x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
უცხოპლანეტური ცივილიზაციები – მითი, თუ რეალობა?

თეორიულად, დასახლებული პლანეტების რაოდენობა, მილიონობით შეიძლება იყოს და მათზე მცხოვრები ცივილიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, მაღალგანვითარებულია...


დაცული ტერიტორიაimage


პირველი და ყველაზე სასიამოვნო ვერსია ადამიანებისთვის, სამყაროს უცნაური დუმილის ასახსნელად, – «კოსმოსური ზოოპარკის» თეორიაა. ამ ვარაუდის მიხედვით, ადამიანის საცხოვრებლის ტერიტორია, რაღაც უმაღლესი გალაქტიკათშორისი მოსაზრებით, დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული და მასთან ყოველგვარი კონტაქტი აკრძალულია. უფრო სწორედ, კონტაქტი არსებობს, მაგრამ, ცალმხრივი.

ჩვენს შესახებ იციან, გვაკვირდებიან. შესაძლოა, დედამიწის «აკვნიდან» გადმოსვლაში ხელსაც გვიშლიდნენ... მაღალგანვითარებული ცივილიზაციისთვის ასეთი დაკვირვება მეტად ფასეული – ჩვენს «ჩვილობაში», ისინი საკუთარ წარსულს სწავლობენ.


და ის მაინც უნიკალურია...image


ის, რომ დედამიწა ერთადერთი და უნიკალური პლანეტაა, დაჟინებით ამტკიცებენ «უნიკალური დედამიწის» კვლევის ავტორები პიტერ უირდი (Peter Ward) და დონალდ ბრაუნლი (Donald Brownlee). მათი აზრით, იმისთვის რომ, რომელიმე პლანეტაზე ისეთი სიცოცხლის ფორმები გაჩნდეს, როგორიც დედამიწაზეა, გარკვეული პირობებია საჭირო:

image* პლანეტა უნდა მდებარეობდეს სარტყელში, სადაც წყალი შეიძლება იყოს თხევად მდგომარეობაში.
* პლანეტას უნდა ჰყავდეს, მთვარის მსგავსი, მასიური თანამგზავრი, რომელიც აუცილებელია მისი ბრუნვის ღერძის სტაბილურობისთვის.
* პლანეტაზე უნდა იყოს სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნივთიერების მარაგი. ხოლო, მის ქერქს, განსაზღვრული შემადგენლობა და სტრუქტურა უნდა ჰქონდეს.

* ასევე აუცილებელია, რომ ვარსკვლავს, რომლის სისტემაშიც პლანეტა შედის, სწორი ტემპერატურის ციკლი ჰქონდეს.

მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში – «უნიკალური დედამიწა: რატომ არ არის მაღალგანვითარებული სიცოცხლე გავრცელებული მოვლენა სამყაროში» (Rare Earth: Why Complex Life Is Uncommon in the Universe) ახსნილია, რომ ისეთი პლანეტა, როგორიც დედამიწაა, მეტად იშვიათია და რომ ნაკლებად შესაძლებელია, ასეთი პირობები კიდევ სადმე იყოს.
imageთუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰიპოთეზა «კოპერნიკის პრინციპს» ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, დედამიწა სულაც არ არის უნიკალური და რომ სამყაროში შესაძლოა იყოს უამრავი ვარსკვლავური სისტემა და პლანეტა, ისეთივე პირობებით, როგორიც ჩვენთან არის.

მაგრამ, უცხო ცივილიზაციის მოძებნა მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, ბევრი მეცნიერის აზრით, – უფრო რთული და შრომატევადია, ვიდრე თივის ზვინში ნემსის პოვნა, რადგან თუ ჩვეულებრივ ზვინში 150-300 ათასი ჩალის ღეროა, «რძის გზაში» – 200–დან – 300 მილიარდამდე ვარსკვლავია. თუმცა, არიან მეცნიერები, რომლებიც ამას აპროტესტებენ და აცხადებენ: «ჩვენ ნებისმიერ «ნემსს» კი არ ვეძებთ, არამედ «ნემსს», რომელიც სიგნალს გამოსცემს».

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ჯერ–ჯერობით ვერაფერს ვპოულობთ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* დაუჯერებელია, რომ ეს სტალინმა თქვა...

* იშვიათი და რეალური კადრები

* სიურრეალიზმი თანამედროვე ფოტო–ხელოვნებაში (30 ყველაზე ეპატაჟური ფოტო)

* როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა

* რა გზავნილი დაუტოვა სტივენ ჰოკინგმა მათ, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას

* ქარიზმატული ლიდერი – რით იზიდავდა სტალინი ადამიანებს?

* სამოსის და ფეხსაცმლის შერჩევა – 6 ძირითადი წესი დაბალი გოგონებისთვის



0
466
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0