საბუნებისმეტყველო მთვარის 11 საიდუმლო 2021, 9 აპრილი, 14:52 მთვარე — კოსმოსურ სივრცეში, ჩვენი ყველაზე ახლო თანამგზავრია და ერთადერთი ციური სხეულია, რომელზეც ადამიანს ფეხის დადგმა შუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე შორიდან ძალიან უბრალოდ მოჩანს, მას უამრავი საიდუმლო აქვს! 1. მთვარისძვრა ყველაზე შემაშინებელი და შემაშფოთებელი მთვარისძვრებში კი ის არის, რომ ჩვენ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს იმაზე, თუ რა შეიძლება მას იწვევდეს. მიწისძვრებს დედამიწაზე, როგორც წესი, ტექტონიკური ფილების გადაადგილება იწვევს, მთვარეზე კი, ასეთი ფილები, უბრალოდ, არ არის. 2. ორმაგი პალანეტა
3. მთვარის ნაგავი ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანი მთვარეზე იყო, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რომ თანამგზავრს ნაგავსაყრელად გამოყენება ხდება. ასტრონავტებმა მთვარეზე, მასზე ვიზიტის შემდეგ, დიდი რაოდენობით ნაგავი დატოვეს. ითვლება, რომ იქ, დაახლოებით, 181 437 კგ–მდე ხელოვნური მასალა არის თავმოყრილი. 4. მთვარის სასაფლაო ცნობილი ასტრონომი და გეოლოგი იუჟენ «ჯინ» შუმაკერი (Carolyn Jean Spellmann Shoemaker), რომელიც თავის წრეში ნამდვილი ლეგენდად ითვლებოდა (მან მთვარის კვლევის მეთოდი შეიმუშავა, რომელიც «აპოლონის» ასტრონავტებმა გამოიყენეს), ყოველთვის ასტრონავტობაზე ოცნებობდა, მაგრამ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემის გამო, ოცნების ასრულება ვერ შეძლო. 5. მთვარის ანომალიები
6. მთვარის მტვერი ერთ–ერთი ყველაზე საოცარი და ამავდროულად, ყველაზე სახიფათო ნივთიერება მთვარეზე — მთვარის მტვერი არის. როგორც ცნობილია, ქვიშა დედამიწაზე ყველგან აღწევს, მაგრამ მთვარის მტვერი მეტად სახიფათო სუბსტანციაა: ის ფქვილს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან უხეშია. საკუთარი ტექსტურის და მთვარეზე დაბალი გრავიტაციის წყალობით, ის შეუფერხებლად აღწევს ყველგან და ყველაფერში და შეუძლია როგორც სკაფანდრის, ისე ხომალდზე არსებული ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა. და კიდევ, მას დამწვარი დენთის სუნი აქვს. 7. სირთულე დაბალი გრავიტაციის გამო მიუხედავად იმისა, რომ მთვარის გრავიტაცია, დედამიწის გრავიტაციის ერთი მეექვსედია, მის ზედაპირზე გადაადგილება, ნამდვილი გმირობის ტოლფასია. როგორც ასტრონავტები ამბობენ, მასზე დასახლების შექმნა მეტად რთული იქნება, რადგან ადამიანის ფეხი მთვარის მტვერში თითქმის 15 სმ–ზე ეფლობა. 8. მთვარის წარმოქმნა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც მის არსებობას ხსნის, თუმცა მათ შორის ძირითადი, მხოლოდ სამია: პირველი თეორიის მიხედვით — დედამიწა და მთვარე, მზის სისტემის პლანეტების ფორმირების ადრეულ სტადიაზე, ერთიანი აირ-მტვრიანი ღრუბლისგან, ერთდროულად შეიქმნა. მეორე თეორიის მიხედვით, დედამიწამ მთვარე საკუთარი გრავიტაციული ველის საშუალებით მიიტაცა, როდესაც ეს უკანასკნელი გალაქტიკაში გადაადგილდებოდა. რაც შეეხება მესამე თეორიას — ის დედამიწის თანამგზავრის არსებობას, უდიდესი კოსმოსური კატასტროფით ხსნის, რა დროსაც, ჩვენი პლანეტა სხვა ციურ სხეულს შეეჯახა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებისგან, მოხდა როგორც დედამიწის, ისე მთვარის საბოლოო ფორმირება. სხვადასხვა კვლევის შედეგი მოწმობს, რომ ყველაზე ახლოს სიმართლესთან, სწორედ კოსმოსური კატასტროფის ჰიპოთეზა არის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტების უმრავლესობა სწორედ ამაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პლანეტის ტექტონიკური ფილების ანალიზის შემდეგ, გეოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მთვარე, შორეულ წარსულში, დედამიწის ნაწილი უნდა ყოფილიყო. გაგრძელება >>> 9. მთვარე და ძილი იმის უარყოფა, რომ დედამიწა და მთვარე ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მთვარის მოქმედება ადამიანებზე, მუდმივი დისკუსიის წყაროდ იქცა. ბევრი თვლის, რომ სავსე მთვარე ადამიანების უცნაური ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ, მეცნიერებას არ შეუძლია დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ამ თეორიის სასარგებლოდ ან მის საპირისპიროდ. სამაგიეროდ, ის ეთანხმება იმ აზრს, რომ მთვარეს ადამიანის ძილის ციკლის დარღვევა შეუძლია. 10. მთვარის ჩრდილიროდესაც ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე დაადგეს ფეხი, საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: ატმოსფეროს არ არსებობის გამო, საგნების ჩრდილი მის ზედაპირზე უფრო მუქი აღმოჩნდა, ვიდრე დედამიწაზეა. მთვარის ჩრდილები — აბსოლუტურად შავია. ხოლო, როდესაც ასტრონავტები ჩრდილზე დადიოდნენ, მზის შუქის მიუხედავად, საკუთარ ფეხებს ვერ ხედავდნენ. 11. მთვარის მაგნიტიზმი მთვარის ყველაზე საინტერესო საიდუმლო კი ის არის, რომ მას არ გააჩნია მაგნიტური ველი. ხოლო ქვებს, რომელიც ასტრონავტებმა მთვარიდან ჩამოიტანეს, მაგნიტის თვისებები აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოდესღაც, მთვარეს მაგნიტური ველი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ დაადგინეს, თუ რატომ გაქრა.
1738 3-ს მოსწონს
|