x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე

ნუმეროლოგიის თანახმად, ციფრები მხოლოდ ჩვენს ხასიათზე კი არ მოქმედებენ, არამედ, იმ მოვლენებსაც განსაზღვრავენ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. შესაძლებელია, თქვენი ტელეფონის ნომერი იყოს იმის მიზეზი, რომ ბიზნესში წარმატებას ვერ მიაღწიეთ, ან პირადი ცხოვრება არ აგეწყოთ... გაიგეთ, რა შინაარსის მატარებელია თქვენი ტელეფონის ნომერი და თითოეული ციფრი.


image
იმისთვის, რომ საკუთარი ტელეფონის ნუმეროლოგიური ნომერი განსაზღვროთ, უნდა შეკრიბოთ მისი ყველა ციფრი და მიღებული შედეგის ციბრები დააჯამოთ. მაგ., 557 24 40 11 ნომრის (ნომერი მოგონილია) ნუმეროლოგიური ნომერი იქნება: 5+5+7+2+4+4+0+1+1=29; 2+9=11; 1+1=2
ამ მარტივ ციფრს (ამ შემთხვევაში – 2-ს), გარკვეული აზრი და დატვირტვა გააჩნია და ის, ნუმეროლოგიის მიხედვით, ჩვენს ბედ-იღბალზე მოქმედებს.


აეცანით თითოეული ნომრის მნიშვნელობას:


1 - საუკეთესო ნომერია ბიზნესმენების და კარიერისტებისთვის. თუმცა, არც ისე იღბლიანია მათთვის, ვინც თავის მეორე ნახევრის ძიებაშია.


2 - ეს ნომერი რომანტიზმის მატარებელია და იდეალურად ერგება ადამიანებს, ვინც სიყვარულზე ოცნებობს და ასევე, კარგია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.


3 - მწერლებისთვის და იმ ადამიანებისთვის არის, ვისი სამუშაოც ამბების შეთხზვას უკავშირდება. მაგრამ, თუ პიროვნება ამბიციურია და გარკვეული მიზანი აქვს, უმჯობესია, სხვა ნომერი აირჩიოს.


4 - სტაბილურობის და საიმედოობის ნომერია და ამიტომ, რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც საბანკო სექტორთან ან ისეთ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული, რომლის საფუძველი ნდობაზე და რეპუტაციაზე არის აგებული. ამ ნომრის არჩევა დიდი ოჯახის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.


5 - ამ ნომრის მფლობელები ნებისმიერ რამეს უნდა ელოდონ ცხოვრებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ის მარტოხელა, თავისუფლების და მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.


6 - საუკეთესო ნომერია დაოჯახებული ადამიანებისთვის. კარგია ის ბიზნესით დაკავებულებისთვისაც. ხოლო, მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, უკეთესია, თუ სხვა ნომერს აირჩევენ.


7 - ძალიან ძლიერი და გარკვეულწილად, მაგიური ნომერია, რომელიც მოსწავლეებისთვის და მოაზროვნეებისთვის არის რეკომენდებული.


8 - ძალიან იღბლიანი ნომერია ბიზნესმენებისთვის, – ის ფულს მაგნიტივით იზიდავს. ასევე კარგია 8-იანი ამბიციური ადამიანებისთვის, რადგან დადებითად მოქმედებს კარიერაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე.


9 - ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ნომერია! მისი მფლობელები ხშირად ხდებიან ფორტუნის რჩეულები. მაგრამ, ის ამავდროულად, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage
* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი

* 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

* 3. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

* 4. მთვარის საიდუმლო

* 5. დედამიწის სიღრმეში ორი უძველესი კონტინენტი აღმოაჩინეს
* 6. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ კატა სახლში – დამტკიცებულია მეცნიერების მიერ

0
698
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
698
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0