშნავს… «წვერს».
38. რადიარდ კიპლინგი ვერ წერდა, თუ მელანი შავი ფერის არ იყო.
39. ჩარლზ დიკენსი როდესაც წერდა, ყოველთვის სახით ჩრდილოეთით იჯდა და ძილის დროს, თავი ყოველთვის ჩრდილოეთით ჰქონდა.
40. რომის იმპერატორი გაიუს იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს ატარებდა... რომ თავის გამელოტებული ადგილები შეენიღბა.image


41. 1778 წ. გარდაცვლილი ვოლტერის გვამი საფლავიდან მოიპარეს. მომხდარი ფაქტის შესახებ, მხოლოდ 86 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. უფრო სწორედ, მისი გარდაცვალებიდან, 86 წლის შემდეგ. კონკრეტულად როდის მოხდა ქურდობა, უცნობია.

42. 35 წლის მანძილზე მოცარტმა 600-ზე მეტი ნაწარმოები შექმნა, მაგრამ გარდაცვალების მომენტში უღარიბესი ადამიანი იყო.

43. ალ. აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები უცნობია, რადგან მედდამ, რომელიც მასთან გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა, გერმანული არ იცოდა.

44. უარყოფითი ციფრები ხმარებაში, 1202 წელს იტალიელმა ვაჭარმა პიზანიმ შემოიღო. ის ამ ციფრებს ზარალის და ვალების ჩასაწერად იყენებდა.

45. სტივენ კინგის ნაწარმოების უმრავლესობაში, მოქმედება მენის შტატი ხდება. ეს პარადოქსულია, მაგრამ აღნიშნულ შტატში დანაშაულის დონე ყველაზე დაბალია, ამერიკის სხვა შტატებთან შედარებით.

46. ცნობილი მეწარმე ჰ. ფორდი სამუშაოზე ადამიანის აყვანის დროს, პრივილეგიას მათ ანიჭებდა, ვისაც ფიზიკური ნაკლი ჰქონდა. 1919 წელს მისი ქარხნის მუშებს შორის, ყოველ 4 ჯანმრთელ ადამიანზე, 1 ინვალიდი მოდიოდა.

47. 1759 წ. არტურ გინესმა წმ. გეითის ლუდსახარში 9 000 წლით იქირავა, წელიწადში 45 ფუნტად და იქ, დღეს ყველასთვის ცნობილი ლუდის Guinness-ის წარმოება დაიწყეს.

48. ცნობილი მეცნიერის ლუი პასტერის კვლევები ერთ ნაწილი, ლუდის ქარხანამ დააფინანსა. მათვე აუღეს მეცნიერს ბილეთი საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. როდესაც მას სიტყვა მისცეს, პირველ რიგში, გამომსვლელმა ლუდის სარეკლამო პოსტერის გამოკვრა დაიწყო, ხოლო თავისი გამოსვლა, მასზე წარმოდგენილი ლუდის ქებით დაიწყო – აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო ლუდი იყო ლუდებს შორის და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მთავარზე.

49. ჯორჯ ვაშინგტონი შეხვედრის დროს, ხელს არავის ართმევდა — მისთვის უფრო მისაღები თავის დაკვრა იყო.

50. ბილ კლინტონმა მთელი თავისი პრეზიდენტობის მანძილზე, სულ 2-ჯერ ისარგებლა ელ. ფოსტით. ამასთან, ერთი წერილი სატესტო იყო, იმის გასარკვევად, რომ ყველაფერი კარგად მუშაობდა, ხოლო მეორე წერილის ადრესატი უცნობია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* საქართველო და მსოფლიო – ჩვენთან როგორი წყობაა?

* რომც მოინდომონ, მაინც ვერ ააშენებენ – 13 უძველესი არქიტექტურული ძეგლი

* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* ვინ იყვნენ მესოპოტამიელი ოლიგარქები და რა გავლენა ჰქონდათ მათ ხელისუფლებაზე

* ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება

* პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით

* რატომ ეგონა წიწილებთან გაზრდილ მართვეს თავი ქათამი? ფრინველთა მეფის სიცოცხლის დაუვიწყარი ისტორია

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება



0
648
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0