x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება

ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც წესი, ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს, თუ რა თქმა უნდა, რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა. ამიტომ, ჩვენი გონება, ყველაფერს მშვიდად, ადეკვატურად აღიქვამს... და უფრო მეტიც, ტვინს რიგ სიტუაციებში, რეალობის დამოუკიდებლად დასრულებაც შეუძლია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს დაცვითი მექანიზმია, რაც დაკავშირებულია მცირე შეფერხებასთან, გარე სამყაროდან სხეულის სენსორული სისტემების მიერ ინფორმაციის მიღებას და მისი ნერვული იმპულსების საშუალებით, ტვინში გადაცემას შორის. ასეთი რეაქცია, შეიძლება, რიგ სიტუაციებში, სასარგებლოც იყოს.

ცხოვრების მანძილზე, ადამიანს სამყაროს ე. წ. სურათი უყალიბდება, რომლის ფარგლებში, ის ცხოვრობს და მოქმედებს. ხოლო, თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის, გაუგებრობას იწვევს და ნანახის ხელახლა ნახვა და გაანალიზებაა საჭირო. აქ, სწორედ ამგვარი სიტუაციების, რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ:


საკუთარ ქონებას უნდა გაუფრთხილდეთ და უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. მაგრამ, თუ მაინც დატოვება გადაწყვიტეთ – დაცვაზე მაინც უნდა იზრუნოთ... სწორედ ასე ფიქრობს ამ ჩუსტების პატრონიც.image


როგორც წესი, ასე ძაღლებს ასეირნებენ, იშვიათად კატებს. ეს ქალბატონები უფრო შორს წავიდნენ და სახლიდან უთოები "წამოიყვანეს"... image


შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ ფოტოზე 15 კატა–კლონია, რომელიც ამთქნარებს ან კნავის. მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, – კატა მხოლოდ ერთია.image


არა, ეს არასტანდარტული გარეგნობის, დიდ თავიანი გოგონა არ არის – ეს მხოლოდ ფოტოა ჟურნალში.image


ვაგრძელებთ "შინაური ცხოველების" თემას... და თუ შეიძლება უთოს "გასეირნება", – ანანასის რატომ არა?..image


ამ ფოტოზე კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი – ნავი ავტომობილების პარკირების ადგილზე, მართლაც რომ, უცნაური სანახავია. image


საინტერესოა, ამას სტილისტი საკუთარი მოსაზრებით აკეთებს, თუ კლიენტმა სთხოვა?..image


და რატომაც არა?..
image


ამ ჩრდილის მიხედვით, ცხენი სახლში უნდა ცხოვრობდეს.image


საინტერესოა, ასე რამდენ ხანს გაძლებს?image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...

* ისტორიულ ფასეულობის 10 ძველი ფოტო, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში გვეხმარება

* და ისევ მარიხუანაზე...

* წარმოუდგენელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* ძველი ეგვიპტე – აკრძალული ქვეყნის საიდუმლოებები

* თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?

* უცხოპლანეტური ცივილიზაციები – მითი, თუ რეალობა?



0
1018
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1018
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0