x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მან პენტაგონი "გატეხა" და უცხოპლანეტელების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მოიპარა

გარი მაკკინონი (Gary McKinnon) – იდეით შეპყრობილი ადამიანი


უცხოპლანეტელების არსებობის ზოგს სჯერა, ზოგს – არა... მაგრამ არის ადამიანი, რომელმაც მათ შესახებ ბევრად მეტი იცის. ეს ბრიტანელი ჰაკერი გარი მაკკინონია. როგორც ამერიკელი სამხედროები ირწმუნებიან, ამ ადამიანმა მათ 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენა, როდესაც 300 კომპიუტერი მწყობრიდან გამოიყვანა. მას იმაშიც ადანაშაულებდნენ, რომ თავისი უნარების გამოყენებით, ამერიკული არმიის სერვერი გატეხა, მათ შორის ისეთიც, ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოებისთვის რომ გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ბრიტანელმა ჰაკერმა NASA–ს 16 კომპიუტერის მონაცემთა ბაზაში შეაღწია, იქიდან 950 პაროლი მოიპარა და საიდუმლო ფაილების ნაწილი წაშალა.


image


შეპყრობილი ჰაკერის ისტორია


90–იანი წლების ბოლოს, გარი მაკკინონი უცხოპლანეტელების ექსპერტთა ონლაინ საზოგადოებას შეუერთდა. მათ ორასზე მეტი მტკიცებულება შეაგროვეს, რომლის ნაწილი, აშშ–ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ.

«ეს მხოლოდ მწვანე ადამიანებისადმი ინტერესი კი არა, ნამდვილ კოსმოსურ ხომალდებზე ინფორმაციის მოპოვება იყო, რომლის შესახებ საზოგადოებამ არ იცის», – ამბობს მაკკინონი.
ამერიკულ კომპიუტერებში უცხოპლანეტელებზე მასალის ძებნა, მას აკვიატებად ექცა და 1999 – 2002 წლებში, გერი პლანეტის ყველაზე დაცული კომპიუტერების ქსელში იჭრებოდა, რომ არამიწიერი არსებების შესახებ, რაიმე ინფორმაცია მაინც მოეძებნა...

«მე ვიცი, რომ ხელისუფლება "ანტიგრავიტაციას" და უფასო ენერგიას მალავს. ეს საიდუმლოდ არ უნდა რჩებოდეს, როდესაც პენსიონერებს მანქანებში საწვავის შევსება არ შეუძლიათ» – ამბობს ის.

გერი ასევე აცხადებს, რომ მან შეძლო NASA–ს სერვერზე მოხვედრა და იქ უცნობი კოსმოსური ხომალდების ფოტოებს წააწყდა. ცუდი ინტერნეტკავშირის გამო, მან ვერ მოახერხა ფოტოების თავის კომპიუტერზე ჩამოტვირთვა. თუმცა, ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, მან ნანახი კადრი ასე აღწერა:

«ეს ვერცხლისფერი სიგარის ფორმის ობიექტი იყო, რომელსაც ორივე მხრიდან სფეროები ჰქონდა, რომლებზეც არც გადაბმის ადგილები და არც ნაწიბურები ჩანდა. ხოლო, ფოტო, სავარაუდოდ, თანამგზავრმა გადაიღო, რომელიც ხომალდის ზევით იყო. ობიექტი ადამიანის მიერ შექმნილ რომ არ იყო, ამაში დარწმუნებული ვარ».


სასჯელი


აშშ-ის ხელისუფლებამ ბრიტანელი ექსცენტრიკოსის ექსტრადიცია მოითხოვა. მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ, 7-ზე მეტ დანაშაულში ამხელდნენ და 70 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა...

10 წლის განმავლობაში, გარი მაკკინონი ანგლო–ამერიკულ დიპლომატიურ ურთიერთობებში, დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან აშშ-ში ექსტრადიცია გარდაუვალი იყო. მაგრამ, მაკკინონის დედამ უზარმაზარი იურიდიული სამუშაო ჩაატარა, აშშ-ს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და საქმე მოიგო.

ასე, რომ გარიც გადარჩა და დიპლომატებმაც «ამოისუნთქეს».


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 საოცარი დამთხვევის და შემთხვევითი შენიღბვის მაგალითები

* მათ ძველი ფოტოების სიუჟეტი გაიმეორეს და ძალიან სახალისო შედეგი მიიღეს (16 ფოტო)

* ამის ნახვა მხოლოდ იაპონიაშია შესაძლებელი (25 ფოტო)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0