x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
იდუმალი სინათლეები მთვარეზე

image


გასული წლის ბოლოს, ინდიანაპოლისში (აშშ), ასტრონომებმა მთვარეს სურათი გადაუღეს და გაკვირვებულებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის თანამგზავრის სიახლოვეს, უცნობი ობიექტი მოძრაობდა. გარდა ამისა, მთვარეზე სხვადასხვა ფერის და ინტენსივობის, იდუმალი შუქებიც შენიშნეს.

imageწლების განმავლობაში დაკვირვებამ, მთვარეზე ბევრი უცნაური და აუხსნელი მოვლენა გამოავლინა, რომელსაც მეცნიერებმა ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნეს.

წლების წინ, დოქტორმა რობერტ იასტროუმმა (Robert Jastrow), რომელიც NASA–ს კომიტეტის პირველი თავმჯდომარე იყო, მთვარეს როზეტის ქვაც (გრანოდიორიტის სტელა, რომელიც ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საქმეში გასაღებად იქცა) კი უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მთვარეზე, ან მის შიგნით არის პასუხი, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოზე.

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, როდესაც ადამიანებს პირველი ტელესკოპები მასობრივად გაუჩნდათ, აქტიურად დაიწყეს მთვარეზე დაკვირვება. იქიდან მოყოლებული, ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე დაკვირვება გამუდმებით მიმდინარეობს და მასზე მომხდარი, თუნდაც უმნიშვნელო მოვლენა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება. ამიტომ, არსებობს წყაროები, რომლებშიც მთვარეზე უცნაური ნათების წარმოქმნის შესახებ, ფაქტები არის დაფიქსირებული. ცოტა ხნის წინ კი, მის ზედაპირზე მწვანე ფერის სინათლეები შენიშნეს. imageთუმცა, დაკვირვების შედეგებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სინათლე შეიძლება იყოს თეთრიც და ისეთივე კაშკაშა, როგორიც თავად მთვარეა.

ასტრონომები ამ გამოცანის ამოხსნას ცდილობენ, თითქოს სისტემასაც მიაგნეს, რომლითაც ეს ნათება ხორციელდება, მაგრამ რაციონალური ახსნა, ჯერ–ჯერობით ვერ მოუნახეს.

მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი – დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ციურ სხეულზე, არის რაღაც სახის ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც ინტენსიურ სინათლეს წარმოქმნის. მაგრამ, კონკრეტულად სად მდებარეობს, რთული სათქმელია. ეს შეიძლება იყოს როგორც სტაციონარული შუქურები, ისე მოწყობილობები მობილური მანქანებში, ან არამიწიერი წარმოშობის, კოსმოსური ძალების აპარატები.



image


არხის სხვა სიახლეები:


* "ლოგინად ჩავარდნილი" ლაიმა ვაიკულე 27 ივლისს სოლო კონცერტს გამართავს

* ნიკოლა ტესლას დროის მანქანა

* ეს ფაქტები – ყველა ჩვენგანზეა... და პირადად, თქვენზეც

* 12 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ

* ყველაზე ცბიერები – რომელ ცხოველს შეუძლია ეშმაკობა, მელას გარდა?

* მაღალგანვითარებული ცივილიზაციები შუმერებამდე და ეგვიპტელებამდე

* ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

* მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)


0
435
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0