სხვა ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები 2016, 9 ივნისი, 9:22 რა დროს ვხარჯავთ ძილზე მთელი ცხოვრების მანძილზე? ძილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ?
ძილი და სიზმრები ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განუყოფელი ნაწილი კი არა, ყველაზე შეუცნობელი ნაწილიც არის, რომლის შესახებ, არც თუ ისე ბევრი რამ არის ცნობილი. აქ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ფაქტს, რომელიც ძილს და სიზმრებს უკავშირდება: 1. ფერადი თუ შავ–თეთრი? რა ფერებში ვხედავთ სიზმრებს?
ამ ბოლო დროს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსხვავებული იყო სიტუაცია ფერადი ტელევიზორის გამოჩენამდე, ანუ ტელევიზორმა ჩვენი სიზმრები გააფერადა. 1960-1970 წლებამდე, ადამიანების უმრავლესობა, სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავდა.
2. მოკლე მეხსიერება. გაღვიძების პირველ წუთებში, ადამიანს სიზმარი მცირე დეტალებშიც კი ახსოვს. მაგრამ, საკმარისია 5 წუთი გავიდეს, რომ სიზმრის ნახევარი ავიწყდება, ხოლო 15 წუთის შემდეგ – სიზმრის 10% ძლივს იხსენებს. 3. სიზმრებისთვის განწირულები. ყველა ჯანმრთელი ადამიანი სიზმრებს ხედავს. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება სიზმრები და ვფიქრობთ, რომ არ ვხედავთ მათ. მხოლოდ ადამიანები, გარკვეული ფსიქიკური გადახრებით, არ ნახულობენ სიზმრებს.
4. გადამეტებული ჭამა. უძილობა მხოლოდ ძალების დაკარგვას და გაღიზიანებას კი არა, ლეპტინის დეფიციტსაც იწვევს, რაც მადის მომატების წინაპირობა არის. 5. ძილი – ჩვენი ცხოვრების 1/3 ნაწილს შეადგენს. ადამიანი თავისი სიცოცხლის 25-30 წელს ძილში ატარებს. 6. ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს.ცხოველებზე ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ისინიც ხედავენ სიზმრებს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ენცეფალოგრამ და ტომოგრამა საჭირო არ არის –მძინარე ცხოველზე დაკვირვებაც საკმარისია.
7. რამდენიმე სიზმარი 1 ღამეში. ჩვენი ქვეცნობიერი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი ღამის მანძილზე, რამდენიმე (4-7) სიზმარი ვნახოთ.
8. ხანმოკლე და ხანგრძლივი ძილის შედეგი. ადამიანები, რომლებსაც ღამის მანძილზე 4 საათი და უფრო ნაკლები და ისინი, ვისაც 9 საათი და უფრო მეტი სძინავთ, ხშირად, უდროოდ მიდიან ამ ქვეყნიდან. 9. ბავშვის გავლენა ძილზე. ყველა ბავშვი, 2 წლის ასაკამდე, მშობლებს 6 თვის ძილს ართმევს.
10. უძილობა. მამაკაცებს უძილობა უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ქალებს. სუსტი სქესის წარმომადგენლები 2-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ამ მხრივ, ვიდრე ძლიერი სქესის.
11. არასაკმარისი ძილი. არასაკმარისი ძილი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ორგანიზმის უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიოს ავთვისებიანი პროცესები. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში, მასში მცირდება მელატონინის დონე, რომელიც სიმსივნის უჯრედების ბლოკირებას ახდენს.
12. ემოციები. ემოციური მდგომარეობა, რომელსაც სიზმრებში განვიცდით, უფრო ხშირად, შფოთთან არის კავშირში, ვიდრე სიხარულთან. ჩვენ ბედნიერები უფრო იშვიათად ვიღვიძებთ, ვიდრე დათრგუნულები და უბედურები. 1518 11-ს მოსწონს
|