სხვა რატომ არის აუცილებელი ძილი ღამის 1 სთ-დან – 3 საათამდე (ეს მნიშვნელოვანია!!!) 2017, 15 მაისი, 11:39
ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი დღის რეჟიმი აქვს. ადამიანები და ცხოველთა სამყაროს დიდი უმრავლესობა დღე ფხიზლობს, ხოლო ღამე იძინებს. ამის მიზეზი, ჩვენს ორგანიზმზე მზის და მთვარის ზემოქმედება არის: მზე ააქტიურებს პროცესებს ორგანიზმში და მოქმედების ძალას გვაძლევს, ხოლო მთვარე, პირიქით – ადუნებს მას და დასვენების საშუალებას იძლევა. მზის ზეგავლენა, ორგანიზმს არ აძლევს სრულფასოვნად დასვენების საშუალებას, ხოლო მთვარე – არ იძლევა მოქმედების საშვალებას, ადამიანის ფსიქიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მაშ ასე, ახლა კი იმის შესახებ, რა ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას დღის რეჟიმის დარღვევა: საღამოს 9 -დან – 11 საათამდე ისვენებს გონება. ამ პერიოდში აზროვნების უნარის დაქვეითება ხდება, მაგრამ არა უცბად. ეს თანდათანობით ხდება და ჩვენთვის, ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება. დროის ამ მონაკვეთში, ადამიანი თუ აქტიურად არის ჩართული აქიობაში, ტვინი გამოჩენილი ძალისხმევისთვის მეტისმეტად იტვირთება და ამ მდგომარეობის ნეგატიური შედეგი, წლების მანძილზე გროვდება. როდესაც გონება ისვენებს, ადამიანი სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ამ პერიოდში, არა ღირს სამომავლო გეგმებზე ფიქრი, შექმნილი ცხოვრებისეული მდგომარეობის გაანალიზება ან თუნდაც, სხვებისთვის რჩევის მიცემა. როდესაც გონება დასვენებისთვის არის განწყობილი, პრობლემები ექმნება მეხსიერებასაც და თუ 21 - 23 საათებს შორის რამეს ვერ გაიხსენებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ. 11-დან 1-საათამდე ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს – ისვენებს ნერვული და კუნთოვანი სისტემა. დროის ამ პერიოდში, ფიზიკური აქტიობების შედეგი – სისუსტე, პესიმიზმი, მოდუნება, სხეულის დამძიმება, გონებრივი და ფიზიკური სისუსტე არის. ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლენა მომენტალურად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დროის ამ მონაკვეთში, ორგანიზმის ფიზიკურად დატვირთვა მუდმივად ხდება, ქვეითდება ადამიანის იმუნური სისტემა და სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები ვითარდება. კერძოდ, ხდება ცვლილებები ნერვული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაში. ღამის 1 საათიდან – დილის 3 საათამდე ძილი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ექმნება ადამიანის ფსიქო-ემოციურ შესაძლებლობებს. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, შედეგი არ აყოვნებს და ის გადაჭარბებული გაღიზიანებით, აგრესიით და ანტაგონიზმით გამოიხატება. იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის დარღვევა სისტემატურ ხასიათს ატარებს, ორგანიზმი ემოციურად იფიტება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ისტერია გამოიწვიოს. ამის შემდეგ კი, თანდათანობით ყალიბდება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ანუ, ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე, მეტისმეტად აფორიაქებულია, ხოლო შემდეგ, ღრმა დერესიაში ვარდება, რომლის დროსაც, თანდათანობით სუსტდება სმენა, ყნოსვა, მხედველობა, შეგრძნების უნარი და გემოვნების რეცეტორების აქტიურობა. ამრიგად, ყოველივე ამის შემდეგ, შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: საღამოს 9 -დან – 11 საათამდე – უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი გონებრივი საქმიანობა (ანგარიში, თარგმნა, გაკვეთილების მომზადება და ა. შ.). საღამოს 11-დან – 1 საათამდე – მოვერიდოთ ყოველგვარ ფიზიკურ დატვირთვას (კუნთები უნდა დავასვენოთ). ღამის 1 საათიდან – დილის 3 საათამდე – აუცილებლად უნდა დავიძინოთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში 6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს ეს საშინელებაა!!! აი რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში 1313 10-ს მოსწონს
|