სხვა დედამიწის იდუმალი თანამგზავრი – რა ხდება მთვარის «ბნელ» მხარეს? 2020, 12 ნოემბერი, 13:10 მთვარე – დედამიწის იდუმალი თანამგზავრია, რომელიც ადამიანების ყურადღებას ათასწლეულების მანძილზე იზიდავს. მას ჯერ კიდევ, ძველი ეგვიპტელი და ბერძენი მეცნიერები სწავლობდნენ. მათ პირველებმა შენიშნეს, რომ მთვარეს ზრდის და შემცირების ფაზები გააჩნია, რომელიც დიდი გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე. გარდა ამისა, ძველ მსოფლიოში მაგიური კულტმსახურება არსებობდა და ბევრი მათგანის რიტუალი, სწორედ მთვარის ფაზის პერიოდებს უკავშირდებოდა. მზის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დედამიწა, ღერძის ირგვლივ მოძრაობისას, ვერასდროს ხვდება მთვარის მეორე მხარეს და ამიტომ, ადამიანის თვალთახედვისგან ის ყოველთვის დაფარულია. სწორედ ეს ფენომენი არის უდიდესი გამოცანა კაცობრიობისთვის. მეცნიერები ასწლეულების მანძილზე იმის გარკვევას ცდილობენ, – თუ რა ხდება ჩვენი პლანეტის თანამგზავრის უკანა მხარეს? დღეს ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ, მთვარის ბნელ მხარეს, ხელოვნური თანამგზავრები უცნაურ ენერგეტიკულ და ხმოვან აქტივობას აფიქსირებენ. გარდა ამისა, მეცნიერების ერთი ნაწილის აზრით, მთვარეზე არსებული კრატერები ხელოვნურად წარმოწმნილი უნდა იყოს... და ეს ვის სჭირდება? შესაძლებელია, ასტრონავტებს თავის დროზე, რომ დაემყარებინათ მთვარეზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობა, მას განვითარება მოჰყოლოდა და დღეს უფრო მეტი რამ გვცოდნოდა იქ მიმდინარე პროცესების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მთვარეზე ადამიანების ვიზიტის შემდეგ, კაცობრიობამ მთვარის ათვისებაზე უარი თქვა და მზერა მარსს მიაპყრო... არხის სხვა სიახლეები:* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი * 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა * 3. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა * 5. რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე 795 4-ს მოსწონს
|