x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მთვარეზე გიგანტური ამო დააფიქსირეს (ვიდეო)

image


UFO Hunters–ი YouTube არხზე აიტვირთა ვიდეო, რომელზეც ნათლად ჩანს, თუ როგორ ჩამოაგდო გიგანტურმა ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა მთვარეზე, არანაკლებ, გიგანტური ტვირტი. კონკრეტულად, ეს რა ტვირთი იყო, ამჟამად, გარკვევას უფოლოგები ცდილობენ.



ექსპერტები თვლიან, რომ მთვარის მახლობლად დაფიქსირებული, გიგანტური ზომის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, — უცხოპლანეტელების ვარსკვლავური ხომალდია და თუ ეს სიმართლეა, მაშინ აღნიშნული ვიდეო, მთვარეზე უცხოპლანეტელების ბაზის არსებობოის ძველ თეორიას ამტკიცებს. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ვარაუდობს, რომ მთვარის შიგნით ღრუ არის და იმ ზონაში უცხოპლანეტელების ქალაქი მდებარეობს.

უფოლოგებმა მთვარის იმ რაიონის იდენტიფიცირება მოხდინეს, რომელშიც ტვირთის ჩამოგდება მოხდა: ეს — სიცივის ზღვა (ლათ. Mare Frigoris) არის. «ობექტი არისტარქეს კრატერთან (ლათ. Aristarchus) გაჩერდა, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 40 კმ–ია. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ ამო სიდიდით, კრატერს ნამდვილად არ ჩამოუვარდება, რაც ნამდვილად, რომ წარმოუდგენელია! კაცობრიობას არ გააჩნია, ასეთი უზარმაზარი კოსმოსური ხომალდის შესაქმნელი ტექნოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წინაშე, ნამდვილად უცხოპლანეტელების ხომალდია», — განმარტავენ მეცნიერები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერტები ტვირთის შემადგენლობის დადგენას ცდილობენ, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ ტელესკოპებით შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, საკითხში გასარკვევად, საჭიროა მთვარეზე ასტრონავდების გაგზავნა და ყველაფრის ადგილზე შესწავლა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

image

imageimage1. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს
2. ყავის დღიური ნორმა, დღეგრძელობისთვის
3. ყველაზე «მარტოხელა» სახლი მსოფლიოში
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. II მსოფლიო ომის 10 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

0
1507
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0