x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა გავლენას ახდენს ლანძღვა და ჩხუბი ადამიანის ჯანმრთელობაზე

image
ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობის 75%-ი წყალია.

წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება დედამიწაზე.
ჩვეულებრივი წყალი, ვერცხლის ჭურჭელში მოხვედრის შემდეგ, ანტიბაქტერიული, სამკურნალო სითხე ხდება, რომელსაც ნებისმიერი მავნე ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ასეთი მნიშვნელოვანი თვისების მიღების მიუხედავად, წყლის ქიმიური შედგენილობა უცვლელი რჩება.
მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგად, დაადგინეს, რომ წყლის თვისებები დამოკიდებულია არა წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე, არამედ მის მოლეკულულ სტრუქტურაზე. წყლის მოლეკულები, ერთმანეთთან კავშირით, ქმნიან კლასტერებს, რომლებიც გარემო პირობების მიხედვით ტრანსფორმირდებიან და წყალი განსხვავებულ თვისებებს იძენს.

ლანძღვისა და ჩხუბის გავლენა ჯანმრთელობაზეXX საუკუნის ბოლოს, იაპონელმა მეცნიერმა მასარუ იმოტომ, რომელიც წყლის ბიოენერგეტიკულ თვისებებზე მუშაობდა, დაადგინა, რომ წყალს აქვს „სმენა“ და „გრძნობა“ და რომ წყალს შეუძლია ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება.
მასარუ იმოტო, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ატარებდა ექსპერიმენტებს, სხვადასხვა ადგილებიდან აღებულ წყლის სინჯებზე. მათ შორის იყო დისტილირებული წყალიც. ის წყლის სინჯებს ყინავდა, თხევადი აზოტით და სურათებს უღებდა წყლის კრისტალებს, მაღალი მგრძნობელობის ფოტოკამერიანი ტელესკოპით. ცდების მიღებულმა შედეგებმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ქალაქში, ონკანის წყლიდან აღებული სინჯის კრისტალები, ძლიერ დეფორმირებული და ულამაზო იყო, ხოლო მთის წყაროს სინჯის კრისტალები - სუფთა და ლამაზი. ულამაზო კრისტალები ჰქონდა დისტილირებულ წყალსაც.

ლანძღვისა და ჩხუბის გავლენა ჯანმრთელობაზეშემდეგ ეტაპზე, მეცნიერმა დაამტკიცა, რომ წყალს აქვს „გრძნობა“. წყალს რომელსაც კარგ სიტყვებს ეუბნებოდნენ, დიდხანს ძლებდა, ხოლო რომელსაც ლანძღავდნენ - მალევე ფუჭდებოდა. ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ წყალზე გულგრილობაც უარყოფითად მოქმედებდა:
ექსპერიმენტის დროს, 3 ჭიქაში მოათავსეს ბრინჯი და დაასხეს ერთიდაიგივე წყალი. ერთი თვის მანძილზე, ყოველ დღე, I ჭიქაში მოთავსებულ მასას ეუბნებოდნენ „მადლობას“, II - „შტერი ხარ“, ხოლო III, ყურადღებას არ აქცევდნენ.
ერთი თვის შემდეგ, I ჭიქაში მოთავსებულმა ბრინჯმა, მოძრაობა დაიწყო და სასიამოვნო სურნელი გამოსცა, II ჭიქაში, ბრინჯი გაშავდა, ხოლო III ჭიქაში, ბრინჯმა ლპობა დაიწყო.

ლანძღვისა და ჩხუბის გავლენა ჯანმრთელობაზე

მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს ონკანის წყალზეც. აღებული წყლის ერთი ნაწილი ლაბორატორიაში დატოვეს, ხოლო მეორე - ეკლესიაში წაიღეს და აკურთხებინეს, ამის შემდეგ, ორივე წყალი გაყინეს და კრისტალებს სურათი გადაუღეს. ერთიდაიგივე წყლის კრისტალების სურათები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

ლანძღვისა და ჩხუბის გავლენა ჯანმრთელობაზერადგან ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება, მასზე ისევე მოქმედებს უარყოფითი ემოციები და ლოცვა, როგორც წყალზე და ეს გავლენა აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

3
7178
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7178
  
2020, 10 მაისი, 17:05
მადლობა თქვენ, ასეთი შეფასებისთვის
2020, 10 მაისი, 15:40
წყლის ცოცხალი თვისებების შესახებ კარგა ხანია ვიცი და ეს თემა სულ მაინტერესებს, მითუმეტეს იმ ერთადერთი ქართველი ექიმის (ზურაბ ქუმსიაშვილის) ახლო მეგობარი ვარ, ვინც სტრუქტურირებულ წყალს კარგა ხანია სამკურნალოდ იყენებს და მისი საშუალებით არაერთი მძიმე ავამდყოფი მოურჩენია. კარგი და ძალიან საჭირო ვებგვერდი გაქვთ, დიდი მადლობა!
2016, 8 ნოემბერი, 0:38
რა კარგი სტატიაა ლალი, როგორ გამომრჩა.
0 1 3