x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწა კაცობრიობის სამშობლო არ არის – მეცნიერების მიერ წარმოდგენილი ფაქტები

იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ დედამიწა, შეიძლება ჩვენი სამშობლო არ იყოს და უცხოპლანეტელები ვიყოთ ამ პლანეტაზე?

კაცობრიობის წარმოშობის საკითხი, პლანეტა დედამიწაზე, დღემდე ღიად რჩება. ხოლო, იმაზე, რომ ეს პლანეტა ადამიანის აკვანი არ არის, ბევრი ფაქტორი მიუთითებს:


image


* სიცოცხლის სხვა, ადგილობრივი ფორმებისგან განსხვავებით, ადამიანს საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებები აწუხებს (ბრტყელი ფეხები, სახსრების და წელის ტკივილი), რაც იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი ჩონჩხი, იმ პლანეტის საცხოვრებელ პირობებთან არ არის ადაპტირებული, რომელშიც იძულებულია იარსებოს. კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ჩვენ დაბალი გრავიტაციის პლანეტა უფრო მოგვიხდებოდა.
* ადამიანი ცუდად იტანს მზის სხივებს (დამწვრობა, პიგმენტაცია და ა. შ). რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა, რომელზეც ადამიანი გაჩნდა, მზიდან უფრო მოშორებით მდებარეობდა, ვიდრე დედამიწა.
* ადამიანის გენომი 223 დამატებით გენს შეიცავს, რომელიც დედამიწის სხვა სახეობებში აღმოჩენილი არ არის.
* მეცნიერებმა ადამიანის სხეულის ციკლური მუშაობა შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანისთვის ოპტიმალური 25 საათიანი დღე–ღამის ციკლი არის.
და ეს, მხოლოდ ძირითადი ფაქტებია, რომელიც კაცობრიობის, ადგილობრივ ცხოვრების ფორმებთან, შეუსაბამობაზე მიუთითებს.


დედამიწაზე ადამიანის წარმოშობის თეორიები


ამერიკელი ეკოლოგი ელის სილვერი თავის წიგნში – «ადამიანები დედამიწიდან არ არიან: მტკიცებულებების მეცნიერული შეფასება», ამტკიცებს, რომ ყველა ფაქტის მიხედვით, ადამიანი მიწიერი ევოლუციის პროდუქტი არ არის და რომ, კაცობრიობის წარმოშობა, სამყაროს სხვა კუთხეში მოხდა. ხოლო, მოგვიანებით, სიცოცხლის ეს ფორმა დედამიწაზე გადმოვიდა.


image


მეცნიერთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ჩვენ მარსელების შთამომავლები ვართ... და ეს რომ ასეა, ამაზე შემდეგი ფაქტები მეტყველებს:

* მზიდან დაშორება
* დღე–ღამის ხანგრძლივობა – 24 სთ. და 37 წთ.
* მარსის გრავიტაცია, დედამიწის გრავიტაციის, მხოლოდ 38% შეადგენს.
* მარსზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები რომ იყოს, მასზე ცხოვრება უფრო კომფორტული იქნებოდა ჩვენთვის.


ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებული ლეგენდები


გამოქვაბულების ნახატების სიუჟეტები იქნება, თუ კლდეზე შესრულებული უძველესი ნახატები – ყველგან, ყველა კონტინენტზე, კოსმოსური ხომალდების და კოსმონავტის კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანების გამოსახულება გვხვდება.


image


გარდა ამისა, უძველეს მითებში და ლეგენდებში, ადამიანის დედამიწაზე გამოჩენა სწორედ ზეცას უკავშირდება. მაგ., ჰუტუს და ტუტსის აფრიკულ ტომებში თვლიან, რომ პირველი ადამიანი დედამიწაზე, მეუღლესთან ერთად, ციდან ჩამოვიდა.

იაპონურ ლეგენდებში კი ამტკიცებენ, რომ პირველი ადამიანები – ღრუბლების ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
ბევრი უჩვეულო ფაქტი მიუთითებს, კაცობრიობის არამიწიერ წარმოშობაზე. თუმცა, ამ თეორიებისთვის, დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.


რაც შეეხება ჩვენს ისტორიულ სამშობლოს, ის დღეს ცივი და უსიცოცხლოა. მაგრამ, დიდი ხნის წინ, ეს პლანეტა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მარსზე მდინარეები მიედინებოდა, იყო ხეობები და ტბები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, წითელი პლანეტიდან მიღებული ფოტო და ვიდეო მასალების და ასევე, მარსის გრუნტის და განსაკუთრებით, მისი სამხრეთით არსებული რელიეფის გაანალიზების შემდეგ.

მეცნიერთა გაანგარიშებით, მარსზე ჰაერის საშუალო ტემპერატურაა, ამჟამად -60 °С–ია, რაც წყლისთვის ძალიან დაბალია. მაგრამ, ყოველთვის ასე არ იყო... მილიონობით წლის წინ, წითელი პლანეტის კლიმატი გაცილებით კომფორტული იყო და საშუალო ტემპერატურა +20 °С–ის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, მარსზე წყალი იყო. და არა უბრალოდ წყალი. მის ზედაპირზე დიდი მდინარეები მიედინებოდა. გაგრძელება >>>



მარსის ზედაპირი 4 მლნ. წლის წინ (კომპიუტერული მოდელი)

imageარხის სხვა სიახლეები:


* 15 იშვიათი ისტორიული ფოტო

* სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები

* მონიკა ბელუჩის "თამამი" ფოტოები

* 14 წლი იზოლაციაში და ფილმებით გაცნობილი ცხოვრება

* იდუმალი სინათლეები მთვარეზე

* "ლოგინად ჩავარდნილი" ლაიმა ვაიკულე 27 ივლისს სოლო კონცერტს გამართავს

* ნიკოლა ტესლას დროის მანქანა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (V ნაკრები)


2
1417
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1417
  
2022, 18 ივლისი, 18:32
თან, იმის გათვალისწინებით, რომ მარსზე ადრე კარგი პირობები ყოფილა, ალბათ, ასეც იყო...
2022, 18 ივლისი, 16:31
ეს ვერსია უფრო ბევრად რეალურია,ვიდრე ბიბლიური მითები,ბოლო ბოლო დედამიწაზე მცხოვრები თითქმის 2 მილიონი ცოცხალი ორგანზიმიდან მარტო ადამიანია ჰომო საპიენსი,ხომ უცნაურია არა?
0 1 2