x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტელეპათია და ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც მას მიმართავდნენ

სტატისტიკის მიხედვით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანების უმრავლესობას (10-დან – 9-ს), აზრების მანძილზე გადაცემის შესაძლებლობის სჯერა. მაგრამ, ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტის მიუხედავად, 100% -იანი რწმუნებით თეორიის წამოყენება, რომელიც აზრობრივი კონტაქტის ფენომენს ანუ ტელეპათის ახსნის, შეუძლებელია...


image


ტერმინი «ტელეპათია», მოვლენის არსებობაზე, ბევრად უფრო გვიან გაჩნდა. ის 1882 წელს ბრიტანელმა პოეტმა და ფილოსოფოსმა ფრედერიკ მაიერსმა გამოიგონა. რაც შეეხება თვით მოვლენას, - დისტანციაზე აზრების გადაცემის შესახებ ინფორმაციას, ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელი ქურუმები ფლობდნენ და ზოგიერთი მათგანი, ტელეპათიის ნიჭითაც იყო დჯილდოვებული. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ტელეპათიისკენ დიდი მიდრეკილება ჰქონდათ ბაბილონელებსაც.
დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ამ ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს პოლიტიკოსები. მათ შორის: ჩინგიზ-ყაენი, თემურლენგი, ნაპოლეონ ბონაპარტი. ხოლო, ჩინეთის იმპერატორებს, მრჩეველთა შორის, ყოველთვის ჰყავდათ მსგავსი უნარ–ჩვევების ადამიანები.
ცნობილია ასევე, რომ რუბიკონის გადალახვა იულიუს კეისარმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა ერთ-ერთმა მონამ, რომელსაც ხილვების გამოწვევა შეეძლო, იმპერატორს რომის მოქალაქეთა განწყობის შესახებ უამბო.

ამ ფსიქოლოგიურმა ფენომენმა მასობრივი ყურადღება ХІХ საუკუნის შუა წლებში მიიპყრო, როდესაც ამერიკა სპირიტიზმით გატაცების ტალღამ მოიცვა. მალე ნათელმხილველები, მედიუმები და ექსტრასენსები ევროპაშიც გაჩნდნენ... იმ პერიოდში, მეცნიერებმა ეს ყველაფერი სისულელედ მიიჩნიეს და მხოლოდ ХХ საუკუნის 30-იანი წლებში, ამერიკელმა ბიოლოგმა ჯეი ბი რაინმა (Joseph Banks Rhine) და მისმა მეუღლემ ლუიზამ, რომელიც ბოტანიკის მეცნიერებათა დოქტორი და პარაფსიქოლოგი იყო, აღნიშნული მოვლენის ახსნას ექსპერიმენტების საშუალებით სცადეს. მათ ამისთვის ცენერის ბანქო (Zener cards) გამოიყენეს, რომლის დასტაში მხოლოდ 5 მარტივი გამოსახულება (ვარსკვლავი, წრე, კვადრატი, ჯვარი, ტალღოვან ხაზები) იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაინების შრომა მკაცრად გააკრიტიკეს და თაღლითები უწოდეს, მეცნიერებმა ერთმანეთისგან პარაფსიქოლოგიის და მკითხაობის გამიჯვნა და ფსიქოლოგიაში პარაფსიქოლოგიის მიმართულების დაარსება შეძლეს. ხოლო, ამ საუკუნის დასაწყისში, ედინბურგის უნივერსიტეტში ჩატარებულ ექსპერიმენტში, სწორედ ის მარტივი გამოსახულებები გამოიყენეს, რომელსაც რაინები საკუთარ ცდებში იყენებდნენ.

რაც შეეხება ედინბურგის უნივერსიტეტეტში ჩატარებულ კვლევებს, ექსპერიმენტით მეცნიერთა ჯგუფი ტელეპათიის ფენომენის არსებობის ფაქტის დაემტკიცებას, ან მის უარყოფას შეეცადა. ამისთვის მათ «გონცფელდის» (Ganzfeld effect) მეთოდით ისარგებლეს, რომლის ავტორი, ჩარლზ ჰონორტონი (Charles Honorton) ამტკიცებდა, რომ ამ მოვლენის აღმოჩენა, ადამიანის სიფხიზლის მდგომარეობაში შეუძლებელი იყო... და იმისთვის, რომ ტელეპატიური ნიჭის გამოვლენა მომხდარიყო, ადამიანის ნორმალური მდგომარეობიდან, განსხვავებულ მდგომარეობაში გადაყვანა იყო საჭირო, რომლის მიღწევა ჰიპნოზით, მედიტაციით ან სხვა, მსგავსი მეთოდებით შეიძლება.
მისტიკური მოვლენის მკვლევართა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი პროფ. რობერტ მორისი (Robert Morris) იყო, ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველები ორ ჯგუფად გაყვეს და ისინი ორ, ერთმანეთისგან იზოლირებულ ოთახში მოათავსეს. გამოსაცდელთა ერთ ჯგუფს, სიგნალი უნდა გადაეცა მეორე ჯგუფისთვის, რომლის წევრები იმ მომენტში, მოხერხებულ სავაეძლებში ისხდნენ, დამამშვიდებელ მუსიკას უსმენდნენ, პინგ-პონგის სათვალე ეკეთათ, რომელზეც პერიოდულად წითელი შუქი ინთებოდა და «ადამიანი-მიმღები» სიფხიზლის ფაზიდან – ძილ-ღვიძილის ფაზაში გადადიოდა.
იმ დროს, როდესაც ერთნი კომფორტით ტკბებოდნენ, სხვების ამოცანა გარკვეული მასალის დათვალიერება და მისი აზრებით გადაცემა იყო. ამის შემდეგ, მეორე ჯგუფის წევრებს აჩვენებდნენ სურათებს, რომლთა შორის მათ უნდა ამოეცნოთ გამოსახულება, რომელიც ტელეპათური არხებით გადაეცათ. ამგვარი ექსპერიმენტების სერიამ, დასახული ამოცანის შესრულება ვერ შეძლო, რადგან წარმატების კოეფიციენტი მხოლოდ 50% იყო. თუმცა, აუხსნელი ფაქტების არსებობა დაადასტურა.
დღეს, ამ ანომალური მოვლენისადმი დამოკიდებულება ერთგვაროვანი არ არის. მაგრამ, ტელეპატური შესაძლებლობების ადამიანების არსებობის უარყოფა შეუძლებელია, თუნდაც ვოლფ მესინგის ფენომენის არსებობის გამო, რომელმაც მსოფლოი თავის არაორდინალური ნიჭით შეძრა და რომლის რაციონალური ახსნა დღემდე შეუძლებელია.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი

* 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

* 3. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

* 4. მთვარის საიდუმლო

* 5. დედამიწის სიღრმეში ორი უძველესი კონტინენტი აღმოაჩინეს
* 6. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ კატა სახლში – დამტკიცებულია მეცნიერების მიერ

0
111
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0