სხვა შემთხვევითობა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა 2020, 30 სექტემბერი, 10:17 როგორც ამბობენ, ისტორიას პიროვნებები ქმნიან. მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ სულ მცირე მოვლენა უფრო დიდი ცვლილებას იწვევს, ვიდრე რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი. და არჩევანს მხოლოდ ბრმა შემთხვევითობა განსაზღვრავს. ამ შემთხვევით არჩევანს, საკუთარი სახელიც კი აქვს. მას ისტორიკოსები «ბიფურკაციის წერტილს» (ორად გაყოფის წერტილი) ეძახიან და ამ წერტილში დგომის დროს, საკუთარი საბედისწერო როლის შესრულება, მხოლოდ ადამიანებს კი არა, უსულო საგნსაც შეუძლია. ნაპოლეონის მოგონებებში საინტერესო ამბავი არის იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს ერთმა შემთხვევითობამ. მაშინ ნაპოლეონი საფრანგეთის ჯარის მთავარსარდალი იყო და ბრძოლის ველზე, რაღაც მომენტში, მოეჩვენა, რომ ბოტფორდის (მაღალი ჩექმა, რომელსაც ყელი მუხლის ზემოთ გაფართოებული აქვს) თასმა გაეხსნა. ის დაიხარა, რომ შეეკრა და სწორედ ამ დროს, მისი ქუდი ტყვიამ გახვრიტა და უკან მდგომი მეომარი მოკლა. აღმოჩნდა, რომ მთავარსარდალს თოფი დამიზნებით, თავში ესროლეს და რომ არა გახსნილი თასმა, ნაპოლეონი, დიდი ალბათ, დაიღუპებოდა და ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, რაც მის საომარ კამპანიებს მოჰყვა... ომებს, რომელსაც ნაპოლეონ ბონაპარტე 1799–1815 წწ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებდა, ჩეულებრივ – ნაპოლეონის ომებს ეძახიან და ამ ომებმა მხოლოდ ევროპის პოლიტიკური რუკის ცვლილება კი არა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან (1799 წ. საფრანგეთის პირველი კონსული გახდა) – «ას დღიან» ეპოქამდე, რომელიც 1815 წლის ივნისში, ვატერლოოსთან ნაპოლეონის სრული მარცხით დასრულდა, საბრძოლო მოქმედებების გამო, სულ ცირე, 3, 5 მლნ. მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. P. S. «მე მხატვარი ვარ და არა პოლიტიკოსი. პოლონეთის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ვისურვებდი ჩემი ცხოვრება, როგორც მხატვარი დამესრულებინა» – უთხრა 1939 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, ჰიტლერმა ნევილ ჰენდერსონს (Nevile Henderson, 1937—1939 წწ. ბრიტანეთის ელჩი გერმანიაში). მომავალმა ფიურერმა ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ორჯერ – 1907 და 1908 წელს სცადა, მაგრამ ორჯერვე უარით გაისტუმრეს... დღეს ჰიტლერის ნახატები აუქციონებზე ათასობი დოლარად იყიდება (მაგ., 2015 გერმანიის აუქციონზე მისი 14 ტილო, 400 000 € გაიყიდა) და უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე კრიტიკოსების შეფასებით, მისი ნამუშევრები, «არც თუ ისე ცუდია»...
ნაპოლეონის ყველაზე დამამცირებელი და სამარცხვინო მარცხი (ვატერლოო არა, სხვა...) ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს 1081 6-ს მოსწონს
|